დინკა სუდანში, მდინარე ნილოსის სანაპიროს გასწვრივ მცხოვრები ეთნიკური ჯგუფია, რომელიც ჯერ კიდევ მეათე საუკუნიდან არსებობს და მდინარის ორივე ნაპირზე სახლობს. დინკას ტომის ენა ნილო-საჰარულს მიეკუთვნება, მათი რაოდენობა სამი მილიონი ადამიანია, დაახლოებით 21 ჯგუფი, რომელსაც საკუთარი ლეგიტიმური ლიდერი ჰყავს. დინკა თავის რჩენას ძირითადად, თევზაობითა და აგროკულტურით ახერხებს.
ფოტოგრაფები - ქეროლ ბექვიზი და ანჯელა ფიშერი დაახლოებით, 30 წლის განმავლობაში ადევნებდნენ თვალყურს დინკას ხალხის ტრადიციებს, ცერემონიებსა და ცხოვრების წესს. გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს, რომელებზეც დინკას ხალხია გადაღებული.