პაკისტანში ავიაკატასტროფის შედეგად ნორვეგიისა და ფილიპინების ელჩები დაიღუპნენ

პაკისტანში ავიაკატასტროფის შედეგად ნორვეგიისა და ფილიპინების ელჩები დაიღუპნენ

პაკისტანში ავიაკატასტროფის შედეგად ნორვეგიისა და ფილიპინების ელჩები დაიღუპნენ, - ამის შესახებ "დოიჩე ველე" პაკისტანელ სამხედროებზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ცნობით, კატასტროფის დროს მალაიზიისა და ინდონეზიის დიპლომატების მეუღლეებიც დაიღუპნენ.

როგორც გერმანული გამოცემა იტყობინება, პაკისტანის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი, რომელშიც 11 უცხოელი და ექვსი პაკისტანელი იმყოფებოდა, ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე ერთ-ერთ სკოლას დაეჯახა.

წინასწარი მონაცემებით, ორივე მფრინავი და ექვსი უცხოელი დაიღუპა. პოლონეთისა და ნიდერლანდების ელჩები კი დაშავდნენ. უცნობია კატასტროფის მიზეზები. ვერტმფრენს ქალაქ გილგიტში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გადაჰყავდა, სადაც ისინი საჯარო ღონისძიებას უნდა დასწრებოდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა