წინასწარი შედეგების მიხედვით, დიდ ბრიტანეთში დევიდ ქემერონის პარტია ლიდერობს

წინასწარი შედეგების მიხედვით, დიდ ბრიტანეთში დევიდ ქემერონის პარტია ლიდერობს

დიდი ბრიტანეთის საყოველთაო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონის კონსერვატიული პარტია ლიდერობს. "ბიბისის" ცნობით, ეგზიტპოლების თანახმად, კონსერვატორები პარლამენტში 325 ადგილს დაიკავებენ, რაც საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობისთვის საკმარისია.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, ლეიბორისტები 232 ადგილს დაიკავებენ, ლიბერალ-დემოკრატები 12-ს, შოტლანდიის ეროვნული პარტია 56-ს, უელსის პარტია 3-ს, მწვანეები 1-ს, ხოლო დანარჩენები 21-ს.

პრემიერ დევიდ ქემერონის თქმით, ჯერ საბოლოო შედეგები არ არის გამოცხადებული, თუმცა, თუ მისმა პარტიამ გაიმარჯვა, იგი შეეცდება გაერთიანებული სამეფო კიდევ უფრო ერთიანი გახადოს. საყოველთაო არჩევნები დიდ ბრიტანეთში გუშინ გაიმართა. ამომრჩეველმა ბრიტანეთის პარლამენტის 650 წევრი აირჩია. ამას გარდა, მათ ინგლისის 279 ადგილობრივი საბჭოს 9 000-ზე მეტი წევრი და რამდენიმე ქალაქის - ბედფორდის, ლესტერის, მესფილდის, კოუპლენდის, მიდლზბროს და ტერბეის მერები აირჩიეს.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა