გია ჯაჯანიძის შოუში ”სხვა რაკურსით” ცოდვის რაობაზე საუბრობნენ. სტუდიაში მოწვეული სტუმრები - საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები და ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები მამა ანთიმოზთან ერთად საკუთარ აზრსა და დამოკიდებულებას აცნობდნენ მაყურებელს. ერთ-ერთი საკითხის განხილვისას საუბარი სკანდალური თამო ვაშალომიძის ყოფილ საქმიანობას - მედავითნეობას შეეხო, რაზეც მსახიობმა მაკა შალიკაშვილმა სიცილი ვერ შეიკავა.