სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედობის "საიდუმლო" ანუ არავინ იცის, ვის რას უმზადებს ბედი...
დედობის "საიდუმლო" ანუ არავინ იცის, ვის რას უმზადებს ბედი...

"ერთ დღეს ავ­დე­ქი და მო­ძღვარს ვუ­თხა­რი, მინ­და დედა გავ­ხდე-მეთ­ქი. მერე, რას ელო­დე­ბი, გა­თხოვ­დიო. გა­მე­ცი­ნა - მე­ო­რე ნა­ხევ­რის ლო­დინ­ში დრო გა­დის და დე­დო­ბის შან­სიც მცირ­დე­ბა. აი, ნა­ხეთ ჩემი ინ ვიტ­რო ფერ­ტი­ლი­ზა­ცი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვის დას­კვნა, ექი­მე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, - თუ არ იჩ­ქა­რებ, დე­დო­ბას ვე­ღარ შეძ­ლე­ბო, - ვუ­თხა­რი მო­ძღვარს და სა­მე­დი­ცი­ნო ცნო­ბა მი­ვა­წო­დე. წარ­ბშეკ­რულ­მა მკი­თხა, - ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბით აპი­რებ ბავ­შვის გა­ჩე­ნა­სო? დიახ, მა­მაო, მინ­და დედა გავ­ხდე, ეს და­ნა­შა­უ­ლია-მეთ­ქი? მო­ძღვარ­მა მცი­რე პა­უ­ზის შემ­დეგ მი­პა­სუ­ხა, - ნატა, ასე­თი რამ არა­ვის უთ­ქვამს ჩემ­თვის და ამ სა­კი­თხზე ალ­ბათ ამი­ტო­მაც არ მი­ფიქ­რია, მაგ­რამ ძნე­ლია, ქალს უთხრა, - თუ ვერ გა­თხოვ­დე­ბი, დე­დო­ბის სურ­ვი­ლი თა­ვი­დან ამო­იგ­დეო".

მო­ძღვარ­თან ეს დი­ა­ლო­გი სამი წლის წინ ჰქონ­და ნა­ტას. ახლა მას პა­ტა­რა ნი­კო­ლო­ზი ჰყავს, თუმ­ცა ის "სინ­ჯა­რის ბავ­შვი" არ არის. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და ნა­ტას კი­დევ ერთი შვი­ლი ჰყავს, ნი­კო­ლოზ­ზე ცოტა უფ­რო­სი ლუკა, თუმ­ცა, სჯობს ნა­ტას მო­ვუს­მი­ნოთ.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არც გა­რეგ­ნუ­ლად ვარ და­სა­წუ­ნი და არც სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სით, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ვერ ავა­წყვე. მა­ღი­ზი­ა­ნებ­და იმ ბი­ჭე­ბის ყუ­რა­დღე­ბა, ვი­საც ჩემი ქო­ნე­ბა და დე­დი­სერ­თო­ბა იზი­დავ­დათ. ბევ­რი მომ­წო­ნე­ბია გა­რეგ­ნო­ბი­სა და მა­ნე­რე­ბის გამო, მაგ­რამ მათ­თან პი­რის­პირ დარ­ჩე­ნი­ლი მალე ვხვდე­ბო­დი, რომ ის კა­ცე­ბი არ იყ­ვნენ, ვის­თვი­საც შე­იძ­ლე­ბო­და ბედი სა­მუ­და­მოდ და­მე­კავ­ში­რე­ბი­ნა.

მშობ­ლე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სულ მარ­ტო დავ­რჩი. გა­დავ­წყვი­ტე, შვი­ლი გა­მე­ჩი­ნა ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბით. მა­შინ 36 წლის ვი­ყა­ვი. აღ­მოჩ­ნდა, რომ ოც­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა საკ­მა­ოდ ძვი­რი ჯდე­ბო­და. გა­დავ­წყვი­ტე, ფული მო­მეგ­რო­ვე­ბი­ნა. ამ დროს ხომ იცით, რო­გორც ხდე­ბა, ცხოვ­რობ რა­ღაც მიზ­ნის­თვის, აგ­რო­ვებ ფულს, მაგ­რამ გზა­დაგ­ზა სხვა საქ­მე­ე­ბიც გა­მოჩ­ნდე­ბა, რის­თვი­საც ასე­ვე გჭირ­დე­ბა ფული, ამი­ტო­მაც და­ნა­ზოგს აკ­ლებ, მერე ამა­ტებ, თან მარ­ტო­ო­ბა­საც ეჩ­ვე­ვი და სა­კუ­თარ თავს ეკი­თხე­ბი, - იქ­ნებ სჯობს მარ­ტო­ო­ბა. შვი­ლი რომ გა­ა­ჩი­ნო და უცებ რა­ღაც და­გე­მარ­თოს, ვინ მი­ხე­დავს ბავ­შვს?.. მოკ­ლედ, ასე სა­კუ­თარ თავ­თან ბრძო­ლა­ში მა­ინც და­ვაგ­რო­ვე სა­ჭი­რო თან­ხა, მაგ­რამ ამა­სო­ბა­ში წლე­ბიც მო­მე­მა­ტა და ჩემ ორ­გა­ნიზ­მში გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის უნა­რიც ძა­ლი­ან დაქ­ვე­ით­და.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

დედობის "საიდუმლო" ანუ არავინ იცის, ვის რას უმზადებს ბედი...

დედობის "საიდუმლო" ანუ არავინ იცის, ვის რას უმზადებს ბედი...

"ერთ დღეს ავდექი და მოძღვარს ვუთხარი, მინდა დედა გავხდე-მეთქი. მერე, რას ელოდები, გათხოვდიო. გამეცინა - მეორე ნახევრის ლოდინში დრო გადის და დედობის შანსიც მცირდება. აი, ნახეთ ჩემი ინ ვიტრო ფერტილიზაციის ლაბორატორიული გამოკვლევის დასკვნა, ექიმები მეუბნებიან, - თუ არ იჩქარებ, დედობას ვეღარ შეძლებო, - ვუთხარი მოძღვარს და სამედიცინო ცნობა მივაწოდე. წარბშეკრულმა მკითხა, - ხელოვნური განაყოფიერებით აპირებ ბავშვის გაჩენასო? დიახ, მამაო, მინდა დედა გავხდე, ეს დანაშაულია-მეთქი? მოძღვარმა მცირე პაუზის შემდეგ მიპასუხა, - ნატა, ასეთი რამ არავის უთქვამს ჩემთვის და ამ საკითხზე ალბათ ამიტომაც არ მიფიქრია, მაგრამ ძნელია, ქალს უთხრა, - თუ ვერ გათხოვდები, დედობის სურვილი თავიდან ამოიგდეო".

მოძღვართან ეს დიალოგი სამი წლის წინ ჰქონდა ნატას. ახლა მას პატარა ნიკოლოზი ჰყავს, თუმცა ის "სინჯარის ბავშვი" არ არის. გაგიკვირდებათ და ნატას კიდევ ერთი შვილი ჰყავს, ნიკოლოზზე ცოტა უფროსი ლუკა, თუმცა, სჯობს ნატას მოვუსმინოთ.

- მიუხედავად იმისა, რომ არც გარეგნულად ვარ დასაწუნი და არც სოციალური სტატუსით, პირადი ცხოვრება ვერ ავაწყვე. მაღიზიანებდა იმ ბიჭების ყურადღება, ვისაც ჩემი ქონება და დედისერთობა იზიდავდათ. ბევრი მომწონებია გარეგნობისა და მანერების გამო, მაგრამ მათთან პირისპირ დარჩენილი მალე ვხვდებოდი, რომ ის კაცები არ იყვნენ, ვისთვისაც შეიძლებოდა ბედი სამუდამოდ დამეკავშირებინა.

მშობლების გარდაცვალების შემდეგ სულ მარტო დავრჩი. გადავწყვიტე, შვილი გამეჩინა ხელოვნური განაყოფიერებით. მაშინ 36 წლის ვიყავი. აღმოჩნდა, რომ ოცნების განხორციელება საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. გადავწყვიტე, ფული მომეგროვებინა. ამ დროს ხომ იცით, როგორც ხდება, ცხოვრობ რაღაც მიზნისთვის, აგროვებ ფულს, მაგრამ გზადაგზა სხვა საქმეებიც გამოჩნდება, რისთვისაც ასევე გჭირდება ფული, ამიტომაც დანაზოგს აკლებ, მერე ამატებ, თან მარტოობასაც ეჩვევი და საკუთარ თავს ეკითხები, - იქნებ სჯობს მარტოობა. შვილი რომ გააჩინო და უცებ რაღაც დაგემართოს, ვინ მიხედავს ბავშვს?.. მოკლედ, ასე საკუთარ თავთან ბრძოლაში მაინც დავაგროვე საჭირო თანხა, მაგრამ ამასობაში წლებიც მომემატა და ჩემ ორგანიზმში განაყოფიერების უნარიც ძალიან დაქვეითდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია