სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა პარლამენტში სპორტის, განთლებისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს სხდომაზე შეკითხვების დასმის შესაძლებლობა არ მიეცათ, რასაც ხმაური მოჰყვა.
უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა სერგო რატიანს სიტყვით გამოსვლის დასრულების საშუალება არ მისცა და განაცხადა, რომ უმცირესობის წევრი დროის გაყვანას ცდილობს.
პაპუაშვილმა სერგო რატიანს მიკროფონი გამოურთო, რასაც სხდომაზე ხმაური მოჰყვა. უმცირესობის დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.