თამუნა ვაშალომიძე ჟურნალისტებისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ამჯერად, მოდელმა MERCEDES BENZ FASHION DAYS TBILISI -ზე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. ისევე, როგორც რამდენიმე კვირის წინ, თამუნა ხალხის წინაშე საცვლების გარეშე წარსდგა. თუმცა, წინა ეპატაჟურ გამოსვლასთან შედარებით, ახალი სამოსი კიდევ უფრო "ღია" აღმოჩნდა.
მისმა სამოსმა ელვისებური სისწრაფით მიიქცია ყურადღება. გულახდილი კაბა ხაზს უსვამდა თამუნას ქალურ ფორმებს. ინტერნეტსაიტებსა და მოდის ჟურნალებს თვალს თუ გადაავლებთ, ამ კაბის ანალოგს "გოტიეს" ერთ-ერთ კოლექციაში იხილავთ.