TOP 15 ქვეყანა, საიდანაც ტურისტები საქართველოში ჩამოდიან

TOP 15 ქვეყანა, საიდანაც ტურისტები საქართველოში ჩამოდიან

ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად, თბილისის ქუჩებში ტურისტების რაოდენობამაც იმატა. Ambebi.ge დაინტერესდა, რომელი ქვეყნებიდან ჭარბობენ ქვეყანაში შემოსული ტურისტები. გთავაზობთ იმ 15 ქვეყნის ჩამონათვალს, საიდანაც ტურისტები ყველაზე ხშირად ჩამოდიან.

სიის პირველ ადგილებს მეზობელი ქვეყნები - აზერბაიჯანი, თურქეთი და სომხეთი იკავებენ, მათ მოჰყვება რუსეთი და უკრაინა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2015 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კი სრული სია ასეთია:

1. აზერბაიჯანი

2. თურქეთი

3. სომხეთი

4. რუსეთი

5. უკრაინა

6. გერმანია

7. ყაზახეთი

8. აშშ

9. პოლონეთი

10. ირანი

11. გაერთიანებული სამეფო

12. ბელორუსი

13. საბერძნეთი

14. ისრაელი

15. ლიტვა

ტურისტების რაოდენობას არ უჩივიან დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში მდებარე ბარ-რესტორნები, იქ სადაც ტურისტული ზონებია, მაგალითად შარდენზე, ლესელიძეზე, რუსთაველზე და აღმაშენებელზე. მათი თქმით, დოლარის კურსის აწევამ იმოქმედა ფასებზე, თუმცა ჯერჯერობით, ტურისტების ნაკლებობა არ შეინიშნება.

თავად ტურისტების თქმით, მათთვის ფასები მისაღებია და საქართველოც ძალიან მოსწონთ. Ambebi.ge რუს და უკრაინელ ტურისტებს გაესაუბრა.

"ფასები მისაღებია ჩვენთვის, თუმცა დედაქალაქში უფრო მაღალი ფასებია, ვიდრე სხვა ქალაქებში. მაგალითად, სასმელი და საკვები სხვა ქალაქებში უფრო იაფია, ვიდრე აქ. სასტუმროსაც ვარჩევთ, ზოგი ძვირია, ბინის ტიპის სასტუმროები კი შედარებით იაფი. ქვეყანა კი ძალიან მოგვწონს, ხალხი ყურადღებიანი და სტუმართმოყვარეა", - ამბობს ტურისტი Ambebi.ge-სთან საუბრისას.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია