იტალიელმა გამომძიებლებმა გამოიყენეს ტურინული სუდარა, რომელიც ქრისტეს სამოსად ითვლება, იმისათვის, რომ შეექმნათ ფოტორობოტი, თუ როგორი იქნებოდა იესო ქრისტე ბავშვობაში.
პოლიციამ ფოტო სუდარაზე გამოსახული სახის ნაკვთების მიხედვით შექმნა. მათ გამოიყენეს უკუზრდის პროცესი, რაც ყბების დაპატარავებაში, ნიკაპის აწევაში და სხვადასხვა ტექნიკაში მდგომარეობს, რაც ზრდასრული ადამიანის ბავშვობის იერის აღდგენის საშუალებას იძლევა.
რაც შეეხება სუდარას, მისი ავთენტურობა სამეცნიერო წრეებში ცხარე კამათის საგანი გახლავთ. ვატიკანის მიერ ის აღიარებულია როგორც მნიშვნელოვანი რელიქვია, მაგრამ რომაულ კათოლიკურ ეკლესიას არასოდეს დაუდასტურებია, რომ მასზე გამოსახული ჰაბიტუსი ქრისტეს ეკუთვნის. იტალიის პოლიციის თანამშრომლებმა სავარაუდოდ, გამოიყენეს პროგრამა, რომლითაც კრიმინალების ფოტორობოტებს ქმნიან.
მომზადებულია christianpost.com-ს მიხედვით.