დედამიწას ასტეროიდი უახლოვდება

დედამიწას ასტეროიდი უახლოვდება

დედამიწას ასტეროიდი უახლოვდება. თუმცა, ჩვენ პლანეტასთან მისი შეჯახების შანსი საკმაოდ დაბალია. ახალი სავარაუდო საფრთხის შესახებ ტეხასის უნივერსიტეტის თანამშრომელმა, ასტრონომმა ჯუდით რისმა განაცხადა.

მისი გამოთვლით ასტეროიდი "2012 ТС4" ჩვენ პლანეტას მაქსიმალურად 2017 წლის 12 ოქტომბრისთვის მოუახლოვდება და ჰიპოთეტურად შესაძლოა, შეეჯახოს კიდეც.

ციური სხეულის დიამეტრი 40 მეტრს შეადგენს, რომელიც ამჟამად ჩვენი პლანეტიდან 95 ათასი კილომეტრით არის დაშორებული. იმ შემთხვევაში, თუ ასტეროიდი დედამიწას შეეჯახება, ნგრევა იმაზე რამდენჯერმე დიდი იქნება, ვიდრე ეს 2013 წელს ჩელიაბინსკში მეტეორის ჩამოვარდნას მოჰყვა.

მეცნიერების განცხადებით, საპანიკო არაფერია, რადგან ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების შანსი მილიონში ერთია.

"ინტერპრესნიუსი"

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს