სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით სერგეენკო - შესაძლოა, საყოველთაო ჯანდაცვის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას აქვს ადგილი
დავით სერგეენკო - შესაძლოა, საყოველთაო ჯანდაცვის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას აქვს ადგილი

"შე­საძ­ლოა, ად­გი­ლი აქვს მი­ზან­მი­მარ­თულ ქმე­დე­ბებს, რო­მე­ლიც სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი", - ამის შე­სა­ხებ და­ვით სერ­გე­ენ­კომ სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი კლი­ნი­კე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

შეხ­ვედ­რის მთა­ვა­რი თემა კლი­ნი­კე­ბის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა იყო. შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი კლი­ნი­კე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში არი­ან რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლე­ბი.

რო­გორც შეხ­ვედ­რა­ზე ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ გა­ნა­ცხა­და, ჯან­დაც­ვის სა­ყო­ველ­თაო პროგ­რა­მის ამოქ­მე­დე­ბი­დან დღემ­დე სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის წი­ნა­შე არ­სე­ბულ ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ას­რუ­ლებს სა­ხელ­მწი­ფო.

"კლი­ნი­კებს პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა ყო­ველ­თვი­უ­რად დად­გე­ნი­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, დაგ­ვი­ა­ნე­ბის გა­რე­შე ერი­ცხე­ბათ. დად­გე­ნი­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით სა­მი­ნის­ტროს შე­უძ­ლია სა­ბუ­თე­ბი წარ­მოდ­გე­ნი­დან მაქ­სი­მუმ 45 სა­მუ­შაო დღის ვა­და­ში გა­და­უ­რი­ცხოს მათ კუთ­ვნი­ლი თან­ხა. თუმ­ცა უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში თან­ხის გა­და­რი­ცხვას სა­მი­ნის­ტრო მაქ­სი­მა­ლურ დრო­ზე გა­ცი­ლე­ბით ადრე ახ­დენს", - გა­ნა­ცხა­და შეხ­ვედ­რა­ზე და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

ამას­თან, სერ­გე­ენ­კოს თქმით, შე­საძ­ლოა, ად­გი­ლი აქვს მი­ზან­მი­მარ­თულ ქმე­დე­ბებს, რო­მე­ლიც სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი.

და­ვით სერ­გე­ენ­კომ შეხ­ვედ­რა­ზე ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა იმ ფაქ­ტზეც, რომ და­ვა­ლი­ა­ნე­ბე­ბი, რა­ზეც კლი­ნი­კე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი სა­უბ­რო­ბენ, 2012 წლამ­დე არის წარ­მო­შო­ბი­ლი, მა­შინ, რო­დე­საც კლი­ნი­კებს კერ­ძო სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბი უხ­დიდ­ნენ თან­ხებს.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა­ში 298 კლი­ნი­კაა ჩარ­თუ­ლი. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით კლი­ნი­კე­ბის­თვის სულ 597 179 028 ლა­რია გა­და­რი­ცხუ­ლი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

დავით სერგეენკო - შესაძლოა, საყოველთაო ჯანდაცვის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას აქვს ადგილი

დავით სერგეენკო - შესაძლოა, საყოველთაო ჯანდაცვის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას აქვს ადგილი

"შესაძლოა, ადგილი აქვს მიზანმიმართულ ქმედებებს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული", - ამის შესახებ დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრის მთავარი თემა კლინიკების წინაშე არსებული პრობლემები და პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურება იყო. შეხვედრას ესწრებოდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების წარმომადგენლები, რომლებიც თბილისში არიან რეგისტრირებულები.

როგორც შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების წინაშე არსებულ ყველა ვალდებულებას ასრულებს სახელმწიფო.

"კლინიკებს პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურება ყოველთვიურად დადგენილების პირობების მიხედვით, დაგვიანების გარეშე ერიცხებათ. დადგენილების პირობების მიხედვით სამინისტროს შეუძლია საბუთები წარმოდგენიდან მაქსიმუმ 45 სამუშაო დღის ვადაში გადაურიცხოს მათ კუთვნილი თანხა. თუმცა უმრავლეს შემთხვევაში თანხის გადარიცხვას სამინისტრო მაქსიმალურ დროზე გაცილებით ადრე ახდენს", - განაცხადა შეხვედრაზე დავით სერგეენკომ.

ამასთან, სერგეენკოს თქმით, შესაძლოა, ადგილი აქვს მიზანმიმართულ ქმედებებს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

დავით სერგეენკომ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ დავალიანებები, რაზეც კლინიკების ხელმძღვანელები საუბრობენ, 2012 წლამდე არის წარმოშობილი, მაშინ, როდესაც კლინიკებს კერძო სადაზღვევო კომპანიები უხდიდნენ თანხებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში 298 კლინიკაა ჩართული. დღეის მდგომარეობით კლინიკებისთვის სულ 597 179 028 ლარია გადარიცხული.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."