პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეჩვეული ვარ, რომ ასეთი მამა მყავს" - გია ჯაჯანიძის ქალიშვილის გულახდილი ინტერვიუ
"შეჩვეული ვარ, რომ ასეთი მამა მყავს" - გია ჯაჯანიძის ქალიშვილის გულახდილი ინტერვიუ

ნინო ჯა­ჯა­ნი­ძე 29 წლის არის, პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლი­ტია, რო­გორც ამ­ბობს, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბაც აქვს, თუმ­ცა "ტვ 3" და­ი­ხუ­რა (სა­დაც ბო­ლოს მუ­შა­ობ­და) და ახლა სახ­ლშია. ჰყავს მე­უღ­ლე და სამი წლის ალექ­სან­დრე.

შე­საძ­ლოა უკვე მიხ­ვდით კი­დეც, ვის­ზეც არის სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ მათ, ვინც ამას ვერ მიხ­ვდა, ვე­ტყვი, რომ ნინო გია ჯა­ჯა­ნი­ძის უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლია და ფიქ­რობს, თა­ვის არა­ო­დი­ნა­რულ მა­მას რა­ღა­ცით თა­ვა­დაც ჰგავს, რად­გა­ნაც მა­მის მსგავ­სად, ხან­და­ხან სა­კუ­თარ თავ­ში უც­ნა­ურ თვი­სე­ბებს აღ­მო­ა­ჩენს ხოლ­მე.

- სკან­და­ლუ­რი, ეპა­ტა­ჟუ­რი, არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის შვი­ლი ხარ. რას ნიშ­ნავს ეს შენ­თვის?

- რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, მარ­თლა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია და მე მას ბავ­შვო­ბი­დან ასეთს ვუ­ყუ­რებ, ამი­ტომ ჩემ­თვის სი­ახ­ლე და გა­საკ­ვი­რი ამა­ში არა­ფე­რია. შეჩ­ვე­უ­ლი ვარ, რომ ასე­თი მამა მყავს. ამას­თან, მომსწონს კი­დეც, რომ არას­ტან­დარ­ტუ­ლია და არაფ­რით ჰგავს სხვე­ბის მა­მებს...

ალ­ბათ, ისიც იშ­ვი­ა­თია, რომ შვი­ლის მშო­ბი­ა­რო­ბას მამა და­ეს­წრე­ბა, არა? ჰოდა, პა­ტა­რა ალექ­სან­დრე რომ გა­ვა­ჩი­ნე, გია ჩემ გვერ­დით იყო და მამ­ხნე­ვებ­და, ძა­ლას და ენერ­გი­ას მმა­ტებ­და...

- მე­უღ­ლე სად იყო?

- თა­ვი­დან ის შე­მო­ვი­და, მაგ­რამ ჩემს სა­ში­ნელ ტკი­ვილ­სა და ემო­ცი­ურ გან­ცდებს ვერ გა­უძ­ლო და გა­ვი­და. მერე ვი­თხო­ვე, - მამა შე­მო­სუ­ლი­ყო. ტკი­ვი­ლის­გან რომ ვყვი­რო­დი, მე­ჩხუ­ბე­ბო­და, - ხომ გე­უბ­ნე­ბო­დი და იცო­დი, რომ გა­თხოვ­დე­ბო­დი, რა გე­ლო­დაო... მერე ტკი­ვი­ლი ცოტა რომ მი­ნელ­დე­ბო­და და ამო­სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­და, ორი­ვე ერ­თად ვი­ცი­ნო­დით... კი მიყ­ვი­რო­და, მე­ჩხუ­ბე­ბო­და, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად მა­ინც მშვი­დად იყო და ეს მეც მამ­შვი­დებ­და.

ბლოკ­ში რომ გა­და­მიყ­ვა­ნეს, იქაც შე­მო­ვი­და, ექი­მი გა­ო­ცე­ბუ­ლი უყუ­რებ­და და გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ამ­ბობ­და, ჩემი შვი­ლის მშო­ბი­ა­რო­ბას რო­გორ უნდა და­ვეს­წრო, არც კი ვი­ციო?!

- დე­და­ზე რას გვე­ტყვი. ვინ არის ის?

- დე­და­ჩე­მი - ნანა ჯინ­ჭა­რა­ძე ჭი­ა­თუ­რის თე­ატ­რის მოქ­მე­დი მსა­ხი­ო­ბია. თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი რომ და­ამ­თავ­რა, ჭი­ა­თუ­რა­ში ჩა­ვი­და (იქ გა­ა­ნა­წი­ლეს) და მას მერე იქ ცხოვ­რობს. მეც იქ გა­ვი­ზარ­დე და სკო­ლაც იმე­რეთ­ში და­ვამ­თავ­რე. შემ­დეგ თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დი და ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე.

- რამ­დე­ნი ხანი იყ­ვნენ შენი მშობ­ლე­ბი ერ­თად?

- ჩემი მშობ­ლე­ბი რო­დის და­შორ­დნენ, არც ვიცი, რად­გან ისე გა­ვი­ზარ­დე, რომ ეს არც მიგ­რძვნია. მარ­თლა არ ვიცი, ეს რო­დის მოხ­და, ან რა­ტომ, რა მი­ზე­ზით. ამას არც დე­და­ჩემს ვე­კი­თხე­ბი და არც - მა­მა­ჩემს. არას­დროს მიგ­რძვნია მათი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ცუდი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. მერე უბ­რა­ლოდ, როცა გა­ვი­ზარ­დე და გა­ვი­გე, რომ ქალ­სა და მა­მა­კაცს შო­რის სხვა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც არ­სე­ბობს, მივ­ხვდი, რომ ერ­თად არ იყ­ვნენ.

მათ ახ­ლაც კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ, ასე­ვე ნა­თი­ას დე­დას­თა­ნაც (გიას უფ­რო­სი შვი­ლი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი მე­უღ­ლის­გან ჰყავს. - ავტ.) და რე­ჟი­სორ მა­რი­ნა ხო­ნე­ლი­ძეს­თა­ნაც (მა­მა­ჩე­მის მე­სა­მე ცოლი).

- მე­ო­თხეს მოყ­ვა­ნა­საც აპი­რებს. რას იტყვი ამა­ზე?

- როცა ამას ამ­ბობს, ვფიქ­რობ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­იყ­ვა­ნოს. რა­ტო­მაც არა, მაგ­რამ ისე­თი ადა­მი­ა­ნია, რომ მგო­ნია, ცოლი არ უნდა ჰყავ­დეს. თა­ვი­სუ­ფა­ლია, შე­ზღუდ­ვე­ბი არ უყ­ვარს. თუმ­ცა თუ მო­იყ­ვანს, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბა. არ მინ­და, მარ­ტო იყოს...

- შენ და ნა­თი­ას რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ?

- კარ­გი და ესეც იმან გა­ნა­პი­რო­ბა, რომ ზა­ფხუ­ლო­ბით მა­მა­ჩემს ჭი­ა­თუ­რა­ში ჩა­მოჰ­ყავ­და, ანუ ბავ­შვო­ბი­დან გვაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. როცა თბი­ლის­ში ჩა­მოვ­დი­ო­დი, მა­შინ გიას მივ­ყავ­დი ნა­თი­ას­თან და დე­და­მის­თან. მათ­თან ვრჩე­ბო­დი. რაც გა­ვი­ზარ­დეთ და წლე­ბი მოგ­ვე­მა­ტა, ახლა უკვე მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და. მას ორი შვი­ლი ჰყავს.

- გიას ახა­ლი ხმა­უ­რი­ა­ნი და სკან­და­ლუ­რი შოუ მიჰ­ყავს. თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ვიცი, რომ ცოტა აქვს. ალ­ბათ იშ­ვი­ა­თად ნა­ხუ­ლობთ ერ­თმა­ნეთს.

- კი, დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მის გამო ჩვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ვერ ახერ­ხებს. ადრე უფრო ხში­რად მივ­დი­ო­დით მას­თან, ან თვი­თონ მო­დი­ო­და ჩვენ­თან. ახლა ამ და­კა­ვე­ბუ­ლო­ბის გამო სახ­ლში არ არის, რომ მი­ვი­დე და ვნა­ხო. როცა ვუ­რე­კავ და ვე­უბ­ნე­ბი, თუ სახ­ლში ხარ, მო­ვალთ-მეთ­ქი, მპა­სუ­ხობს: მოდი, ოღონდ, მალე წადი. როცა მივ­დი­ვართ, ვიბ­რძვით, რომ მას­თან რაც შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს დავ­რჩეთ (იცი­ნის).

- სურპრი­ზებს არ გი­კე­თებთ?

- კი, რო­გორ არა. ვთქვათ, უცხო­ე­თი­დან სა­ჩუ­ქა­რი ჩა­მოგ­ვი­ტა­ნა, თვი­თონ არ გად­მოგ­ვცემს, ბე­ბი­ას­თან ტო­ვებს. მერე ბებო მი­რე­კავს და მე­უბ­ნე­ბა, - გიამ რა­ღაც და­გი­ტო­ვა, მოდი და წა­ი­ღეო...

- რო­დე­საც ვი­ღა­ცე­ბი მას უარ­ყო­ფი­თად აფა­სე­ბენ, რას გა­ნიც­დი?

- ვიცი, რომ ნე­გა­ტი­უ­რი აზრი არ­სე­ბობს, რად­გა­ნაც ადა­მი­ა­ნი ზო­გა­დად ყვე­ლას ვერ მო­ე­წო­ნე­ბა, მაგ­რამ იმას არას­დროს შევ­სწრე­ბი­ვარ, რომ ჩემ­თვის პი­რა­დად რა­ი­მე ეთ­ქვათ. მხო­ლოდ ორი შემ­თხვე­ვა იყო ასე­თი: უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პირ­ველ ლექ­ცი­ა­ზე რომ მი­ვე­დი, გვერ­დით გოგო მე­უბ­ნე­ბო­და სხვა გო­გო­ზე, - ეს იცი, ვინ არის? გია ჯა­ჯა­ნი­ძის შვი­ლი­აო. ვინ გია ჯა­ჯ­ნი­ძის-მეთ­ქი? ვკი­თხე, ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ ვი­ღაც კი­დევ არის გია ჯა­ჯა­ნი­ძე-მეთ­ქი. იმ პე­რი­ოდ­ში მა­მა­ჩე­მი "პირ­ველ არხზე" მუ­შა­ობ­და. მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რომ რა­ღაც ცუ­დის თქმას აპი­რებ­და. უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ობ­ში რომ არ ჩა­ვარ­დნი­ლი­ყო, სი­ტყვის თქმა აღარ ვა­ცა­ლე და ვუ­თხა­რი, რომ მე ვარ გიას შვი­ლი-მეთ­ქი. არ და­ი­ჯე­რა სა­ნამ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა არ ვაჩ­ვე­ნე. მე­ო­რე­დაც ერთი პი­როვ­ნე­ბა უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩავ­რდნას გა­და­ვარ­ჩი­ნე. რა­ღა­ცე­ბის თქმას აპი­რებ­და და ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ვე­ცი...

- შენს აზრს გია თუ ით­ვა­ლის­წი­ნებს?

- მას­თან სტუ­დენ­ტო­ბი­სას რომ ვცხოვ­რობ­დი, ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და, რო­დე­საც სად­მე მი­დი­ო­და და მე მე­კი­თხე­ბო­და, ამ ფეხ­საც­მელს ვთქვათ, რო­მე­ლი შარ­ვა­ლი მო­უხ­დე­ბო­და. ჩემი რჩე­ვა ხში­რად გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბია. ისე კი, პი­რი­ქით, რჩე­ვებს აქეთ გვაძ­ლევს ხოლ­მე.

- თა­ვის სკან­და­ლურ გა­და­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ფერს ეუბ­ნე­ბი?

- ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ და პრო­ფე­სი­უ­ლად რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ და უკვე ეთერ­ში გა­სულ გა­და­ცე­მას გან­ვი­ხი­ლავთ, ვე­უბ­ნე­ბი, რომ ახლა ეს ჯობ­და, ან ეს-მეთ­ქი (ანუ რა მო­მე­წო­ნა და რა - არა). მი­ხა­რია, რომ რა­საც ვე­უბ­ნე­ბი, ვხვდე­ბი და ვგრძნობ, რომ იმას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

- გა­და­ცე­მა­ში ზოგ­ჯერ ისე­თი თემა აქვთ, რომ მა­ყუ­რებ­ლის უარ­ყო­ფით ემო­ცი­ას იწ­ვევს...

- ქალ­ბა­ტონ­მა მა­ი­ამ, პრო­ექ­ტის პრო­დი­უ­სერ­მა თქვა - შო­უ­ში მზად­დე­ბა ის თემა, რა­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი უკ­ვე­თავს. 80 პრო­ცენტს ასე­თი გა­და­ცე­მე­ბი ალ­ბათ, აინ­ტერ­სებს, არ ვიცი. ფაქ­ტია, რომ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი აქვს მათ შოუს. თუმ­ცა ბევ­რი ისე­თი თე­მაც ჰქო­ნი­ათ, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლი, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ მას­ზე ნაკ­ლე­ბი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ყო­ფი­ლა...

- რო­გორ გგო­ნია, გავ­ხარ მა­მას?

- გა­რეგ­ნუ­ლად ძა­ლი­ან არ ვგა­ვარ, მაგ­რამ ხა­სი­ა­თებ­ში ცოტა უც­ნა­უ­რო­ბა მეც მაქვს (იცი­ნის)...

- შენც ისე­ვე იმო­სე­ბი ხოლ­მე?

- მინ­და, მაგ­რამ არ გა­მომ­დის (იცი­ნის)...

- გია თა­ვის ასაკს ხში­რად უს­ვამს ხაზს. იმა­საც ამ­ბობს, რომ არის ბა­ბუა. რას იტყვი, რო­გო­რი ბა­ბუაა?

- მგო­ნია, რომ ბავ­შვებ­თან სა­კუ­თა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რა­ღაც არ უნდა, რომ ბო­ლომ­დე გა­მო­ხა­ტოს, თუნ­დაც, რომ ეთა­მა­შოს... რო­დე­საც მას­თან სახ­ლში მივ­დი­ვართ, ხომ იცით, რო­გო­რი სახ­ლიც აქვს, პა­ტა­რებ­მა რა­ი­მე რომ არ გა­ტე­ხონ, და­ა­ზი­ა­ნონ, ეუბ­ნე­ბა, ეს არ გა­ა­ფუ­ჭოთ, გა­და­ვი­რე­ვიო. არა­და, ასე რომ მოხ­დეს, არა მგო­ნია, მარ­თლა გა­და­ი­რი­ოს.

- გია მსა­ხი­ო­ბიც არის, რე­ჟი­სო­რიც, ფსი­ქო­ლო­გიც, ამი­ტომ ლა­ვი­რე­ბა შე­უძ­ლია. ამის გამო ბევ­რი ამ­ბობს, რომ ის ხში­რად თა­მა­შობს და რე­ა­ლუ­რად კი სხვა ტი­პია.

- რე­ა­ლუ­რად ისე­თია, რო­გორ­საც იც­ნო­ბენ. თუ სად­მე უც­ნა­უ­რად ჩაც­მუ­ლი მი­დის, ამას იმით ხსნის, რომ იმ სი­ტუ­ა­ცი­ის­თვის ასე იყო სა­ჭი­როო. თუმ­ცა, ალ­ბათ, თქვენც გი­ნა­ხავთ კლა­სი­კუ­რად ჩაც­მუ­ლი გია...

მისი ერთი თვი­სე­ბაც გა­მახ­სენ­და: სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში როცა მას­თან ვცხოვ­რობ­დი, თვი­თო­ნაც ჩა­ა­ბა­რა ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე, ჰოდა, მე მა­კი­თხებ­და თა­ვის კონ­სპექ­ტებს ხმა­მაღ­ლა, ანუ იმას, რაც სას­წავ­ლი ჰქონ­და. შოკ­ში ვი­ყა­ვი, ნერ­ვე­ბი მეშ­ლე­ბო­და...

- გტან­ჯავ­და?..

- (იცი­ნის) კი. თან, არ მე­უბ­ნე­ბო­და, ამას რა­ტომ აკე­თებ­და. დრო რომ გა­ვი­და, მივ­ხვდი, ჩემ­თვი­საც აკე­თებ­და, რად­გა­ნაც მეც მქონ­და ფი­ლო­სო­ფი­ა­ში გა­მოც­და და რა­საც ვუ­კი­თხავ­დი, იქი­დან მერე მა­სა­ლა მეც გა­მო­მად­გა. ასე­თი რა­ღა­ცე­ბი ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე, მერე კი ხვდე­ბი, რომ ყვე­ლა­ფე­რი - კარ­გიც და იმ წუთ­ში უსი­ა­მოვ­ნოც შენს სა­სარ­გებ­ლოდ გა­ა­კე­თა...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"შეჩვეული ვარ, რომ ასეთი მამა მყავს" - გია ჯაჯანიძის ქალიშვილის გულახდილი ინტერვიუ

"შეჩვეული ვარ, რომ ასეთი მამა მყავს" - გია ჯაჯანიძის ქალიშვილის გულახდილი ინტერვიუ

ნინო ჯაჯანიძე 29 წლის არის, პროფესიით ჟურნალიტია, როგორც ამბობს, ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, თუმცა "ტვ 3" დაიხურა (სადაც ბოლოს მუშაობდა) და ახლა სახლშია. ჰყავს მეუღლე და სამი წლის ალექსანდრე.

შესაძლოა უკვე მიხვდით კიდეც, ვისზეც არის საუბარი, მაგრამ მათ, ვინც ამას ვერ მიხვდა, ვეტყვი, რომ ნინო გია ჯაჯანიძის უმცროსი ქალიშვილია და ფიქრობს, თავის არაოდინარულ მამას რაღაცით თავადაც ჰგავს, რადგანაც მამის მსგავსად, ხანდახან საკუთარ თავში უცნაურ თვისებებს აღმოაჩენს ხოლმე.

- სკანდალური, ეპატაჟური, არაორდინარული ადამიანის შვილი ხარ. რას ნიშნავს ეს შენთვის?

- როგორც აღნიშნეთ, მართლა განსხვავებული ადამიანია და მე მას ბავშვობიდან ასეთს ვუყურებ, ამიტომ ჩემთვის სიახლე და გასაკვირი ამაში არაფერია. შეჩვეული ვარ, რომ ასეთი მამა მყავს. ამასთან, მომსწონს კიდეც, რომ არასტანდარტულია და არაფრით ჰგავს სხვების მამებს...

ალბათ, ისიც იშვიათია, რომ შვილის მშობიარობას მამა დაესწრება, არა? ჰოდა, პატარა ალექსანდრე რომ გავაჩინე, გია ჩემ გვერდით იყო და მამხნევებდა, ძალას და ენერგიას მმატებდა...

- მეუღლე სად იყო?

- თავიდან ის შემოვიდა, მაგრამ ჩემს საშინელ ტკივილსა და ემოციურ განცდებს ვერ გაუძლო და გავიდა. მერე ვითხოვე, - მამა შემოსულიყო. ტკივილისგან რომ ვყვიროდი, მეჩხუბებოდა, - ხომ გეუბნებოდი და იცოდი, რომ გათხოვდებოდი, რა გელოდაო... მერე ტკივილი ცოტა რომ მინელდებოდა და ამოსუნთქვის საშუალება მქონდა, ორივე ერთად ვიცინოდით... კი მიყვიროდა, მეჩხუბებოდა, მაგრამ შინაგანად მაინც მშვიდად იყო და ეს მეც მამშვიდებდა.

ბლოკში რომ გადამიყვანეს, იქაც შემოვიდა, ექიმი გაოცებული უყურებდა და გაკვირვებული ამბობდა, ჩემი შვილის მშობიარობას როგორ უნდა დავესწრო, არც კი ვიციო?!

- დედაზე რას გვეტყვი. ვინ არის ის?

- დედაჩემი - ნანა ჯინჭარაძე ჭიათურის თეატრის მოქმედი მსახიობია. თეატრალური ინსტიტუტი რომ დაამთავრა, ჭიათურაში ჩავიდა (იქ გაანაწილეს) და მას მერე იქ ცხოვრობს. მეც იქ გავიზარდე და სკოლაც იმერეთში დავამთავრე. შემდეგ თბილისში ჩამოვედი და ჯავახიშვილში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე.

- რამდენი ხანი იყვნენ შენი მშობლები ერთად?

- ჩემი მშობლები როდის დაშორდნენ, არც ვიცი, რადგან ისე გავიზარდე, რომ ეს არც მიგრძვნია. მართლა არ ვიცი, ეს როდის მოხდა, ან რატომ, რა მიზეზით. ამას არც დედაჩემს ვეკითხები და არც - მამაჩემს. არასდროს მიგრძვნია მათი ერთმანეთის მიმართ ცუდი დამოკიდებულება. მერე უბრალოდ, როცა გავიზარდე და გავიგე, რომ ქალსა და მამაკაცს შორის სხვა ურთიერთობებიც არსებობს, მივხვდი, რომ ერთად არ იყვნენ.

მათ ახლაც კარგი ურთიერთობა აქვთ, ასევე ნათიას დედასთანაც (გიას უფროსი შვილი, რომელიც პირველი მეუღლისგან ჰყავს. - ავტ.) და რეჟისორ მარინა ხონელიძესთანაც (მამაჩემის მესამე ცოლი).

- მეოთხეს მოყვანასაც აპირებს. რას იტყვი ამაზე?

- როცა ამას ამბობს, ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა მოიყვანოს. რატომაც არა, მაგრამ ისეთი ადამიანია, რომ მგონია, ცოლი არ უნდა ჰყავდეს. თავისუფალია, შეზღუდვები არ უყვარს. თუმცა თუ მოიყვანს, ძალიან გამიხარდება. არ მინდა, მარტო იყოს...

- შენ და ნათიას როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- კარგი და ესეც იმან განაპირობა, რომ ზაფხულობით მამაჩემს ჭიათურაში ჩამოჰყავდა, ანუ ბავშვობიდან გვაქვს ურთიერთობა. როცა თბილისში ჩამოვდიოდი, მაშინ გიას მივყავდი ნათიასთან და დედამისთან. მათთან ვრჩებოდი. რაც გავიზარდეთ და წლები მოგვემატა, ახლა უკვე მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მას ორი შვილი ჰყავს.

- გიას ახალი ხმაურიანი და სკანდალური შოუ მიჰყავს. თავისუფალი დრო ვიცი, რომ ცოტა აქვს. ალბათ იშვიათად ნახულობთ ერთმანეთს.

- კი, დატვირთული რეჟიმის გამო ჩვენთან ურთიერთობას ვერ ახერხებს. ადრე უფრო ხშირად მივდიოდით მასთან, ან თვითონ მოდიოდა ჩვენთან. ახლა ამ დაკავებულობის გამო სახლში არ არის, რომ მივიდე და ვნახო. როცა ვურეკავ და ვეუბნები, თუ სახლში ხარ, მოვალთ-მეთქი, მპასუხობს: მოდი, ოღონდ, მალე წადი. როცა მივდივართ, ვიბრძვით, რომ მასთან რაც შეიძლება დიდხანს დავრჩეთ (იცინის).

- სურპრიზებს არ გიკეთებთ?

- კი, როგორ არა. ვთქვათ, უცხოეთიდან საჩუქარი ჩამოგვიტანა, თვითონ არ გადმოგვცემს, ბებიასთან ტოვებს. მერე ბებო მირეკავს და მეუბნება, - გიამ რაღაც დაგიტოვა, მოდი და წაიღეო...

- როდესაც ვიღაცები მას უარყოფითად აფასებენ, რას განიცდი?

- ვიცი, რომ ნეგატიური აზრი არსებობს, რადგანაც ადამიანი ზოგადად ყველას ვერ მოეწონება, მაგრამ იმას არასდროს შევსწრებივარ, რომ ჩემთვის პირადად რაიმე ეთქვათ. მხოლოდ ორი შემთხვევა იყო ასეთი: უნივერსიტეტში პირველ ლექციაზე რომ მივედი, გვერდით გოგო მეუბნებოდა სხვა გოგოზე, - ეს იცი, ვინ არის? გია ჯაჯანიძის შვილიაო. ვინ გია ჯაჯნიძის-მეთქი? ვკითხე, ვიფიქრე, ალბათ ვიღაც კიდევ არის გია ჯაჯანიძე-მეთქი. იმ პერიოდში მამაჩემი "პირველ არხზე" მუშაობდა. მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც ცუდის თქმას აპირებდა. უხერხულ მდგომარეობში რომ არ ჩავარდნილიყო, სიტყვის თქმა აღარ ვაცალე და ვუთხარი, რომ მე ვარ გიას შვილი-მეთქი. არ დაიჯერა სანამ პირადობის მოწმობა არ ვაჩვენე. მეორედაც ერთი პიროვნება უხერხულ მდგომარეობაში ჩავრდნას გადავარჩინე. რაღაცების თქმას აპირებდა და ამის საშუალება არ მივეცი...

- შენს აზრს გია თუ ითვალისწინებს?

- მასთან სტუდენტობისას რომ ვცხოვრობდი, ძალიან მიხაროდა, როდესაც სადმე მიდიოდა და მე მეკითხებოდა, ამ ფეხსაცმელს ვთქვათ, რომელი შარვალი მოუხდებოდა. ჩემი რჩევა ხშირად გაუთვალისწინებია. ისე კი, პირიქით, რჩევებს აქეთ გვაძლევს ხოლმე.

- თავის სკანდალურ გადაცემასთან დაკავშირებით არაფერს ეუბნები?

- ჟურნალისტი ვარ და პროფესიულად როდესაც ვსაუბრობთ და უკვე ეთერში გასულ გადაცემას განვიხილავთ, ვეუბნები, რომ ახლა ეს ჯობდა, ან ეს-მეთქი (ანუ რა მომეწონა და რა - არა). მიხარია, რომ რასაც ვეუბნები, ვხვდები და ვგრძნობ, რომ იმას ითვალისწინებს.

- გადაცემაში ზოგჯერ ისეთი თემა აქვთ, რომ მაყურებლის უარყოფით ემოციას იწვევს...

- ქალბატონმა მაიამ, პროექტის პროდიუსერმა თქვა - შოუში მზადდება ის თემა, რასაც მაყურებელი უკვეთავს. 80 პროცენტს ასეთი გადაცემები ალბათ, აინტერსებს, არ ვიცი. ფაქტია, რომ ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს მათ შოუს. თუმცა ბევრი ისეთი თემაც ჰქონიათ, რომელიც ძალიან დახვეწილი, გემოვნებიანი ყოფილა, მაგრამ მასზე ნაკლები მოთხოვნილება ყოფილა...

- როგორ გგონია, გავხარ მამას?

- გარეგნულად ძალიან არ ვგავარ, მაგრამ ხასიათებში ცოტა უცნაურობა მეც მაქვს (იცინის)...

- შენც ისევე იმოსები ხოლმე?

- მინდა, მაგრამ არ გამომდის (იცინის)...

- გია თავის ასაკს ხშირად უსვამს ხაზს. იმასაც ამბობს, რომ არის ბაბუა. რას იტყვი, როგორი ბაბუაა?

- მგონია, რომ ბავშვებთან საკუთარი დამოკიდებულება რაღაც არ უნდა, რომ ბოლომდე გამოხატოს, თუნდაც, რომ ეთამაშოს... როდესაც მასთან სახლში მივდივართ, ხომ იცით, როგორი სახლიც აქვს, პატარებმა რაიმე რომ არ გატეხონ, დააზიანონ, ეუბნება, ეს არ გააფუჭოთ, გადავირევიო. არადა, ასე რომ მოხდეს, არა მგონია, მართლა გადაირიოს.

- გია მსახიობიც არის, რეჟისორიც, ფსიქოლოგიც, ამიტომ ლავირება შეუძლია. ამის გამო ბევრი ამბობს, რომ ის ხშირად თამაშობს და რეალურად კი სხვა ტიპია.

- რეალურად ისეთია, როგორსაც იცნობენ. თუ სადმე უცნაურად ჩაცმული მიდის, ამას იმით ხსნის, რომ იმ სიტუაციისთვის ასე იყო საჭიროო. თუმცა, ალბათ, თქვენც გინახავთ კლასიკურად ჩაცმული გია...

მისი ერთი თვისებაც გამახსენდა: სტუდენტობის პერიოდში როცა მასთან ვცხოვრობდი, თვითონაც ჩააბარა ფილოსოფიის ფაკულტეტზე, ჰოდა, მე მაკითხებდა თავის კონსპექტებს ხმამაღლა, ანუ იმას, რაც სასწავლი ჰქონდა. შოკში ვიყავი, ნერვები მეშლებოდა...

- გტანჯავდა?..

- (იცინის) კი. თან, არ მეუბნებოდა, ამას რატომ აკეთებდა. დრო რომ გავიდა, მივხვდი, ჩემთვისაც აკეთებდა, რადგანაც მეც მქონდა ფილოსოფიაში გამოცდა და რასაც ვუკითხავდი, იქიდან მერე მასალა მეც გამომადგა. ასეთი რაღაცები ხშირად ხდება ხოლმე, მერე კი ხვდები, რომ ყველაფერი - კარგიც და იმ წუთში უსიამოვნოც შენს სასარგებლოდ გააკეთა...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია