სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავრობამ ნდობა ამოწურა" - კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტთა ნაწილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"მთავრობამ ნდობა ამოწურა" - კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტთა ნაწილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კონ­სტი­ტუ­ცი­ის ში­ნა­არ­სი პარ­ტი­უ­ლი, პი­როვ­ნუ­ლი თუ სხვა მიმ­დი­ნა­რე და იმ­წუ­თი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით არ უნდა გა­ნი­მარ­ტე­ბო­დეს, - აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლის­ტთა ნა­წი­ლი აკე­თებს.

მათი გან­ცხა­დე­ბით, კონ­სტი­ტუ­ცი­ის არ­სე­ბუ­ლი რე­დაქ­ცი­ის სწო­რად წა­კი­თხვა ით­ვა­ლის­წი­ნებს იმას, რომ მე-7 მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მის მო­მენ­ტი­დან მთავ­რო­ბამ ნდო­ბა ამო­წუ­რა, არ­სე­ბუ­ლი კა­ბი­ნე­ტი, პრე­მი­ე­რის ჩათ­ვლით, ტექ­ნი­კურ მთავ­რო­ბად იქცა და ახა­ლი მთავ­რო­ბი­სათ­ვის ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას შე­უდ­გა. ამ ვი­თა­რე­ბა­ში პრე­მი­ე­რი ვე­ღარ და­ნიშ­ნავს მე-7 მი­ნისტრს (მის მო­ვა­ლე­ო­ბას პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე შე­ას­რუ­ლებს) და ის იძუ­ლე­ბუ­ლია და­ე­ლო­დოს პარ­ლა­მენტს.

მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბის გა­ნახ­ლე­ბი­სა და მთავ­რო­ბი­სათ­ვის ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ წე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მმარ­თვე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­თა მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­მარ­ტე­ბე­ბის პა­სუ­ხად კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლის­ტთა ნა­წილ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. გან­ცხა­დე­ბას ხელს აწე­რენ: აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასის­ტენტ პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ბურ­ჯა­ნა­ძე, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თლის სკო­ლის დე­კა­ნის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი კოტე ჩო­კო­რა­ია, თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სა­მარ­თლის ასის­ტენტ პრო­ფე­სო­რი და­ვით ზე­დე­ლაშ­ვი­ლი, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის მკვლე­ვა­რი კარ­ლო გო­დო­ლა­ძე, გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი ანა ფირ­ცხა­ლაშ­ვი­ლი, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დე.

Ambebi.ge მათ გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ჩვენ ქვე­მოთ ხე­ლის­მომ­წე­რებს, მიგ­ვაჩ­ნია რა, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ის ში­ნა­არ­სი არ უნდა გა­ნი­მარ­ტე­ბო­დეს პარ­ტი­უ­ლი, პი­როვ­ნუ­ლი თუ სხვა მიმ­დი­ნა­რე და იმ­წუ­თი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით, რომ თა­ვად ამ დო­კუ­მენ­ტის ტექ­სტი გა­ნუ­ყო­ფე­ლია კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის­გან, რო­მელ­საც ის გა­მო­ხა­ტავს და აფუძ­ნებს. ვრჩე­ბით რა ფუნ­და­მენ­ტუ­რი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი პრინ­ცი­პე­ბის ერ­თგუ­ლი, თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლით და­მა­ტე­ბით გან­ვმარ­ტოთ და გო­ნივ­რუ­ლად და­ვა­სა­ბუ­თოთ მთავ­რო­ბის მი­მართ პარ­ლა­მენ­ტის ნდო­ბი­სა და ზო­გა­დად აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის შე­სა­ხებ ზო­გი­ერ­თი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ნორ­მა.

კონ­სტი­ტუ­ცი­ის ტექ­სტი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბის ნორ­მა­ტი­უ­ლი ში­ნა­არ­სი

მარ­თა­ლია კონ­სტი­ტუ­ცი­ის გან­მარ­ტე­ბი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბი­სას მი­სი­ვე ტექ­სტი უნდა იყოს სა­წყი­სი და ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი. მაგ­რამ ამა­ვე დროს არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ, კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლიზ­მის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი რო­მელ­თა გა­რე­შე იგი აზრს და­კარ­გავს. შე­სა­ბა­მი­სად, პა­რა­დოქ­სუ­ლია და ამა­ვე დროს ირო­ნი­უ­ლი, რო­დე­საც კონ­სტი­ტუ­ცი­ის ტექ­სტის რა­ღაც გან­ყე­ნე­ბულ სი­ტყვა­სი­ტყვით მნიშ­ვნე­ლო­ბას არა სა­ხე­ლი­სუფ­ლებ­ლო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­ით შე­ზღუდ­ვი­სა და მათი კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ფარ­გლებ­ში მოქ­ცე­ვის, არა­მედ მათი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი შე­ზღუდ­ვე­ბის­გან თა­ვის დაძ­ვრე­ნის სა­სარ­გებ­ლოდ და მის გა­სა­მარ­თლებ­ლად იყე­ნე­ბენ. ამით არა მხო­ლოდ კონ­სტი­ტუ­ცი­ის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ლო­გი­კის შიგ­ნი­დან დან­გრე­ვა, არა­მედ მისი გა­უ­ფა­სუ­რე­ბა და და­ცინ­ვა ხდე­ბა.

აქვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ 81 პრი­მა მუხლს 2004 წლის მო­დე­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და და 2010 წლის ტექ­სტში არ გვხვდე­ბო­და. ის 2013 წელს მოქ­მედ­მა პარ­ლა­მენ­ტმა ავ­ტო­მა­ტუ­რად, არ­სე­ბულ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ სის­ტე­მა­ზე მორ­გე­ბის გა­რე­შე აღად­გი­ნა, რაც არის კი­დეც გა­უ­გებ­რო­ბის სა­თა­ვე.

კონ­სტი­ტუ­ცი­ის ტექ­სტის სი­ტყვა­სი­ტყვი­თი ში­ნა­არ­სი მთავ­რო­ბის გა­ნახ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ხე­ლა­ხა­ლი ნდო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ხებ

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 81/1 მუხ­ლის სი­ტყვა­სი­ტყვი­თი ში­ნა­არ­სი მმარ­თვე­ლი ძა­ლის მიერ ასე გა­ნი­მარ­ტე­ბა:

1. მთავ­რო­ბი­სა და სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მის მიერ ნდო­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ მთავ­რო­ბის ერთი მე­სა­მე­დით გა­ნახ­ლე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ფაქ­ტი დგე­ბა არა მე-7 მი­ნის­ტრის (მო­ცე­მულ ვი­თა­რე­ბა­ში მე-7 მი­ნის­ტრი ამო­წუ­რავს თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­ნახ­ლე­ბის ლი­მიტს) გა­დად­გო­მის შემ­დეგ, არა­მედ ამ მი­ნის­ტრის შემ­ცვლე­ლის და­ნიშ­ვნის შემ­დეგ.

2. მათი ხედ­ვით ამ ფაქ­ტის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ-სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­დე­გი არის არა მთავ­რო­ბი­სად­მი პარ­ლა­მენ­ტის ნდო­ბის მან­და­ტის წყვე­ტა, არა­მედ ნდო­ბის მან­და­ტი არ­სე­ბობს და მხო­ლოდ მისი "გა­ნახ­ლე­ბაა" სა­ჭი­რო. ფორ­მა­ლუ­რი ლო­გი­კით აბ­სურ­დუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა: ნდო­ბა თან არ­სე­ბობს და ამა­ვე დროს "გა­ნახ­ლე­ბა" სჭირ­დე­ბა. ის სრულ­ფა­სო­ვა­ნია, მაგ­რამ შევ­სე­ბას მა­ინც სა­ჭი­რო­ებს. ამ აბ­სურ­დს რომ თავი და­ვაღ­წი­ოთ, უნდა ვი­ფიქ­როთ რა შე­საძ­ლო იუ­რი­დი­უ­ლი ფიქ­ცია შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ამ საღი აზ­რი­სათ­ვის ერთი შე­ხედ­ვით აბ­სურ­დუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი.

ნა­ხევ­რად-საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ჟი­მის პრე­ზი­დენტ-პრე­მი­ე­რის ქვე­ტი­პის და­მაბ­ნე­ვე­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა, რო­გორც არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი

არ­სე­ბუ­ლი მო­დე­ლი არის სის­ტე­მა, სა­დაც მთავ­რო­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს გან­გრძო­ბად ნდო­ბა­ზე. ნდო­ბის წყვე­ტის შემ­თხვე­ვა­ში, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბირ­თვს სხვა გზა არ აქვს გარ­და იმი­სა, რომ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ნდო­ბა ეძე­ბოს.

მმარ­თვე­ლი ძა­ლის და­სა­ბუ­თე­ბა აც­დე­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის სის­ტე­მუ­რი და ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პე­ბის ლო­გი­კას. რო­მე­ლიც მთავ­რო­ბას აღიქ­ვამს რო­გორც კო­ლექ­ტი­ურ ორ­გა­ნოს და პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­შე კო­ლექ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აკის­რებს. ეს ჩანს იქი­და­ნაც, რომ პარ­ლა­მენ­ტის ნდო­ბას ან უნ­დობ­ლო­ბას იღებს მთავ­რო­ბის მთე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან და სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მას­თან ერ­თად. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კონ­სტი­ტუ­ცი­ის 81 პრი­მა მუხ­ლის მი­ზა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს მხო­ლოდ პარ­ლა­მენ­ტის გავ­ლე­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მთავ­რო­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბის სა­კი­თხზე.

ამ­გვარ სის­ტე­მურ და ნორ­მა­ტი­ულ კონ­ტექ­სტში წა­კი­თხუ­ლი 81 პრი­მა მუხ­ლი გუ­ლის­ხმობს არა მხო­ლოდ პარ­ლა­მენ­ტის მიერ უბ­რა­ლო და­დას­ტუ­რე­ბას მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბის არ­სე­ბი­თი გა­ნახ­ლე­ბი­სა, რო­მე­ლიც სა­ვალ­დე­ბუ­ლო ნდო­ბის სა­გა­ნია, არა­მედ პარ­ლა­მენ­ტის აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ამ პრო­ცეს­ში. პარ­ლა­მენ­ტი არის არა ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც უკვე მი­ღე­ბულ პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აფორ­მებს, არა­მედ ამ პრო­ცე­სის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე.

2004-2013 წლე­ბის შე­რე­ულ (პრე­ზი­დენ­ტი-პრე­მი­ე­რის ქვე­ტი­პი) რე­ჟიმ­ში მთავ­რო­ბა ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი იყო, რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის, ისე პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­შე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პრე­ზი­დენტს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ფორ­მი­რე­ბა­ში გა­ნუ­ზომ­ლად დიდი როლი ჰქონ­და. პარ­ლა­მენ­ტი კი მხო­ლოდ უკვე მი­ღე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის უბ­რა­ლო ლე­გი­ტი­მა­ტო­რის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებ­და.

2010 წლის ცვლი­ლე­ბებ­მა და­ა­ფუძნა შე­რე­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის მქო­ნე რეს­პუბ­ლი­კა (პრე­მი­ე­რი-პრე­ზი­დენ­ტის ქვე­ტი­პი), სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ლო­გი­კა პარ­ლა­მენ­ტის რო­ლის გა­ძი­ე­რე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ მო­შა­ლა. 81-ე პრი­მა მუხ­ლი სწო­რედ ამ სის­ტე­მუ­რი და ნორ­მა­ტი­უ­ლი ლო­გი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უნდა წა­ვი­კი­თხოთ. ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მმარ­თვე­ლი ძალა მი­იჩ­ნევს, რომ პარ­ლა­მენტს შე­უ­ნარ­ჩუნ­და პა­სი­უ­რი ნო­ტა­რი­უ­სის ფუნ­ქცია.

ფაქ­ტია, რომ არ­სე­ბუ­ლი რე­დაქ­ცის სწო­რად წა­კი­თხვა სა­პი­რის­პი­როს მო­ი­თხოვს. ამ­დე­ნად მი­ვიჩ­ნევთ, რომ მე-7 მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მის მო­მენ­ტი­დან მთავ­რო­ბამ ნდო­ბა ამო­წუ­რა, არ­სე­ბუ­ლი კა­ბი­ნე­ტი, პრე­მი­ე­რის ჩათ­ვლით, იქცა ტექ­ნი­კურ მთავ­რო­ბად და შე­უდ­გა მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას ახა­ლი მთავ­რო­ბის­თვის ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე. ამ ვი­თა­რე­ბა­ში პრე­მი­ე­რი ვე­ღარ და­ნიშ­ნავს მე-7 მი­ნისტრს (მის მო­ვა­ლე­ო­ბას პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე შე­ას­რუ­ლებს), ის იძუ­ლე­ბუ­ლია და­ე­ლო­დოს პარ­ლა­მენტს, რო­მე­ლიც და­ა­კომ­პლექ­ტებს ახალ კა­ბი­ნეტს და ის შე­საძ­ლოა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის იყოს. ჩვენ არ მი­ვიჩ­ნევთ, რომ ეს გან­მარ­ტე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ის ერ­თა­დერ­თი შე­საძ­ლო წა­კი­თხვაა, თუმ­ცა მიგ­ვაჩ­ნია, რომ ის ყვე­ლა სხვა და­სა­ბუ­თე­ბა­ზე უფრო უკეთ ასა­ხავს კონ­სტი­ტუ­ცი­ის ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პე­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბას", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლის­ტთა გან­ცხა­დე­ბა ღიაა ხელ­მო­სა­წე­რად ნე­ბის­მი­ე­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ბა­მი­სი აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის­თვის.

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"მთავრობამ ნდობა ამოწურა" - კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტთა ნაწილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

"მთავრობამ ნდობა ამოწურა" - კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტთა ნაწილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კონსტიტუციის შინაარსი პარტიული, პიროვნული თუ სხვა მიმდინარე და იმწუთიერი ინტერესების მიხედვით არ უნდა განიმარტებოდეს, - აღნიშნულ განცხადებას კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტთა ნაწილი აკეთებს.

მათი განცხადებით, კონსტიტუციის არსებული რედაქციის სწორად წაკითხვა ითვალისწინებს იმას, რომ მე-7 მინისტრის გადადგომის მომენტიდან მთავრობამ ნდობა ამოწურა, არსებული კაბინეტი, პრემიერის ჩათვლით, ტექნიკურ მთავრობად იქცა და ახალი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებამდე მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ამ ვითარებაში პრემიერი ვეღარ დანიშნავს მე-7 მინისტრს (მის მოვალეობას პირველი მოადგილე შეასრულებს) და ის იძულებულია დაელოდოს პარლამენტს.

მთავრობის შემადგენლობის განახლებისა და მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების კონსტიტუციურ წესებთან დაკავშირებით მმართველი უმრავლესობის ლიდერთა მიერ გაკეთებული განმარტებების პასუხად კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტთა ნაწილმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებას ხელს აწერენ: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი გიორგი ბურჯანაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, ასოცირებული პროფესორი კოტე ჩოკორაია, თავისუფალი უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართლის ასისტენტ პროფესორი დავით ზედელაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი კარლო გოდოლაძე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ანა ფირცხალაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ვახუშტი მენაბდე.

Ambebi.ge მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენ ქვემოთ ხელისმომწერებს, მიგვაჩნია რა, რომ კონსტიტუციის შინაარსი არ უნდა განიმარტებოდეს პარტიული, პიროვნული თუ სხვა მიმდინარე და იმწუთიერი ინტერესების მიხედვით, რომ თავად ამ დოკუმენტის ტექსტი განუყოფელია კონსტიტუციური წესრიგისგან, რომელსაც ის გამოხატავს და აფუძნებს. ვრჩებით რა ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპების ერთგული, თავს ვალდებულად ვთვლით დამატებით განვმარტოთ და გონივრულად დავასაბუთოთ მთავრობის მიმართ პარლამენტის ნდობისა და ზოგადად აღმასრულებელი ხელისუფლების ლეგიტიმაციის შესახებ ზოგიერთი კონსტიტუციური ნორმა.

კონსტიტუციის ტექსტისადმი ერთგულების ნორმატიული შინაარსი

მართალია კონსტიტუციის განმარტებისა და გამოყენებისას მისივე ტექსტი უნდა იყოს საწყისი და ამოსავალი წერტილი. მაგრამ ამავე დროს არ უნდა დავივიწყოთ, კონსტიტუციონალიზმის ძირითადი პრინციპები რომელთა გარეშე იგი აზრს დაკარგავს. შესაბამისად, პარადოქსულია და ამავე დროს ირონიული, როდესაც კონსტიტუციის ტექსტის რაღაც განყენებულ სიტყვასიტყვით მნიშვნელობას არა სახელისუფლებლო ინსტიტუტების კონსტიტუციით შეზღუდვისა და მათი კონსტიტუციურ ფარგლებში მოქცევის, არამედ მათი კონსტიტუციური შეზღუდვებისგან თავის დაძვრენის სასარგებლოდ და მის გასამართლებლად იყენებენ. ამით არა მხოლოდ კონსტიტუციის ფუნდამენტური ლოგიკის შიგნიდან დანგრევა, არამედ მისი გაუფასურება და დაცინვა ხდება.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ 81 პრიმა მუხლს 2004 წლის მოდელი ითვალისწინებდა და 2010 წლის ტექსტში არ გვხვდებოდა. ის 2013 წელს მოქმედმა პარლამენტმა ავტომატურად, არსებულ კონსტიტუციურ სისტემაზე მორგების გარეშე აღადგინა, რაც არის კიდეც გაუგებრობის სათავე.

კონსტიტუციის ტექსტის სიტყვასიტყვითი შინაარსი მთავრობის განახლების შემთხვევაში ხელახალი ნდობის საჭიროების შესახებ

საქართველოს კონსტიტუციის 81/1 მუხლის სიტყვასიტყვითი შინაარსი მმართველი ძალის მიერ ასე განიმარტება:

1. მთავრობისა და სამთავრობო პროგრამის მიერ ნდობის მიღების შემდეგ მთავრობის ერთი მესამედით განახლების კონსტიტუციური ფაქტი დგება არა მე-7 მინისტრის (მოცემულ ვითარებაში მე-7 მინისტრი ამოწურავს თავისუფალი განახლების ლიმიტს) გადადგომის შემდეგ, არამედ ამ მინისტრის შემცვლელის დანიშვნის შემდეგ.

2. მათი ხედვით ამ ფაქტის კონსტიტუციურ-სამართლებრივი შედეგი არის არა მთავრობისადმი პარლამენტის ნდობის მანდატის წყვეტა, არამედ ნდობის მანდატი არსებობს და მხოლოდ მისი "განახლებაა" საჭირო. ფორმალური ლოგიკით აბსურდული სიტუაციაა: ნდობა თან არსებობს და ამავე დროს "განახლება" სჭირდება. ის სრულფასოვანია, მაგრამ შევსებას მაინც საჭიროებს. ამ აბსურდს რომ თავი დავაღწიოთ, უნდა ვიფიქროთ რა შესაძლო იურიდიული ფიქცია შეიძლება გახდეს ამ საღი აზრისათვის ერთი შეხედვით აბსურდული მდგომარეობის მამოძრავებელი.

ნახევრად-საპრეზიდენტო რეჟიმის პრეზიდენტ-პრემიერის ქვეტიპის დამაბნეველი მემკვიდრეობა, როგორც არსებული უთანხმოების საფუძველი

არსებული მოდელი არის სისტემა, სადაც მთავრობის ლეგიტიმურობა დამოკიდებულია საკანონმდებლო ორგანოს განგრძობად ნდობაზე. ნდობის წყვეტის შემთხვევაში, აღმასრულებელი ხელისუფლების ბირთვს სხვა გზა არ აქვს გარდა იმისა, რომ განახლებული ნდობა ეძებოს.

მმართველი ძალის დასაბუთება აცდენილია საქართველოს კონსტიტუციის სისტემური და ფუნდამენტური პრინციპების ლოგიკას. რომელიც მთავრობას აღიქვამს როგორც კოლექტიურ ორგანოს და პარლამენტის წინაშე კოლექტიურ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აკისრებს. ეს ჩანს იქიდანაც, რომ პარლამენტის ნდობას ან უნდობლობას იღებს მთავრობის მთელი შემადგენლობა პრემიერ-მინისტრთან და სამთავრობო პროგრამასთან ერთად. ამის გათვალისწინებით, კონსტიტუციის 81 პრიმა მუხლის მიზანი შეიძლება იყოს მხოლოდ პარლამენტის გავლენის შენარჩუნება მთავრობის ინდივიდუალური შემადგენლობის საკითხზე.

ამგვარ სისტემურ და ნორმატიულ კონტექსტში წაკითხული 81 პრიმა მუხლი გულისხმობს არა მხოლოდ პარლამენტის მიერ უბრალო დადასტურებას მთავრობის შემადგენლობის არსებითი განახლებისა, რომელიც სავალდებულო ნდობის საგანია, არამედ პარლამენტის აქტიურ მონაწილეობას ამ პროცესში. პარლამენტი არის არა ორგანო, რომელიც უკვე მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას აფორმებს, არამედ ამ პროცესის აქტიური მონაწილე.

2004-2013 წლების შერეულ (პრეზიდენტი-პრემიერის ქვეტიპი) რეჟიმში მთავრობა ანგარიშვალდებული იყო, როგორც პარლამენტის, ისე პრეზიდენტის წინაშე. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტს აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებაში განუზომლად დიდი როლი ჰქონდა. პარლამენტი კი მხოლოდ უკვე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების უბრალო ლეგიტიმატორის ფუნქციას ასრულებდა.

2010 წლის ცვლილებებმა დააფუძნა შერეული მმართველობის მქონე რესპუბლიკა (პრემიერი-პრეზიდენტის ქვეტიპი), სადაც აღნიშნული ლოგიკა პარლამენტის როლის გაძიერების სასარგებლოდ მოშალა. 81-ე პრიმა მუხლი სწორედ ამ სისტემური და ნორმატიული ლოგიკიდან გამომდინარე უნდა წავიკითხოთ. ამის საწინააღმდეგოდ მმართველი ძალა მიიჩნევს, რომ პარლამენტს შეუნარჩუნდა პასიური ნოტარიუსის ფუნქცია.

ფაქტია, რომ არსებული რედაქცის სწორად წაკითხვა საპირისპიროს მოითხოვს. ამდენად მივიჩნევთ, რომ მე-7 მინისტრის გადადგომის მომენტიდან მთავრობამ ნდობა ამოწურა, არსებული კაბინეტი, პრემიერის ჩათვლით, იქცა ტექნიკურ მთავრობად და შეუდგა მოვალეობის შესრულებას ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე. ამ ვითარებაში პრემიერი ვეღარ დანიშნავს მე-7 მინისტრს (მის მოვალეობას პირველი მოადგილე შეასრულებს), ის იძულებულია დაელოდოს პარლამენტს, რომელიც დააკომპლექტებს ახალ კაბინეტს და ის შესაძლოა სრულიად განსხვავებული შემადგენლობის იყოს. ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ეს განმარტება კონსტიტუციის ერთადერთი შესაძლო წაკითხვაა, თუმცა მიგვაჩნია, რომ ის ყველა სხვა დასაბუთებაზე უფრო უკეთ ასახავს კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპების სულისკვეთებას", - ნათქვამია განცხადებაში.

კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტთა განცხადება ღიაა ხელმოსაწერად ნებისმიერი უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური პერსონალისთვის.

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."