პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კანონიერი ქურდები, მახვშები, უხუცესები და ხევისბერები - არაფორმალური უმაღლესი პირები, რომლებიც ადამიანებს აკონტროლებდნენ
კანონიერი ქურდები, მახვშები, უხუცესები და ხევისბერები - არაფორმალური უმაღლესი პირები, რომლებიც ადამიანებს აკონტროლებდნენ

სა­ქარ­თვე­ლო­ში ოდით­გან­ვე იყ­ვნენ არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლე­ბი, რო­მელ­თაც არ­ცთუ ისე იშ­ვი­ა­თად, გა­ცი­ლე­ბით მეტი უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ, ვიდ­რე კა­ნო­ნი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს. ამი­ტო­მაც იყო, რომ ამ არა­კა­ნო­ნი­ერ მმარ­თველ­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბას და­ნიშ­ვნის პირ­ვე­ლი დღი­დან ცდი­ლობ­და კა­ნო­ნი­ე­რი ხე­ლი­სუ­ფა­ლი.

მმარ­თვე­ლის სა­ინ­ტე­რე­სო ტიპი იყო ხე­ვის­ბე­რი, რო­მე­ლიც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე იყო კა­ნო­ნი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნიშ­ნუ­ლი. ხე­ვის­ბე­რი წი­ნამ­ძღო­ლი იყო არა მხო­ლოდ სა­სუ­ლი­ე­რო ცხოვ­რე­ბა­ში, მას­ვე ევა­ლე­ბო­და სა­ო­მა­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­კი­თხე­ბის წარ­მარ­თვა და გა­და­წყვე­ტა. ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რად ერ­თმა­ნეთს უტოლ­დე­ბო­და ხუ­ცეს-ხე­ლო­სან­თა ინ­სტი­ტუ­ტი ხევ­სუ­რეთ­ში და ხე­ვის­ბე­რის ინ­სტი­ტუ­ტი - ფშავ­ში. ხე­ვის­ბე­რე­ბის სა­თა­ვე­ში იდგა თავ­ხე­ვის­ბე­რი, რო­მელ­საც ყვე­ლა ხე­ვის­ბე­რი ემორ­ჩი­ლე­ბო­და. თავ­ხე­ვის­ბერს ეკი­თხე­ბო­და სა­თე­მო საქ­მე­ე­ბი. ის ხელ­ში ლა­შა­რის დრო­შით და ჯვრით აფი­ცებ­და და წინ მი­უ­ძღო­და სა­ომ­რად მი­მა­ვალ ლაშ­ქარს.

ხე­ვის­ბერ­თა შო­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-ად­მი­ნის­ტრცი­უ­ლი ფუნ­ქცია ასე იყო გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი: თი­თო­ე­ულ თემ­ში საქ­მე­ებს აწეს­რი­გებ­და თე­მის ხე­ვის­ბე­რი და გვა­რის ბჭე­ე­ბი. თუ საქ­მეს ხე­ვის­ბე­რი ვერ გა­დაჭ­რი­და, ან ეს მის­თვის სამ­ძი­მო იყო, მა­შინ თავ­ხე­ვის­ბერს მი­მარ­თავ­დნენ, რომ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თე­მი­სათ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლი იყო. თავ­ხე­ვის­ბერს ება­რა ლა­შა­რის დრო­შაც. ლაშ­ქრო­ბი­სა და ზა­ვის საქ­მეს არ­ჩევ­და და წყვეტ­და თორ­მე­ტი­ვე თე­მის სა­ერ­თო ყრი­ლო­ბა, რო­მელ­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და თავ­ხე­ვის­ბე­რი. ამის­თვის იწ­ვევ­დნენ ყვე­ლა თე­მის ხე­ვის­ბე­რებს და გვა­რის სა­პა­ტიო მო­ხუ­ცებს, რომ­ლე­ბიც იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ მა­თურ­ხე­ვას­თან, და­მას­ტეს მინ­დორ­ზე ან ღე­ლე­ში, სა­დაც ღა­მის­თე­ვით დგე­ბოდ­ნენ და თან თა­ვი­ან­თი სურ­სა­თიც მიჰ­ქონ­დათ, თე­მე­ბის ამ ყრი­ლო­ბა­ზე წყდე­ბო­და ზა­ვი­სა და ლაშ­ქრო­ბის საქ­მე და აქე­დან ყვე­ლა­ნი ლა­შა­რის გო­რა­ზე ადი­ოდ­ნენ. ლა­შარ­ში თავ­ხე­ვის­ბე­რი გა­მო­ი­ტან­და დრო­შას და ყვე­ლა­ნი ფიცს დებ­დნენ. თუ მტერ­ზე გა­ლაშ­ქრე­ბა გა­და­წყდე­ბო­და, თავ­ხე­ვი­სე­რი ხელ­ში დრო­შით ლაშ­ქარს წინ მი­უ­ძღო­და და ყვე­ლა თემი ერ­თად იბ­რძო­და.

არა­ფორ­მა­ლურ მმარ­თვე­ლად შეგ­ვიძ­ლია მი­ვიჩ­ნი­ოთ მახ­ვშიც, რო­მე­ლიც სვა­ნეთ­ში თით­ქმის იგი­ვე ფუნ­ქცი­ებს ას­რუ­ლებ­და, რა­საც ხე­ვის­ბე­რი. სვა­ნეთ­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი იყო თე­მის მმარ­თვე­ლო­ბის მე­ტად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფორ­მა: მახ­ვშს, ანუ თე­მის მე­თა­ურს, თე­მის სა­ერ­თო კრე­ბა ირ­ჩევ­და. კრე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა ჰქონ­და თე­მის ორი­ვე სქე­სის ზრდას­რულ (20 წლის) წევ­რს. მახ­ვში გა­მო­ირ­ჩე­ო­და გო­ნი­ე­რე­ბით, დარ­ბა­ის­ლო­ბით, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბით, სის­პე­ტა­კით. იგი იყო ცხოვ­რე­ბა­ში ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი, მშვი­დო­ბი­ა­ნო­ბის დროს მსა­ჯუ­ლი, ხოლო ომი­ა­ნო­ბა­ში ლაშ­ქრის წი­ნამ­ძღო­ლი. სვა­ნეთ­ში სახ­ნავ-სა­თე­სი მი­წე­ბი კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში იყო, სა­თიბ-სა­ძოვ­რე­ბი და ტყე - სა­ერ­თო სა­თე­მო სარ­გებ­ლო­ბა­ში. ამის გარ­და არ­სე­ბობ­და ხა­ტის ტყე და მიწა, რო­მე­ლიც ეკ­ლე­სი­ის მო­თხოვ­ნე­ბი­სა და რე­ლი­გი­ურ დღე­სას­წა­უ­ლე­ბი­სათ­ვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. მახ­ვში არე­გუ­ლი­რებ­და სა­თიბ-სა­ძოვ­რი­თა და ტყით სარ­გებ­ლო­ბის პრო­ცესს, სა­ძოვ­რე­ბის მო­ნაც­ვლე­ო­ბის, მი­წის გა­ნა­წი­ლე­ბის, ნაკ­ვე­თე­ბის სა­ზღვრის დად­გე­ნის სა­კი­თხებს და სხვა. ყვე­ლა სა­დაო სა­კითხს მახ­ვში პი­რა­დად გა­ნი­ხი­ლავ­და 4-5 კა­ცის თან­დას­წრე­ბით.

მახ­ვში იყო მე­ტად მკაც­რი, მაგ­რამ სა­მარ­თლი­ა­ნი თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში. ავი­სა და ცუ­დის ჩამ­დენს, ქურ­დსა და თე­მის შე­მარ­ცხვე­ნელს მახ­ვში გა­კი­ცხავ­და და თე­მი­დან მოჰ­კვეთ­და. "მოკ­ვე­თი­ლი­სათ­ვის ყვე­ლა კარი და­კე­ტი­ლი იყო, წის­ქვილ­ში საფ­ქვავს არა­ვინ და­უფ­ქვავ­და, ხატ-სა­ლო­ცავ­ში არ მი­უშ­ვებ­და, მის სა­ქო­ნელ­საც არ გა­ა­კა­რებ­დნენ სოფ­ლის ნა­ხირს" (ვაჟა ფშა­ვე­ლა).

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის შემ­თხვე­ვა­ში მახ­ვშის თა­ოს­ნო­ბით გა­ი­მარ­თე­ბო­და ხე­ვის ყრი­ლო­ბა, რო­მე­ლიც აჰ­ყრი­და დამ­ნა­შა­ვეს (ან დამ­ნა­შა­ვე­ებს) თე­მი­დან და მის სახლ-კარს გა­დაწ­ვავ­და. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის, მა­გა­ლი­თად, თე­მის ღა­ლა­ტი­სათ­ვის ყრი­ლო­ბას სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნიც კი გა­მო­უ­ტა­ნია.

პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში დღემ­დე უდი­დე­სი კრძალ­ვა აქვთ უხუ­ცეს­თა საბ­ჭოს მი­მართ, სა­დაც ხე­ო­ბი­სათ­ვის პა­ტივ­სა­ცე­მი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. მათი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კა­ნო­ნის ტოლ­ფა­სია, ასე იყო ად­რეც, უხუ­ცეს­თა მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის დარ­ღვე­ვა ხში­რად თე­მი­დან მოკ­ვე­თით და ზოგ­ჯერ სიკ­ვდი­ლი­თაც კი სრულ­დე­ბო­და (თუმ­ცა მოკ­ვდი­ნე­ბა ეს უკი­დუ­რე­სი ფორ­მა იყო). ამი­ტომ უხუ­ცეს­თა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ყვე­ლა რი­დით ეპყრო­ბო­და, ასე­ვე უდი­დე­სი პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლობ­დნენ თვი­თონ უხუ­ცე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლებ­ლად გო­ნი­ე­რე­ბით, ზო­მი­ე­რე­ბით და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბით იყ­ვნენ გა­მორ­ჩე­უ­ლი.

მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნემ არა­ფორ­მა­ლურ მმარ­თველ­თა ახა­ლი კას­ტა შექ­მნა - კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი" - და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რო­მელ­საც მსოფ­ლიო პრაქ­ტი­კა­ში ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია. ტრა­დი­ცია ჩა­მო­ყა­ლიბ­და 1930-იან წლებ­ში და ახა­სი­ა­თებს კრი­მი­ნა­ლუ­რი კო­დექ­სე­ბის მკაც­რი პრინ­ცი­პე­ბის არ­სე­ბო­ბა, ასე­ვე ჩა­კე­ტი­ლო­ბი­სა და კონ­სპი­რა­ცი­ის გარ­კვე­უ­ლი დონე. ძი­რი­თა­დად, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ ამ ტრა­დი­ცი­ე­ბის მიმ­დე­ვა­რი უნდა იცავ­დეს გარ­კვე­ულ ადათ-წე­სებ­სა და პრინ­ცი­პებს. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი­სად­მი" ხალ­ხის პა­ტი­ვის­ცე­მა ერ­თგვა­რი პრო­ტეს­ტი იყო საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი, რომ­ლის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი", თუმ­ცა ნელ-ნელა ეს პა­ტი­ვის­ცე­მა შიშ­მა შეც­ვა­ლა. ხში­რად იყო, რომ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი" და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იყ­ვნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კა­ნო­ნი­ერ მმარ­თვე­ლებ­თან და რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც არ უნდა იყოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თა­ნაც კი, ვის­გა­ნაც მათ ჰქონ­დათ სრუ­ლი "კარტ-ბლან­ში" და ეს გა­რე­მო­ე­ბა მათ გავ­ლე­ნას კი­დევ უფრო ზრდი­და.

არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი" იღებ­დნენ ისეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას (მას შემ­დეგ კა­ნო­ნი­ე­რი მმარ­თვე­ლი აკა­ნო­ნებ­და), რო­მე­ლიც ამ სინ­დი­კა­ტის წის­ქვილ­ზე ას­ხამ­და წყალს. ფული და გავ­ლე­ნი­ა­ნი სა­ნაც­ნო­ბო წრე, ამ ორ ფაქ­ტორს წარ­მა­ტე­ბით იყე­ნებ­დნენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჩან­დნენ, რო­გორც ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. მარ­თლაც 70-80-იან წლებ­ში იშ­ვი­ა­თად იყო შემ­თხვე­ვა რო­დე­საც "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დს" პო­ლი­ცია აპა­ტიმ­რებ­და, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ისევ სა­კუ­თა­რი "თა­ნა­მოძ­მის" მსხვერ­პლი ხდე­ბო­და.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღეს არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლე­ბი თით­ქმის აღარ არი­ან (თუმ­ცა პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში დღემ­დე არ კარ­გავს ძა­ლას უხუ­ცეს­თა საბ­ჭო) და ყვე­ლა­ფერს კა­ნო­ნი არე­გუ­ლი­რებს, თუმ­ცა თით­ქმის ყვე­ლა სო­ფელ­სა თუ ქა­ლაქ­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა სი­ტყვას უდი­დე­სი პა­ტი­ვის­ცე­მა აქვს.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

კანონიერი ქურდები, მახვშები, უხუცესები და ხევისბერები - არაფორმალური უმაღლესი პირები, რომლებიც ადამიანებს აკონტროლებდნენ

კანონიერი ქურდები, მახვშები, უხუცესები და ხევისბერები - არაფორმალური უმაღლესი პირები, რომლებიც ადამიანებს აკონტროლებდნენ

საქართველოში ოდითგანვე იყვნენ არაფორმალური მმართველები, რომელთაც არცთუ ისე იშვიათად, გაცილებით მეტი უფლება ჰქონდათ, ვიდრე კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელს. ამიტომაც იყო, რომ ამ არაკანონიერ მმართველთან ახლო ურთიერთობის დამყარებას დანიშვნის პირველი დღიდან ცდილობდა კანონიერი ხელისუფალი.

მმართველის საინტერესო ტიპი იყო ხევისბერი, რომელიც გარკვეული პერიოდის მანძილზე იყო კანონიერი ხელისუფლების დანიშნული. ხევისბერი წინამძღოლი იყო არა მხოლოდ სასულიერო ცხოვრებაში, მასვე ევალებოდა საომარი და სამართლებრივი საკითხების წარმართვა და გადაწყვეტა. ფუნქციონალურად ერთმანეთს უტოლდებოდა ხუცეს-ხელოსანთა ინსტიტუტი ხევსურეთში და ხევისბერის ინსტიტუტი - ფშავში. ხევისბერების სათავეში იდგა თავხევისბერი, რომელსაც ყველა ხევისბერი ემორჩილებოდა. თავხევისბერს ეკითხებოდა სათემო საქმეები. ის ხელში ლაშარის დროშით და ჯვრით აფიცებდა და წინ მიუძღოდა საომრად მიმავალ ლაშქარს.

ხევისბერთა შორის საზოგადოებრივ-ადმინისტრციული ფუნქცია ასე იყო განაწილებული: თითოეულ თემში საქმეებს აწესრიგებდა თემის ხევისბერი და გვარის ბჭეები. თუ საქმეს ხევისბერი ვერ გადაჭრიდა, ან ეს მისთვის სამძიმო იყო, მაშინ თავხევისბერს მიმართავდნენ, რომლის გადაწყვეტილება თემისათვის სავალდებული იყო. თავხევისბერს ებარა ლაშარის დროშაც. ლაშქრობისა და ზავის საქმეს არჩევდა და წყვეტდა თორმეტივე თემის საერთო ყრილობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა თავხევისბერი. ამისთვის იწვევდნენ ყველა თემის ხევისბერებს და გვარის საპატიო მოხუცებს, რომლებიც იკრიბებოდნენ მათურხევასთან, დამასტეს მინდორზე ან ღელეში, სადაც ღამისთევით დგებოდნენ და თან თავიანთი სურსათიც მიჰქონდათ, თემების ამ ყრილობაზე წყდებოდა ზავისა და ლაშქრობის საქმე და აქედან ყველანი ლაშარის გორაზე ადიოდნენ. ლაშარში თავხევისბერი გამოიტანდა დროშას და ყველანი ფიცს დებდნენ. თუ მტერზე გალაშქრება გადაწყდებოდა, თავხევისერი ხელში დროშით ლაშქარს წინ მიუძღოდა და ყველა თემი ერთად იბრძოდა.

არაფორმალურ მმართველად შეგვიძლია მივიჩნიოთ მახვშიც, რომელიც სვანეთში თითქმის იგივე ფუნქციებს ასრულებდა, რასაც ხევისბერი. სვანეთში დამკვიდრებული იყო თემის მმართველობის მეტად დემოკრატიული ფორმა: მახვშს, ანუ თემის მეთაურს, თემის საერთო კრება ირჩევდა. კრებაში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდა თემის ორივე სქესის ზრდასრულ (20 წლის) წევრს. მახვში გამოირჩეოდა გონიერებით, დარბაისლობით, სამართლიანობით, სისპეტაკით. იგი იყო ცხოვრებაში ქრისტიანული წესების გამტარებელი, მშვიდობიანობის დროს მსაჯული, ხოლო ომიანობაში ლაშქრის წინამძღოლი. სვანეთში სახნავ-სათესი მიწები კერძო საკუთრებაში იყო, სათიბ-საძოვრები და ტყე - საერთო სათემო სარგებლობაში. ამის გარდა არსებობდა ხატის ტყე და მიწა, რომელიც ეკლესიის მოთხოვნებისა და რელიგიურ დღესასწაულებისათვის გამოიყენებოდა. მახვში არეგულირებდა სათიბ-საძოვრითა და ტყით სარგებლობის პროცესს, საძოვრების მონაცვლეობის, მიწის განაწილების, ნაკვეთების საზღვრის დადგენის საკითხებს და სხვა. ყველა სადაო საკითხს მახვში პირადად განიხილავდა 4-5 კაცის თანდასწრებით.

მახვში იყო მეტად მკაცრი, მაგრამ სამართლიანი თავის გადაწყვეტილებებში. ავისა და ცუდის ჩამდენს, ქურდსა და თემის შემარცხვენელს მახვში გაკიცხავდა და თემიდან მოჰკვეთდა. "მოკვეთილისათვის ყველა კარი დაკეტილი იყო, წისქვილში საფქვავს არავინ დაუფქვავდა, ხატ-სალოცავში არ მიუშვებდა, მის საქონელსაც არ გააკარებდნენ სოფლის ნახირს" (ვაჟა ფშაველა).

განსაკუთრებული დანაშაულის შემთხვევაში მახვშის თაოსნობით გაიმართებოდა ხევის ყრილობა, რომელიც აჰყრიდა დამნაშავეს (ან დამნაშავეებს) თემიდან და მის სახლ-კარს გადაწვავდა. ყოფილა შემთხვევები, როცა უმძიმესი დანაშაულისათვის, მაგალითად, თემის ღალატისათვის ყრილობას სასიკვდილო განაჩენიც კი გამოუტანია.

პანკისის ხეობაში დღემდე უდიდესი კრძალვა აქვთ უხუცესთა საბჭოს მიმართ, სადაც ხეობისათვის პატივსაცემი ადამიანები არიან გაერთიანებული. მათი გადაწყვეტილება კანონის ტოლფასია, ასე იყო ადრეც, უხუცესთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების დარღვევა ხშირად თემიდან მოკვეთით და ზოგჯერ სიკვდილითაც კი სრულდებოდა (თუმცა მოკვდინება ეს უკიდურესი ფორმა იყო). ამიტომ უხუცესთა გადაწყვეტილებას ყველა რიდით ეპყრობოდა, ასევე უდიდესი პატივისცემით სარგებლობდნენ თვითონ უხუცესები, რომლებიც აუცილებლად გონიერებით, ზომიერებით და სამართლიანობით იყვნენ გამორჩეული.

მეოცე საუკუნემ არაფორმალურ მმართველთა ახალი კასტა შექმნა - კანონიერი ქურდები. "კანონიერი ქურდები" - დანაშაულებრივი გაერთიანება, რომელსაც მსოფლიო პრაქტიკაში ანალოგი არ გააჩნია. ტრადიცია ჩამოყალიბდა 1930-იან წლებში და ახასიათებს კრიმინალური კოდექსების მკაცრი პრინციპების არსებობა, ასევე ჩაკეტილობისა და კონსპირაციის გარკვეული დონე. ძირითადად, "კანონიერი ქურდი" ითვალისწინებს, რომ ამ ტრადიციების მიმდევარი უნდა იცავდეს გარკვეულ ადათ-წესებსა და პრინციპებს. "კანონიერი ქურდებისადმი" ხალხის პატივისცემა ერთგვარი პროტესტი იყო საბჭოთა ხელისუფლებისადმი, რომლის წინააღმდეგი იყო "კანონიერი ქურდი", თუმცა ნელ-ნელა ეს პატივისცემა შიშმა შეცვალა. ხშირად იყო, რომ "კანონიერი ქურდები" დაახლოებული იყვნენ ხელისუფლების კანონიერ მმართველებთან და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სამართალდამცავებთანაც კი, ვისგანაც მათ ჰქონდათ სრული "კარტ-ბლანში" და ეს გარემოება მათ გავლენას კიდევ უფრო ზრდიდა.

არცთუ იშვიათად "კანონიერი ქურდები" იღებდნენ ისეთ გადაწყვეტილებას (მას შემდეგ კანონიერი მმართველი აკანონებდა), რომელიც ამ სინდიკატის წისქვილზე ასხამდა წყალს. ფული და გავლენიანი სანაცნობო წრე, ამ ორ ფაქტორს წარმატებით იყენებდნენ და საზოგადოებაში ჩანდნენ, როგორც ხელშეუხებელი ადამიანები. მართლაც 70-80-იან წლებში იშვიათად იყო შემთხვევა როდესაც "კანონიერი ქურდს" პოლიცია აპატიმრებდა, მათი უმრავლესობა ისევ საკუთარი "თანამოძმის" მსხვერპლი ხდებოდა.

საბედნიეროდ, დღეს არაფორმალური მმართველები თითქმის აღარ არიან (თუმცა პანკისის ხეობაში დღემდე არ კარგავს ძალას უხუცესთა საბჭო) და ყველაფერს კანონი არეგულირებს, თუმცა თითქმის ყველა სოფელსა თუ ქალაქში არიან ადამიანები, რომელთა სიტყვას უდიდესი პატივისცემა აქვს.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

პირველი ხელფასი გათამაშდა!

"გაჩნდა ახალი წყარო - გარდაბნის კლასტერი" - რას უკავშირებენ ექიმები კორონავირუსის შემთხვევების მატებას და რას ამბობენ ინფიცირებულთა წყაროებზე

"წინა კვირას შეგვატყობინა, რომ სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტა" - რას ამბობს კომპანიის დირექტორი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"