აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც უკრაინელი მფრინავის , ნადეჟდა სავჩენკოს დაკავების ვადა კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივდა. უკრაინული მედიის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ჯეფ რათკეს განცხადებით, სავჩენკო რუსეთის მთავრობის ტყვეა.
"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაათავისუფლოს ნადეჟდა სავჩენკო და ყველა უკრაინელი მძევალი დაუყოვნებლივ, რუსეთმა ამის პირობა მაშინ დადო, როდესაც გასული წლის სექტემბერში და შემდეგ ამა წლის 12 თებერვალს მინსკის შეთანხებას მოეწერა ხელი", - განაცხადა ჯეფ რათკემ.
უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს ადვოკატის ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გადაწყვეტილებით, სავჩენკოს საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო პერიოდი 2015 წლის 13 ნოემბრამდე გახანგრძლივდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინელი მფრინავი მოსკოვის ციხეში რჩება. ნადეჟდა სავჩენკო პრორუსმა მებრძოლებმა აღმოსავლეთ უკრაინაში გასული წლის ივნისში დააკავეს და რუსეთს გადასცეს, სადაც მას რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში ადანაშაულებენ.
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.