Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თარხან ბათირაშვილის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ, ამერიკის მთავრობა ჯილდოდ 5 მილიონ დოლარს აწესებს
თარხან ბათირაშვილის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ, ამერიკის მთავრობა ჯილდოდ 5 მილიონ დოლარს აწესებს

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ლი­დე­რის, თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ჯილ­დოს გა­ცე­მის პი­რო­ბას დებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ბი­ბი­სი" ავ­რცე­ლებს. ვა­შინგტო­ნი კი­დევ სამი ლი­დე­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც ითხოვს, მათ შო­რის აბდ ალ-რაჰ­მან მუს­ტა­ფა ალ-ქა­დუ­ლის, აბუ მუ­ჰა­მედ ალ-ად­ნა­ნი­სა და თა­რიქ ბინ-ალ-თა­ჰარ ბინ ალ ფა­ლიჰ ალ-ავნი ალ-ჰარ­ზის შე­სა­ხებ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვა­შინგტონ­მა მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ტე­ხას­ში მომ­ხდარ თავ­დას­ხმა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" აიღო. "ხა­ლი­ფა­ტის" ორი სამ­ხედ­რო წი­ნას­წარ­მე­ტყველ მუ­ჰა­მე­დის კა­რი­კა­ტუ­რე­ბის თე­მა­ზე კონ­ფე­რენ­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას და­ლას­ში მდე­ბა­რე სა­კონ­ფე­რენ­ციო ცენ­ტრს და­ეს­ხა თავს. თუმ­ცა, პო­ლი­ცი­ამ მათი ლიკ­ვი­და­ცია მა­ლე­ვე შეძ­ლო.

რგო­როც "ბი-ბი-სი" წერს, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი ბა­თი­რაშ­ვი­ლი­სა და ად­ნა­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ 5-5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის, ჰარ­ზის შე­სა­ხებ 3 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის, ხოლო ქა­დუ­ლის შე­სა­ხებ 7 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­ცე­მის პი­რო­ბას დებს. ად­ნა­ნი "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" პრესს­პი­კე­რია, ბა­თი­რაშ­ვი­ლი - საბ­რძო­ლო მე­თა­უ­რი ჩრდი­ლო­ეთ სი­რი­ა­ში, ჰარ­ზი კი - ის­ლა­მის­ტე­ბის თვით­მკვლე­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი. "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" სი­რი­ი­სა და ერა­ყის დიდ ტე­რი­ტო­რი­ას აკონ­ტრო­ლებს, მათ მი­ზანს ის­ლა­მუ­რი ხა­ლი­ფა­ტის შექ­მნა და მკაც­რი ის­ლა­მუ­რი კა­ნო­ნე­ბის დამ­კვიდ­რე­ბა წარ­მო­ად­გენს. ისი­ნი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მა­სობ­რივ დარ­ღვე­ვა­ში, ხალ­ხის და­ხოც­ვა­ში, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­სა და ბავ­შვე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში არი­ან ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თარხან ბათირაშვილის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ, ამერიკის მთავრობა ჯილდოდ 5 მილიონ დოლარს აწესებს

თარხან ბათირაშვილის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ, ამერიკის მთავრობა ჯილდოდ 5 მილიონ დოლარს აწესებს

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის, თარხან ბათირაშვილის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ რამდენიმე მილიონი დოლარის ჯილდოს გაცემის პირობას დებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. ვაშინგტონი კიდევ სამი ლიდერის შესახებ ინფორმაციასაც ითხოვს, მათ შორის აბდ ალ-რაჰმან მუსტაფა ალ-ქადულის, აბუ მუჰამედ ალ-ადნანისა და თარიქ ბინ-ალ-თაჰარ ბინ ალ ფალიჰ ალ-ავნი ალ-ჰარზის შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ვაშინგტონმა მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე დღის წინ ტეხასში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. "ხალიფატის" ორი სამხედრო წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების თემაზე კონფერენციის მსვლელობისას დალასში მდებარე საკონფერენციო ცენტრს დაესხა თავს. თუმცა, პოლიციამ მათი ლიკვიდაცია მალევე შეძლო.

რგოროც "ბი-ბი-სი" წერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბათირაშვილისა და ადნანის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5-5 მილიონი დოლარის, ჰარზის შესახებ 3 მილიონი დოლარის, ხოლო ქადულის შესახებ 7 მილიონი დოლარის გაცემის პირობას დებს. ადნანი "ისლამური სახელმწიფოს" პრესსპიკერია, ბათირაშვილი - საბრძოლო მეთაური ჩრდილოეთ სირიაში, ჰარზი კი - ისლამისტების თვითმკვლელი ტერორისტების ხელმძღვანელი. "ისლამური სახელმწიფო" სირიისა და ერაყის დიდ ტერიტორიას აკონტროლებს, მათ მიზანს ისლამური ხალიფატის შექმნა და მკაცრი ისლამური კანონების დამკვიდრება წარმოადგენს. ისინი ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაში, ხალხის დახოცვაში, გაუპატიურებასა და ბავშვების მკვლელობაში არიან ბრალდებულები.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ