საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს გიორგობაა: რა უნდა იცოდეს მორწმუნემ წმინდანის აღსრულების დღის შესახებ
დღეს გიორგობაა: რა უნდა იცოდეს მორწმუნემ წმინდანის აღსრულების დღის შესახებ

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია 6 მა­ისს წმინ­და დიდ­მო­წა­მე გი­ორ­გის აღ­სრუ­ლე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს. ყვე­ლა მოქ­მედ ტა­ძარ­ში დი­ლი­დან წირ­ვა-ლოც­ვა აღევ­ლი­ნე­ბა.

"წმი­და მთა­ვარ­მო­წა­მე გი­ორ­გი მოღ­ვა­წე­ობ­და იმ­პე­რა­ტორ დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნეს დროს, მე­სა­მე სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს და მე­ო­თხე სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში.

დიდ­მო­წა­მე გი­ორ­გი რო­მის არ­მი­ა­ში წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მხე­დარ­თმთა­ვა­რი იყო. დი­ოკ­ლი­ტი­ა­ნემ მას სა­მე­ფოს ნა­ხე­ვა­რი შეს­თა­ვა­ზა სარ­წმუ­ნო­ე­ბის დათ­მო­ბის სა­ნაც­ვლოდ. მაგ­რამ მო­წა­მე გი­ორ­გიმ უპა­სუ­ხა მას: "ჩვემ­თვის ცხოვ­რე­ბაა ქრის­ტე და სიკ­ვდი­ლი შე­სა­ძი­ნელ". ანუ მო­წა­მემ უშიშ­რად აღი­ა­რა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და თქვა, რომ ქრის­ტი­ა­ნო­ბა მისი ცხოვ­რე­ბის წე­სია, რომ უნდა გა­ნა­შო­როს იგი ქრის­ტეს სარ­წმუ­ნო­ე­ბას, რო­გორც ამას პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი ამ­ბობს: "რამ გან­მა­შო­როს ქრის­ტეს ჭირ­მან, ანუ იწ­რო­ე­ბა­მან, შიშ­მან ანუ დევ­ნუ­ლე­ბა­მან,"და ახო­ვან­მა მოღ­ვა­წემ თავი მი­უშ­ვი­რა ჯა­ლა­თის მახ­ვილს.

არა­ერ­თი წა­მე­ბის მოწ­მე გახ­და წმი­და­ნი, ხან ურ­მის თვალ­ზე და­აკ­რეს, ხან გა­ვარ­ვა­რე­ბულ კი­რის ღუ­მელ­ში მო­ა­თავ­სეს, ხან რკი­ნის ჩექ­მე­ბი ჩა­აც­ვეს, რო­მელ­შიც წვერ­წა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი ლურ­სმნე­ბი იყო და­მაგ­რე­ბუ­ლი, რათა და­ჩხვლე­ტო­და ფე­ხე­ბი და ისე არ­ბე­ნი­ნეს. მაგ­რამ ყო­ვე­ლი წა­მე­ბის დროს წმინ­დანს თა­ვად ქრის­ტე აძ­ლი­ე­რებ­და და სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გან­კურ­ნავ­და.

დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნეს უმ­თავ­რეს­მა ქუ­რუმ­მა გრძნე­ულ­მა ხერ­ხს მი­მარ­თა და მეფე დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნეს სთხო­ვა ებ­რძა­ნე­ბი­ნა წმინ­და­ნი­სათ­ვის მკვდრის გა­ცო­ცხლე­ბა, წმი­დან­მა კი ქრის­ტე­სად­მი ლოც­ვით აღად­გი­ნა მკვდა­რი.

წმინ­დანს 303 წელს, 30 წლის ასაკ­ში, მოკ­ვე­თეს თავი. იგი ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და რო­გორც ძლე­ვა­შე­მო­სი­ლი და უძ­ლე­ვე­ლი ზე­ცი­უ­რი მხე­და­რი.

ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, წმმინ­და გი­ორ­გის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ღმერ­თმა მისი სხე­უ­ლი და­ა­ნა­წი­ლა და ქვე­ყა­ნა­ზე მი­მო­აბ­ნია და ყველ­გან, სა­დაც ეს ნა­წი­ლი მოხ­ვდა, სა­ლო­ცა­ვე­ბი და­ა­წე­სა. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობ­და წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის 363 ტა­ძა­რი და სამ­ლოც­ვე­ლო.

წმი­და გი­ორ­გის მთე­ლი მსოფ­ლიო სცემს თაყ­ვანს, მაგ­რამ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­ჯერ, 23 ნო­ემ­ბერს და 6 მა­ისს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლამ­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია აღ­ნიშ­ნავს წმინ­და­ნის ხსე­ნე­ბის დღეს.

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მრევ­ლი წმი­დი­სა დი­დე­ბუ­ლი­სა დიდ­მო­წა­მი­სა, ძლე­ვა­მო­სი­ლი­სა და სას­წა­ულ­მოქ­მე­დი­სა გი­ორ­გის მი­მართ კი­თხუ­ლობს შემ­დეგ ტრო­პარ­სა და კო­დაკს:

ტრო­პა­რი

ტყვე­თა გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლო და გლა­ხაკ­თა ხე­ლის აღმპყრო­ბე­ლო, სნე­ულ­თა მკურ­ნა­ლო და მე­ფე­თა უძ­ლე­ვე­ლო წი­ნამ­ბრძო­ლო, ღვაწ­ლით შე­მო­სი­ლო დიდო მო­წა­მეო გი­ორ­გი, ევედ­რე ქრის­ტე­სა ღმერ­თსა შე­წყა­ლე­ბად სულ­თა ჩუ­ენ­თათ­ვის.

კონ­და­კი

მო­ი­მუ­შა­კე ღმრთი­სა მიერ და გა­მოჩ­ნდი მუ­შა­კად პა­ტი­ოს­ნად ღმრთის-მსა­ხუ­რე­ბი­სა, გი­ორ­გი, და სათ­ნო­ე­ბა­თა მჭე­ლე­უ­ლი შე­უკ­რი­ბე თავ­სა თვის­სა, რა­მე­თუ ცრემ­ლით სთე­სე და სი­ხა­რუ­ლით მო­იმ­კე, სის­ხლი დას­თხიე და მოღ­ვა­წე­ბი­თა ქრის­ტე შე­ი­ძი­ნე, და აწ მე­ო­ხე­ბი­თა შე­ნი­თა იხ­სნი სი­კუ­დი­ლი­სა­გან სულ­თა ჩუ­ენ­თა.

Ambebi.ge გი­ლო­ცავთ გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­ულს.

მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით მო­ამ­ზა­და ნანა ჩხა­ი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

დღეს გიორგობაა: რა უნდა იცოდეს მორწმუნემ წმინდანის აღსრულების დღის შესახებ

დღეს გიორგობაა: რა უნდა იცოდეს მორწმუნემ წმინდანის აღსრულების დღის შესახებ

მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს. ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან წირვა-ლოცვა აღევლინება.

"წმიდა მთავარმოწამე გიორგი მოღვაწეობდა იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, მესამე საუკუნის ბოლოს და მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში.

დიდმოწამე გიორგი რომის არმიაში წარჩინებული მხედართმთავარი იყო.  დიოკლიტიანემ მას სამეფოს ნახევარი შესთავაზა სარწმუნოების დათმობის სანაცვლოდ. მაგრამ მოწამე გიორგიმ უპასუხა მას: "ჩვემთვის ცხოვრებაა ქრისტე და სიკვდილი შესაძინელ". ანუ მოწამემ უშიშრად აღიარა ჭეშმარიტება და თქვა, რომ ქრისტიანობა მისი ცხოვრების წესია, რომ უნდა განაშოროს იგი ქრისტეს სარწმუნოებას, როგორც ამას პავლე მოციქული ამბობს: "რამ განმაშოროს ქრისტეს ჭირმან, ანუ იწროებამან, შიშმან ანუ დევნულებამან,"და ახოვანმა მოღვაწემ თავი მიუშვირა ჯალათის მახვილს.

არაერთი წამების მოწმე გახდა წმიდანი, ხან ურმის თვალზე დააკრეს, ხან გავარვარებულ კირის ღუმელში მოათავსეს, ხან რკინის ჩექმები ჩააცვეს, რომელშიც წვერწამახვილებული ლურსმნები იყო დამაგრებული, რათა დაჩხვლეტოდა ფეხები და ისე არბენინეს. მაგრამ ყოველი წამების დროს წმინდანს თავად ქრისტე აძლიერებდა და სასწაულებრივად განკურნავდა.

დიოკლეტიანეს უმთავრესმა ქურუმმა გრძნეულმა ხერხს მიმართა და მეფე დიოკლეტიანეს სთხოვა ებრძანებინა წმინდანისათვის მკვდრის გაცოცხლება, წმიდანმა კი ქრისტესადმი ლოცვით აღადგინა მკვდარი.

წმინდანს 303 წელს, 30 წლის ასაკში, მოკვეთეს თავი. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

ლეგენდის თანახმად, წმმინდა გიორგის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია და ყველგან, სადაც ეს ნაწილი მოხვდა, სალოცავები დააწესა. საქართველოში არსებობდა წმინდა გიორგის სახელობის 363 ტაძარი და სამლოცველო.

წმიდა გიორგის მთელი მსოფლიო სცემს თაყვანს, მაგრამ წლის განმავლობაში ორჯერ, 23 ნოემბერს და 6 მაისს მხოლოდ საქართველოს მართლამდიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმინდანის ხსენების დღეს.

მართლმადიდებელი მრევლი წმიდისა დიდებულისა დიდმოწამისა, ძლევამოსილისა და სასწაულმოქმედისა გიორგის მიმართ კითხულობს შემდეგ ტროპარსა და კოდაკს:

ტროპარი

ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი

მოიმუშაკე ღმრთისა მიერ და გამოჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა, გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა თვისსა, რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.

Ambebi.ge გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს.

მართლმადიდებლური ლიტერატურის გამოყენებით მოამზადა ნანა ჩხაიძემ.

"თავზარდამცემი ამბავი - კოვიდმა შეიწირა ცნობილი მუსიკოსი, ჰობოისტი გოგი ბერიძე და მისი მეუღლე..."

"საქართველოს მოსახლეობამ ნაადრევად ირწმუნა, რომ COVID-19 საფრთხეს არ წარმოადგენს" - თენგიზ ცერცვაძის განცხადება და მიმართვა უცხოეთში მომუშავე ქართველ ექიმებს

"ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ შვილების შეცდომისა თუ დანაშაულის გამო" - გიორგი კეკელიძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულის დედას დაეხმარება