ისრაელმა პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სატელეფონო ზარის შემდეგ, უკრაინასთან უპილოტო საფრენი აპარატების გაყიდვის გარიგება შეწყვიტა. ამის შესახებ "ლიგა.ნეტ" გამოცემა "ბლუმბერგზე" დაყრდნობით იუწყება, რომელიც ინფორმაციას თავის მხრივ, ისრაელში სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, გასული წლის სექტემბერში უპილოტო აპარატების მწარმოებელი ებრაული კომპანია უკრაინას საფრენი აპარატების მიყიდვას დათანხმდა, მაგრამ ეს გარიგება მაშინაც ჩაიშალა.
სააგენტოსთან "ლიგა.ნეტ"-თან კომენტარზე უარი თქვეს პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციაში, თავდაცვის სამინისტროსა და მწარმოებელ კომპანიაში. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა სააგენტოს არ უპასუხა.