პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდის" განსხვავებული პრეზენტაცია და მოზარდების უზარმაზარი რიგი "ბიბლუს გალერისთან"
მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდის" განსხვავებული პრეზენტაცია და მოზარდების უზარმაზარი რიგი "ბიბლუს გალერისთან"

პრო­ექტ "ლი­ბერ­თინ­სის" ფარ­გლებ­ში ქარ­თულ ენა­ზე ნა­თარ­გმნი ბესტსე­ლე­რის, მარ­კუს ზუ­ზა­კის "წიგ­ნის ქურ­დის" პრე­ზენ­ტა­ცი­ას "ბიბ­ლუს გა­ლე­რი­ში" მო­ზარ­დე­ბის რი­გის გა­რე­შე არ ჩა­უვ­ლია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა თი­ნე­ი­ჯე­რებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტის ღო­ნის­ძი­ე­ბა შეს­თა­ვა­ზეს, "ბიბ­ლუს გა­ლე­რის­თან" მო­ზარ­დთა რიგი კვლავ რამ­დე­ნი­მე ასე­ულ ადა­მი­ანს ით­ვლი­და.

"წიგ­ნის ქურ­დის" პრე­ზენ­ტა­ცია "ბიბ­ლუს გა­ლე­რი­ში" 18:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო. წიგ­ნის შე­ძე­ნის მსურ­ველ­თა რი­ცხვი, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი აღ­მოჩ­ნდა. რიგ­ში მდგომ­თა რი­ცხვი ერთი-ორად იმან გა­ზარ­და, რომ მხო­ლოდ ერთი დღით პრო­ექტ "ლი­ბერ­თინ­სის" ფარ­გლებ­ში წიგ­ნის შე­ძე­ნა ნა­ხე­ვარ ფა­სად იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. სა­ბო­ლო­ოდ "წიგ­ნის ქურ­დის" შე­ძე­ნა აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა მსურ­ველ­მა შეძ­ლო.

ნინი, 13 წლის: "წიგ­ნის ქურ­დის " ყიდ­ვას რამ­დე­ნი­მე თვე ვე­ლო­დი. ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ, რომ დღეს ეს წიგ­ნი ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ვი­და და მე ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ვარ, ვინც "წიგ­ნის ქურ­დის " ყიდ­ვა შეძ­ლო.

ნუ­ნუ­კა, 9 წლის: "მე "ლი­ბერ­თინ­სის" სხვა აქ­ცი­ებ­ზეც ვარ ნამ­ყო­ფი და აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში ყვე­ლა წიგ­ნი მაქვს შე­ძე­ნი­ლი. იმე­დი მაქვს, "წიგ­ნის ქურ­დი" ისე­ვე მო­მე­წო­ნე­ბა, რო­გორც სხვა წიგ­ნე­ბი მო­მე­წო­ნა".

მარ­კუს ზუ­ზა­კის "წიგ­ნის ქურ­დის" პრე­ზენ­ტა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბი­სა და წიგ­ნე­ბის თა­რო­ე­ბი­დან გაქ­რო­ბის შემ­დეგ "ბიბ­ლუს გა­ლე­რი­ში" ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ფილ­მის ჩვე­ნე­ბა მო­ე­წყო. ფილმ "წიგ­ნის ქურ­დის" ჩვე­ნე­ბა­ზე დას­წრე­ბა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­ეძ­ლო.

"დღე­ვან­დე­ლი აქ­ცია სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტის იყო, ვიდ­რე "პა­ლიტ­რა L"-ის წინა აქ­ცი­ე­ბი. "ლი­ბერ­თინ­სის" წევ­რებ­მა თა­ვა­პირ­ვე­ლად წიგ­ნის მი­მო­ხილ­ვა და პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თეს. ამის შემ­დეგ "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რი­ში" ფილ­მის ჩვე­ნე­ბაც მო­ე­წყო, რა­მაც ჩვენს მკი­თხველ­ში დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა", - გა­ნა­ცხა­და "პა­ლიტ­რა L"-ის პრე­ოქ­ტე­ბის მე­ნე­ჯერ­მა თი­ნა­თინ ფე­იქ­რიშ­ვილ­მა.

თბი­ლი­სის გარ­და დღეს პირ­ვე­ლად "წიგ­ნის ქურ­დის" პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა ქა­ლაქ რუს­თავ­შიც.

წიგ­ნი პრო­ექ­ტის "ლი­ბერ­თე­ენ­სის" ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ცა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ თი­ნე­ი­ჯე­რებ­მა ეს და სხვა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­ვა, თა­ვად შე­არ­ჩი­ეს. "შენი თა­ო­ბის არ­ჩე­ვა­ნი" - ასე­თია სლო­გა­ნი, რო­მე­ლიც "ლი­ბერ­თე­ენ­სის" წევრ მო­ზარ­დებს აერ­თი­ა­ნებს.

ჯონი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი

მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდის" განსხვავებული პრეზენტაცია და მოზარდების უზარმაზარი რიგი "ბიბლუს გალერისთან"

მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდის" განსხვავებული პრეზენტაცია და მოზარდების უზარმაზარი რიგი "ბიბლუს გალერისთან"

პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში ქართულ ენაზე ნათარგმნი ბესტსელერის, მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდის" პრეზენტაციას "ბიბლუს გალერიში" მოზარდების რიგის გარეშე არ ჩაუვლია.

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიების ორგანიზატორებმა თინეიჯერებს განსხვავებული ფორმატის ღონისძიება შესთავაზეს, "ბიბლუს გალერისთან" მოზარდთა რიგი კვლავ რამდენიმე ასეულ ადამიანს ითვლიდა.

"წიგნის ქურდის" პრეზენტაცია "ბიბლუს გალერიში" 18:00 საათზე დაიწყო. წიგნის შეძენის მსურველთა რიცხვი, საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა. რიგში მდგომთა რიცხვი ერთი-ორად იმან გაზარდა, რომ მხოლოდ ერთი დღით პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში წიგნის შეძენა ნახევარ ფასად იყო შესაძლებელი. საბოლოოდ "წიგნის ქურდის" შეძენა აქციაში მონაწილე ყველა მსურველმა შეძლო.

ნინი, 13 წლის: "წიგნის ქურდის " ყიდვას რამდენიმე თვე ველოდი. ძალიან გახარებული ვარ, რომ დღეს ეს წიგნი ქართულ ენაზე გამოვიდა და მე ერთ-ერთი პირველი ვარ, ვინც "წიგნის ქურდის " ყიდვა შეძლო.

ნუნუკა, 9 წლის: "მე "ლიბერთინსის" სხვა აქციებზეც ვარ ნამყოფი და აქციის ფარგლებში ყველა წიგნი მაქვს შეძენილი. იმედი მაქვს, "წიგნის ქურდი" ისევე მომეწონება, როგორც სხვა წიგნები მომეწონა".

მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდის" პრეზენტაციის დასრულებისა და წიგნების თაროებიდან გაქრობის შემდეგ "ბიბლუს გალერიში" ამავე სახელწოდების ფილმის ჩვენება მოეწყო. ფილმ "წიგნის ქურდის" ჩვენებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

"დღევანდელი აქცია სრულიად განსხვავებული ფორმატის იყო, ვიდრე "პალიტრა L"-ის წინა აქციები. "ლიბერთინსის" წევრებმა თავაპირველად წიგნის მიმოხილვა და პრეზენტაცია გამართეს. ამის შემდეგ "ბიბლუსი გალერიში" ფილმის ჩვენებაც მოეწყო, რამაც ჩვენს მკითხველში დიდი მოწონება დაიმსახურა", - განაცხადა "პალიტრა L"-ის პრეოქტების მენეჯერმა თინათინ ფეიქრიშვილმა.

თბილისის გარდა დღეს პირველად "წიგნის ქურდის" პრეზენტაცია გაიმართა ქალაქ რუსთავშიც.

წიგნი პროექტის "ლიბერთეენსის" ფარგლებში გამოიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ თინეიჯერებმა ეს და სხვა ნაწარმოებები, რომლებიც მოგვიანებით გამოვა, თავად შეარჩიეს. "შენი თაობის არჩევანი" - ასეთია სლოგანი, რომელიც "ლიბერთეენსის" წევრ მოზარდებს აერთიანებს.

ჯონი პატარკაციშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია