"X ფაქტორის" ყველაზე დრამატული ეპიზოდის ვარსკვლავები: ძლიერი კონკურსანტები მენტორებთან მუშაობის პროცესსა და დამარცხებულებზე

"X ფაქტორის" ყველაზე დრამატული ეპიზოდის ვარსკვლავები: ძლიერი კონკურსანტები მენტორებთან მუშაობის პროცესსა და დამარცხებულებზე

"X ფაქტორის" გარშემო ვნებათაღელვა არ წყდება. მენტორების გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში სხვადასხვაგვარი შეფასებები მოჰყვა. ამბობენ, რომ მენტორებმა პროექტიდან ბევრი ძლიერი კონკურსანტი გაუშვეს. Ambebi.ge პროექტის იმ მონაწილეებს დაუკავშირდა, რომლებმაც მენტორების დადებითი შეფასებები მოიპოვეს და შოუში დარჩნენ.

ბათუმელი ჯარისკაცი გიორგი ნაკაშიძე,  პროექტის მენტორების შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონკურსანტია. მის გამოჩენას ფილარმონიის სცენაზე ყველა დადებითად შეხვდა, შესაბამისად, გიორგი გაბუნიამ ის გუნდში დატოვა.

დაგაინტერესებთ| "სიყვარულისთვის ჯერ არ მცალია" - ვინ არის მრავალი ნიჭით დაჯილდოებული რიგითი ნაკაშიძე, რომელიც უმაღლეს საბჭოს იცავს

გიორგი ნაკაშიძე:

- პროექტში მამაჩემის თხოვნით მივედი. არ ველოდი, ასე კარგად თუ გამოვიდოდა ყველაფერი და სკამების ეტაპსაც გადავლახავდი. თავდაპირველად ვნერვიულობდი, არ ვიცოდი გიორგი გაბუნია როგორ შემაფასებდა, მაგრამ ახლა ვამბობ, ძალიან კარგია მასთან მუშაობა. ყველა, ვინც იღებს მონაწილეობას პროექტში, ძლიერი კონკურსანტია. ბევრზე დამწყდა გული, რომ გაუშვეს. ვნახოთ, რა იქნება.

თიკო მოსემღვდლიშვილის გამოჩენამ მაყურებელი თავიდანვე მოხიბლა. "X ფაქტორის" კონკურსანტმა ჟიურის და მსმენელის ყურადღება საკუთარი გარეგნობითაც მიიპყრო.

დაგაინტერესებთ| "მარტოხელა დედა ვარ, რთულია..." - "X ფაქტორის" ულამაზესი აღმოჩენა დანგრეულ ოჯახსა და სამომავლო გეგმებზე

თიკო მოსემღვდლიშვილი:

- პროექტის დატოვებისთვისაც მზად ვიყავი. ძლიერი კონკურენტები მყავდა, მაგრამ გამიმართლა და დავრჩი.

- როგორ ფიქრობ, რამდენად სამართლიანი იყო რამდენიმე ძლიერი კონკურსანტის პროექტიდან გაშვება?

- სოფომ უფრო კარგად იცის ყველაფერი და მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ყველა ერთმანეთის ჟანრში თუ მოვსინჯავთ საკუთარ ძალებს, მსმენელი უკეთესად ჩამოყალიბდება, ვის რა შეუძლია. უკვე ვმუშაობთ, კარგია სოფოსთან ერთად მუშაობა. იმედი ბოლოს კვდება და ვნახოთ, რა შედეგი მექნება პროექტში.

ლინდა ადამია გამოჩენისთანავე ჟიურის ფავორიტი გახდა და პროექტშიც დარჩა. ის ყველაზე დაძაბული ტურის პირველი მონაწილე იყო, რომელმაც სკამი მოიპოვა და ის ბოლომდე შეინარჩუნა.

ლინდა ადამია:

- არ ველოდი სკამების ეტაპის წარმატებით გადალახვას, რთულია ასეთ მომღერლებს კონკურენცია გაუწიო. "X ფაქტორის" გვერდზე ბევრი დადებითი კომენტარი წავიკითხე ჩემს შესახებ და მიხარია, რომ კარგად არის ხალხი ჩემს მიმართ განწყობილი. თავს არ დავზოგავ, ყველაფერს გავაკეთებ გამარჯვებისთვის. სოფია ნიჟარაძე არის ჩემი კუმირი, ის მსოფლიომ აღიარა, არც მიფიქრია სოფიას გავუტოლდე, უმაგრესია ის, მაგარი მენტორი მყავს და აღფრთოვანებული ვარ. მუშაობის დროს ყველა დეტალს აკონტროლებს, მიმიკებსაც კი.

"X ფაქტორის" მაყურებელი აღმოჩნდა მომღერალი ლელა წურწუმია, რომელმაც პროექტს მენტორებთან ერთად უყურა. ცნობილ მომღერალს შოუში საკუთარი რჩეულიც ჰყავს, თუმცა არ აკონკრეტებს, რომელია.

ლელა წურწუმია:

- საინტერესო პროექტია, ჩემი მეგობრები არიან ჟიურიში. მე ვიყავი ერთ-ერთი პროექტის მენტორი და ვიცი, რთულია ასეთ დროს გადაწყვეტილებების მიღება. კონკურსის დროს, ბევრი რეპეტიციაზე კარგად გაჩვენებს თავს, მაგრამ კონცერტზე ნერვიულობა ჯაბნის. ასეთი ადამიანი უკვე პრობლემაა კონკურსში. თუ შენ თავდაჯერებულობას კარგავ, ასეთი ადამიანისთვის ადგილი არ არის სცენაზე. პროექტის მწვრთნელს თავისი მონახაზი და გეგმები აქვს.

- ფავორიტი გყავთ?

- ბევრი მომწონს, წელს უფრო ბევრი ძლიერები არიან. ბევრი კონკურსანტი მოვიდა სხვადასხვა პროექტიდან და სწორია, რომ ისინი წავიდნენ სახლში. მათ უკვე აქვთ გამოცდილება. ამავე დროს, აღმოჩნდა, რომ ახალი სახეები ბევრ კონკურსგავლილს ჯობია.

- ხომ არ აპირებთ რომელიმე კონკურსანტს გაუწიოთ პროდუსერობა და საერთაშორისო კონკურსზე წარადგინოთ?

- ვიცი, რასაც გულისხმობთ. როცა დუეტი "ჯორჯია" იურმალაზე წავიყვანეთ, 6 წლის მერე წარვადგინე ნუცა ბუზალაძე. ცოტა მათემატიკური გათვლები მაქვს და ინტუიციაც კარგი მაქვს, კონკურსის წესია ასეთი, ჯერჯერობით არ ვაპირებ რომელიმე კონკურსში მონაწილეობა მივიღო. როცა დრო მოვა, აუცილებლად წავიყვან ჩემს ფავორიტს კონკურსზე.

"რუსთავი 2"-ს მუსიკალური მეგაშოუს, "X ფაქტორის" მორიგ ეპიზოდში "სკამების ეტაპის" მეორე რაუნდი გაიმართება, რომელშიც კონკურსანტებიდან საუკეთესო ოთხი ფინალისტის არჩევა ანრი ჯოხაძეს (ბავშვების კატეგორია) და თამთა გოდუაძეს (ჯგუფების კატეგორია) მოუწევს. შოუს მომდევნო სერია ორშაბათს, 11 მაისს გავა ეთერში.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სიახლე!

თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება