რამდენიმე დღის წინ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელის კანდიდატურის წარდგენამ, საზოგადოების ზოგიერთ წრეებში უარყოფითი გამოხმაურება ჰპოვა. გაღიზიანების მთავარი მიზეზი, თავდაცვის სამინისტროს სათავეში ქალის მოსვლა გახდა. AMBEBI.GE დაინტერესდა იმ ქვეყნებით, რომელთა თავდაცვის უწყებასაც ქალები ხელმძღვანელობენ, გთავაზობთ ჩამონათვალს:
რობერტა პინოტი, იტალიის თავდაცვის მინისტრი 2014 წლიდან დღემდე
პროვინციების საბჭოს ყოფილი წევრი, პარლამენტის წევრი დემოკრატიული პარტიიდან და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.
ურსულა ვონ დერ ლეიენი, გერმანიის თავდაცვის მინისტრი 2013 წლიდან დღემდე
სოციალური საკითხების, ქალების, ოჯახის და ჯანდაცვის მინისტრი 2003-05 წლებში. 2005-დან 2009 წლამდე ოჯახური საქმეების, პენსიონერების, ქალების და ახალგაზრდა მოქალაქეების მინისტრი.
ერიქსენ სიორეიდი, ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი
პარლამენტის წევრი კონსერვატორული პარტიიდან 2001 წლიდან მოყოლებული, 2009-2013 წლებში საგარეო საქმეთა კომიტეტის უფროსი.
კერი ლინ ფაინდლი, კანადის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი 2013 წელს
პარლამენტის წევრი კონსერვატორული პარტიიდან 2011 წლიდან და იუსტიციის მინისტრის თანაშემწე.კაროლინა პიკე, ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი 2012 წელს
აგრეთვე ვიცე-პრემიერი 2011 წელს. ადვოკატი, ლიბერალ დემოკრატების დამაარსებელი, წარმომადგენელი.ჟანინ ჰინის პლასჩარტი, ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრი 2012 წლიდან მოყოლებული
ევროპარლამენტის წევრი 2004 წლიდან 2010 წლამდე.კარინ ენსტრიომი, შვედეთის თავდაცვის მინისტრი 2012-2014 წლებში
კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი პარლამენტში 1998 წელს, ვაქსჰოლმის მერი 2002-2006 წლებში. საგარეო საქმეთა კომიტეტის უფროსი 2010-2011 წლებში.კატარინა ელმსატერ სვარდი, შვედეთის თავდაცვის მინისტრი 2012 წელს
სტოკჰოლმის მერი 2008-2010 წლებში და ინფრასტრუქტურის მინისტრი 2010 წლიდან.გიტე ლილელანდ ბეჩი, დანიის თავდაცვის მინისტრი 2010-2011 წლებში
მემარჯვენე ლიბერალების წარმომადგენელი პარლამენტში 1999 წელს და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე 2006-2012 წლებში. გათხოვილია ტომას ეგებოზე, კლიმატის და ენერგიის მინისტრზე.
გრეტა ფარემო, ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი 2009-2011 წლებში
იუსტიციის მინისტრი 1992-96 წლებში, 2011 წლიდან მოყოლებული ისევ იუსტიციის მინისტრია.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა თინა ხიდაშელის დანიშვნის ბრძანება უკვე გამოსცა, თუმცა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს. რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მინდია ჯანელიძეს, ის კვლავ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს უხელმძღვანელებს.