სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნეპალში მოსახლეობა სხვადასხვა დაავადების გავრცელების საფრთხის წინაშე დგას
ნეპალში მოსახლეობა სხვადასხვა დაავადების გავრცელების საფრთხის წინაშე დგას

ნე­პალ­ში 25 აპ­რილს მომ­ხდა­რი ძლი­ე­რი მი­წისძვრის გამო, მო­სახ­ლე­ო­ბა სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხის წი­ნა­შე დგას. ამის შე­სა­ხებ "ბი­ბი­სის" ცნო­ბით, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი აცხა­დე­ბენ. თავ­შე­საფ­რის ნაკ­ლე­ბო­ბის, და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი წყლი­სა და მძი­მე სა­ნი­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბის გამო შე­საძ­ლოა, ქვე­ყა­ნა­ში ქო­ლე­რა, დი­ზენ­ტე­რია და სხვა მსგავ­სი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გავ­რცელ­დეს.

რო­გორც ბრი­ტა­ნე­თის კა­ტას­ტრო­ფე­ბი­სა და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­თა კო­მი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, აღ­ნიშ­ნუ­ლი საფრ­თხის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად სა­ჭი­როა და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­სუფ­თა­ვე­ბა და სას­წრა­ფო პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა. ბრი­ტა­ნე­თის კა­ტას­ტრო­ფე­ბი­სა და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­თა კო­მი­ტე­ტის პრესს­პი­კე­რის თქმით, ქო­ლე­რა ნე­პალ­ში ენ­დე­მუ­რია, გა­სულ წელს ამ და­ა­ვა­დე­ბით 600 ადა­მი­ა­ნი და­ა­ვად­და, 2009 წელს კი ეპი­დე­მი­ის შე­დე­გად 300 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და. ამი­ტო­მაც შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, ქო­ლე­რას გავ­რცე­ლე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა დი­დია.

და­ახ­ლო­ე­ბით ათი დღის წინ მომ­ხდა­რი 7,9 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრის შე­დე­გად, 8 000-მდე ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 14 000-ზე მეტი კი და­შავ­და. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის დახ­მა­რე­ბას 4 000-ზე მეტი ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო მაშ­ვე­ლი ცდი­ლობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნეპალში მოსახლეობა სხვადასხვა დაავადების გავრცელების საფრთხის წინაშე დგას

ნეპალში მოსახლეობა სხვადასხვა დაავადების გავრცელების საფრთხის წინაშე დგას

ნეპალში 25 აპრილს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო, მოსახლეობა სხვადასხვა დაავადების გავრცელების საფრთხის წინაშე დგას. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ჰუმანიტარული ორგანიზაციები აცხადებენ. თავშესაფრის ნაკლებობის, დაბინძურებული წყლისა და მძიმე სანიტარული პირობების გამო შესაძლოა, ქვეყანაში ქოლერა, დიზენტერია და სხვა მსგავსი დაავადებები გავრცელდეს.

როგორც ბრიტანეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციათა კომიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული საფრთხის აღმოსაფხვრელად საჭიროა დაბინძურებული ტერიტორიების დასუფთავება და სასწრაფო პრევენციული ზომების მიღება. ბრიტანეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციათა კომიტეტის პრესსპიკერის თქმით, ქოლერა ნეპალში ენდემურია, გასულ წელს ამ დაავადებით 600 ადამიანი დაავადდა, 2009 წელს კი ეპიდემიის შედეგად 300 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ამიტომაც შექმნილი ვითარების გამო, ქოლერას გავრცელების საშიშროება დიდია.

დაახლოებით ათი დღის წინ მომხდარი 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, 8 000-მდე ადამიანი დაიღუპა, 14 000-ზე მეტი კი დაშავდა. დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას 4 000-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო მაშველი ცდილობს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია