პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 18:36-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქრისტინე იმედაძე ქართველი მილიონერის ვაჟს გაუმიჯნურდა - რა პირობა გატეხა თოშა ქებურიამ
ქრისტინე იმედაძე ქართველი მილიონერის ვაჟს გაუმიჯნურდა - რა პირობა გატეხა თოშა ქებურიამ

ქარ­თვე­ლი მი­ლი­ო­ნე­რი­სა და ქველ­მოქ­მე­დის ბუბა ქე­ბუ­რი­ას ვაჟი, თორ­ნი­კე, ანუ თოშა, დიდი ხა­ნია, ტაბ­ლო­ი­დე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა, არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მის ფარ­გლებს გა­რე­თაც. თოშა სიმ­პა­თი­უ­რი ბი­ჭია, უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო გა­ტა­ცე­ბა აქვს, პირ­ველ რიგ­ში კი მან­ქა­ნე­ბი­სა და მო­ტო­ციკ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი და ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ოჯა­ხის ფი­ნან­სუ­რი სიძ­ლი­ე­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­სურ­ველ სა­სი­ძოდ მი­იჩ­ნე­ვა.

ძა­ლი­ან უყ­ვარს რის­კი და სი­ა­მოვ­ნებს, ამი­ტო­მაც გა­და­წყვი­ტა, თა­ვის დრო­ზე მა­მის­თვის მი­ცე­მუ­ლი პი­რო­ბა გა­ე­ტე­ხა და მო­ტო­ციკლზე დამ­ჯდა­რი­ყო, შემ­დეგ კი შე­ჯიბ­რე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნო­ბა და­ე­სა­ხა მიზ­ნად. რო­გორც ერთ-ერთი პრეს­ტი­ჟუ­ლი სა­მან­ქა­ნო ბრენ­დის, ქარ­თულ "ფე­ის­ბუქ" გვერდთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, "ბავ­შვო­ბა­ში სპორტზე დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ უმა­ტო­რო სპორტზე, ანუ ცუ­რავ­სა და რაგ­ბი­ზე. ცურ­ვა­ზე 7-8 წლი­დან, რაგ­ბი­ზე კი 14-15 წლი­დან.

მა­მა­ჩე­მი, ასე ვთქვათ, არას­პორ­ტუ­ლი კა­ცია, ბიზ­ნეს­ში ჩარ­თუ­ლი. მის­თვის სპორ­ტი რის­კია, რის­კი კი – ცუ­დია. ჩემ­თვის კი რის­კი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. ბავ­შვო­ბი­დან გა­რი­გე­ბა მქონ­და, ყვე­ლა­ფე­რი გექ­ნე­ბა, ოღონდ მო­ტო­ზე არ გნა­ხო­თო. ეს სი­ტყვა გავ­ტე­ხე. აი, რო­გორც ხე­დავთ, აქ ვარ".

თოშა დას­თან, დი­ზა­ი­ნერ ლიკა, ანუ რია ქე­ბუ­რი­ას­თან ერ­თად, 20 წლის ასაკ­ში საფ­რან­გეთ­ში წა­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, თუმ­ცა შემ­დეგ თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ბა­ი­კე­რი არ იყო, მაგ­რამ ამ სფე­რო­ში ჩარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ, ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რეს­და და ბა­ი­კე­რი გახ­და. დღეს ყო­ველ­დღე არა, მაგ­რამ ყო­ველ მე­ო­რე დღეს ბა­იკ­ზე ზის. "სტრე­სია, უკან რომ მოგ­ყვე­ბი­ან, რომ დაგ­დე­ვენ, მაგ­რამ ფი­ნიშ­ზე პირ­ვე­ლო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნოა, მა­გა­რი ხარ და პირ­ვე­ლი ხარ. მე სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნო­ბის­თვის ვიბ­რძვი", - ამ­ბობ­და თოშა 2014 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მო­ტომრბო­ლელ­თა შე­ჯიბ­რე­ბის წინ.

სა­ნამ მო­ტორ­ბო­ლა გა­ი­ტა­ცებ­და, თოშა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის იმით გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ მსოფ­ლიო მე­დი­აც კი გა­ა­ო­ცა. ორი­ოდ წლის წინ ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც 460 000 ევ­როდ ღი­რე­ბუ­ლი "ლამ­ბორ­გი­ნი" ხან ამ­სტერ­დამ­შია ვე­ლო­სი­პე­დის სა­ვალ ნა­წილ­ზე არას­წო­რად მი­პარ­კინ­გე­ბუ­ლი, ხან კი პა­რიზ­ში, ეი­ფე­ლის კოშკთან. რო­გორც კი გავ­რცელ­და ხმა, რომ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი და "პარ­კი­რე­ბა­ში და­ოს­ტა­ტე­ბუ­ლი" მან­ქა­ნის მფლო­ბე­ლი ქარ­თვე­ლი იყო, "კვი­რის პა­ლიტ­რა" თო­შას და­უ­კავ­შირ­და.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შედეგები

ქრისტინე იმედაძე ქართველი მილიონერის ვაჟს გაუმიჯნურდა - რა პირობა გატეხა თოშა ქებურიამ

ქრისტინე იმედაძე ქართველი მილიონერის ვაჟს გაუმიჯნურდა - რა პირობა გატეხა თოშა ქებურიამ

ქართველი მილიონერისა და ქველმოქმედის ბუბა ქებურიას ვაჟი, თორნიკე, ანუ თოშა, დიდი ხანია, ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში მოექცა, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. თოშა სიმპათიური ბიჭია, უამრავი საინტერესო გატაცება აქვს, პირველ რიგში კი მანქანებისა და მოტოციკლების სიყვარული და ამ ყველაფერთან ერთად, ოჯახის ფინანსური სიძლიერიდან გამომდინარე, ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სასიძოდ მიიჩნევა.

ძალიან უყვარს რისკი და სიამოვნებს, ამიტომაც გადაწყვიტა, თავის დროზე მამისთვის მიცემული პირობა გაეტეხა და მოტოციკლზე დამჯდარიყო, შემდეგ კი შეჯიბრებებში მონაწილეობა და საქართველოს ჩემპიონობა დაესახა მიზნად. როგორც ერთ-ერთი პრესტიჟული სამანქანო ბრენდის, ქართულ "ფეისბუქ" გვერდთან ინტერვიუში ამბობს, "ბავშვობაში სპორტზე დავდიოდი, მაგრამ უმატორო სპორტზე, ანუ ცურავსა და რაგბიზე. ცურვაზე 7-8 წლიდან, რაგბიზე კი 14-15 წლიდან.

მამაჩემი, ასე ვთქვათ, არასპორტული კაცია, ბიზნესში ჩართული. მისთვის სპორტი რისკია, რისკი კი – ცუდია. ჩემთვის კი რისკი სიამოვნებაა. ბავშვობიდან გარიგება მქონდა, ყველაფერი გექნება, ოღონდ მოტოზე არ გნახოთო. ეს სიტყვა გავტეხე. აი, როგორც ხედავთ, აქ ვარ".

თოშა დასთან, დიზაინერ ლიკა, ანუ რია ქებურიასთან ერთად, 20 წლის ასაკში საფრანგეთში წავიდა საცხოვრებლად, თუმცა შემდეგ თბილისში დაბრუნდა. როგორც თავად ამბობს, ბაიკერი არ იყო, მაგრამ ამ სფეროში ჩართული ადამიანების გაცნობის შემდეგ, ძალიან დაინტერესდა და ბაიკერი გახდა. დღეს ყოველდღე არა, მაგრამ ყოველ მეორე დღეს ბაიკზე ზის. "სტრესია, უკან რომ მოგყვებიან, რომ დაგდევენ, მაგრამ ფინიშზე პირველობა სასიამოვნოა, მაგარი ხარ და პირველი ხარ. მე საქართველოს ჩემპიონობისთვის ვიბრძვი", - ამბობდა თოშა 2014 წლის სექტემბერში მოტომრბოლელთა შეჯიბრების წინ.

სანამ მოტორბოლა გაიტაცებდა, თოშა ქართული საზოგადოებისთვის იმით გახდა ცნობილი, რომ მსოფლიო მედიაც კი გააოცა. ორიოდ წლის წინ ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, სადაც 460 000 ევროდ ღირებული "ლამბორგინი" ხან ამსტერდამშია ველოსიპედის სავალ ნაწილზე არასწორად მიპარკინგებული, ხან კი პარიზში, ეიფელის კოშკთან. როგორც კი გავრცელდა ხმა, რომ ძვირად ღირებული და "პარკირებაში დაოსტატებული" მანქანის მფლობელი ქართველი იყო, "კვირის პალიტრა" თოშას დაუკავშირდა.

იხილეთ გაგრძელება

"ავარიის დღე არ ახსოვს... კომის შემდეგ, რაღაც პერიოდი ამოვარდნილი აქვს" - ულამაზესი წყვილის სიყვარულის ისტორია, რომელმაც დიდ განსაცდელს გაუძლო

"ძალიან ცუდად ვარ ჩემი საქმის გარეშე... ლილოს ბაზრობაც კი გაიხსნა, ხელოვნება არ უნდა დაიჩაგროს" - რა მიმართვას ავრცელებს ლელა წურწუმია

"ნერვები მომეშალა... ალბათ, რაღაც დავაკელი კერძს" - როგორ მოხვდა 27 წლის სპორტსმენი და ცნობილი მორაგბის მეუღლე "მასტერშეფში"