"რუსთავი 2"-ზე "X ფაქტორის" პირველი ლაივშოუ გაიმართა. გადაცემაში გოგოებისა და ბიჭების 4 სკამის კონკურსი ჩატარდა. ჟიურის წევრებმა სოფო ნიჟარაძემ და გიორგი გაბუნიამ საკუთარი გუნდების კონკურსანტებიდან პროექტში 4-4 საუკეთესო მონაწილე უნდა დატოვონ.
სოფოს გუნდის წევრი იყო მომღერალი მარიამ პავლიაშვილი, რომლის დატოვება-არდატოვების საკითხმა მენტორი სოფო ნიჟარაძე დილემის წინაშე დააყენა. საბოლოოდ, სოფომ გიორგი გაბუნიას აზრი გაითვალისწინა და მარიამი შოუდან გაუშვა, რამაც კონკურსანტის მეუღლე ისე გააბრაზა, დარბაზიდან გინება დაიწყო.