პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქსტატი - აპრილში ტრანსპორტის, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ფასი გაიზარდა, სურსათის კი - შემცირდა
საქსტატი - აპრილში ტრანსპორტის, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ფასი გაიზარდა, სურსათის კი - შემცირდა

მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში, წინა თვეს­თან შე­და­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ინფლა­ცი­ის დო­ნემ 0,3 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა. სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აპ­რილ­ში ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნებ­ლის ფორ­მი­რე­ბა­ზე ძი­რი­თა­დი გავ­ლე­ნა ფა­სე­ბის ცვლი­ლე­ბამ იქო­ნია.

კერ­ძოდ, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ტრან­სპორტზე წინა თვეს­თან შე­და­რე­ბით ფა­სე­ბი 1,8 პრო­ცენ­ტით, ალ­კოჰო­ლურ სას­მე­ლებ­სა და თამ­ბა­ქო­ზე კი 1,0 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, საქსტა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფა­სე­ბი 0,3 პრო­ცენ­ტით შემ­ცირ­და სურ­სათ­სა და უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლებ­ზე.

"ტრან­სპორტზე, წინა თვეს­თან შე­და­რე­ბით, ფა­სე­ბი გა­უ­ზარ­და 1,8 პრო­ცენ­ტით. შე­სა­ბა­მი­სად ჯგუ­ფის წვლილ­მა თვის ინფლა­ცი­ის მთლი­ან მაჩ­ვე­ნე­ბელ­ში 0,20 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტი შე­ად­გი­ნა. ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და სატ­რან­სპორ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე (1,7 პრო­ცენ­ტი) და პი­რა­დი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ზე (2,1 პრო­ცენ­ტი).

რაც შე­ე­ხე­ბა ალ­კოჰო­ლურ სას­მე­ლებ­სა და თამ­ბა­ქოს – მო­ცუ­მულ პე­რი­ოდ­ში ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და 1,0 პრო­ცენ­ტით, შე­სა­ბა­მი­სად, ჯგუ­ფის წვლილ­მა თვის ინფლა­ცი­ის მთლი­ან მაჩ­ვე­ნე­ბელ­ში 0,06 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტი შე­ად­გი­ნა. ფა­სე­ბის ზრდა და­ფიქ­სირ­და ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის ქვეჯ­გუ­ფებ­ზე (1,7 პრო­ცენ­ტი).

სურ­სა­თი­სა და უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბის ჯგუფ­ში კი ფა­სე­ბი შემ­ცირ­და 0.3 პრო­ცენ­ტით, რაც თვის ინფლა­ცი­ის მთლი­ან მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე – 0,08 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა. ფა­სე­ბი შემ­ცირ­და რძის, ყვე­ლის და კვერ­ცხლის ქვეჯ­გუფ­ზე (-2,7 პრო­ცენ­ტი) და ბოსტნე­ულ­სა და ბა­ღჩე­ულ­ზე (-2,6 პრო­ცენ­ტი). ამას­თან ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და ხილ­სა და ყუ­რძენ­ზე (5,2 პრო­ცენ­ტი)", - აცხა­დე­ბენ სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნულ სამ­სა­ხურ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ინფლა­ცი­ის დო­ნეს წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2015 წლის აპ­რილ­ში 2014 წლის აპ­რილ­თან შე­და­რე­ბით ინფლა­ცი­ის დო­ნემ სა­ქარ­თვე­ლო­ში 2,5 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

საქსტატი - აპრილში ტრანსპორტის, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ფასი გაიზარდა, სურსათის კი - შემცირდა

საქსტატი - აპრილში ტრანსპორტის, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ფასი გაიზარდა, სურსათის კი - შემცირდა

მიმდინარე წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0,3 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აპრილში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა ფასების ცვლილებამ იქონია.

კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით, ტრანსპორტზე წინა თვესთან შედარებით ფასები 1,8 პროცენტით, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე კი 1,0 პროცენტით გაიზარდა. ამის პარალელურად, საქსტატის ინფორმაციით, ფასები 0,3 პროცენტით შემცირდა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე.

"ტრანსპორტზე, წინა თვესთან შედარებით, ფასები გაუზარდა 1,8 პროცენტით. შესაბამისად ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,20 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1,7 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2,1 პროცენტი).

რაც შეეხება ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოს – მოცუმულ პერიოდში ფასები გაიზარდა 1,0 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ალკოჰოლური სასმელების ქვეჯგუფებზე (1,7 პროცენტი).

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში კი ფასები შემცირდა 0.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე – 0,08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხლის ქვეჯგუფზე (-2,7 პროცენტი) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-2,6 პროცენტი). ამასთან ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (5,2 პროცენტი)", - აცხადებენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.

რაც შეეხება ინფლაციის დონეს წინა წელთან შედარებით, ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის აპრილში 2014 წლის აპრილთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 2,5 პროცენტი შეადგინა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია