როგორ გამოვიყენოთ აბუსალათინის ზეთი თმის გასაჯანსაღებლად

როგორ გამოვიყენოთ აბუსალათინის ზეთი თმის გასაჯანსაღებლად

აბუსალათინის ზეთი ეფექტური საშუალებაა მშრალი, მტვრევადი და დაზიანებული თმის სამკურნალოდ. ატენიანებს თმას და თავის კანს, მას აქვს თმის აღმდგენი მოქმედება.

როგორ გამოვიყენოთ

  • აურიეთ ერთმანეთში 2-2 ჩაის კოვზი დიმექსიდი, ზეთოვანი ა და ე ვიტამინები, აბუსალათინის ზეთი და ლიმონის წვენი. წაისვით თმებზე და თავის ქალაზე, პოლიეთილენის პარკით შეიხვიეთ თავი, ზემოდან ქუდი დაიფარეთ და ერთი საათი გაიჩერეთ (ცოტათი წიწკნის შეგრძნება გექნებათ), შემდეგ 2-3-ჯერ ჩამოიბანეთ შამპუნით. კვირაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება გაკეთება.
  • 2 ს.კ. ხახვის წვენი და 2 ს.კ აბუსალათინის ზეთი აურიეთ ერთმანეთში, წაისვით თმებზე. თავი შეიფუთეთ 30-40 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.
  • 1 ს.კ. აბუსალათინის ზეთი, 1 ს.კ. თხევადი საპონი და 1 ჩ.კ. ალოეს წვენი შეათბეთ ორთქლზე და შეიზილეთ თმის ძირებში. 30 წუთის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ შამპუნით და გადაივლეთ წყალი, რომელშიც უნდა გაურიოთ 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი ან ლიმონის წვენი(1 ლიტრ წყალზე).

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს