ჰოვარდ ფლორის (ავსტრია) ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა წონის კლებისა და ჭარბ ცხიმთან ბრძოლის ახალი გზა აღმოაჩინა. მკვლევართა მონაცემებით, ერთ-ერთი საფუძვლიანად შესწავლილი ფერმენტის "გათიშვა" ამცირებს ცხიმოვანი ნადების მოცულობის და დიაბეტის განვითარების რისკს. ლაპარაკია ე.წ. ანგიოტენზინგარდამქმნელ ფერმენტზე. ეს ის ნივთიერებაა, რომელიც სისხლძარღვთა შევიწროებასა და არტერიული წნევის მატებას იწვევს.
ადრე ჩატარებული ცდების მეშვეობით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ანგიოტენზინგა-რდამქმნელი ფერმენტი აქტიურია ცოცხალი ქსოვილის უჯრედებში და შეუძლია, ხელი შეუწყოს ცხიმების დაგროვებას. ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად მეცნიერებმა გამოიყვანეს თაგვების ჯიში, რომელსაც საერთოდ არ გააჩნდა ამ ფერმენტის მაკოდირებელი გენი.