პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭყლეტა "ყვითელ მარშრუტკებში" - ვინ არის დამნაშავე: მძღოლები თუ მგზავრები?
ჭყლეტა "ყვითელ მარშრუტკებში" - ვინ არის დამნაშავე: მძღოლები თუ მგზავრები?

ალ­ბათ, თი­თო­ე­ულ თქვენ­განს ერთხელ მა­ინც უმგზავ­რია სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით, რო­მელ­შიც არა­თუ და­საჯ­დო­მი, და­სად­გო­მი ად­გი­ლიც კი აღა­რაა. თუმ­ცა, როცა გეჩ­ქა­რე­ბათ, მომ­დევ­ნო ტრან­სპორ­ტის მოს­ვლამ­დე ლო­დინს ისევ ჭყლე­ტა­ში ყოფ­ნას ამ­ჯო­ბი­ნებთ...

იმ მგზავ­რე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც ყო­ველ­დღი­უ­რად გა­დატ­ვირ­თუ­ლი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბით უწევთ მგზავ­რო­ბა, "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს" ერთი "ოქ­როს რჩე­ვა" აქვს: მათ ცხელ ხაზ­ზე უნდა დარ­ე­კონ და დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნონ ოპე­რა­ტორს. ამას­თან, გან­მარ­ტა­ვენ, რომ მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი მუდ­მი­ვად ამოწ­მებს პრო­ცესს და "სა­დაც და­სა­მა­ტე­ბე­ლია, იმ ხაზ­ზე ამა­ტე­ბენ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებს".

"ხა­ზებ­ზე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის მიერ არის დად­გე­ნი­ლი. ეს არის ყო­ველ­თვის მუშა პრო­ცე­სი, რო­დე­საც მო­ნი­ტო­რინ­გი გვიჩ­ვე­ნებს, რომ ხა­ზებ­ზე და­სა­მა­ტე­ბე­ლია მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი, ჩვენ ვუ­მა­ტებთ, ვი­ნა­ი­დან მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი სა­ცო­ბის გამო აცი­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან გრა­ფიკს, ამი­ტომ დაგ­ვი­ა­ნე­ბით მო­დი­ან, ამის გამო მგზავ­რებს უწევთ ლო­დი­ნი ქუ­ჩა­ში და შემ­დეგ უკვე მთა­ვა­რია, რომ ტრან­სპორ­ტში მოხ­ვდნენ. მგვზავ­რებს გვინ­და მო­ვუ­წო­დოთ, რომ არ ავიდ­ნენ გა­დატ­ვირ­თულ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­ში. თუ დის­კომ­ფორ­ტი შე­ექ­მნე­ბათ, კომ­პა­ნი­ის ცხელ ხაზ­ზე დარ­ე­კონ და შეგ­ვა­ტყო­ბი­ნონ, რა­საც შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა" , - აცხა­დებს "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის" პრეს­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნინო პოტრჟებსკა­ია.

კი­დევ ერთი უც­ნა­უ­რო­ბა, "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის" გან­მარ­ტე­ბით, არ აპი­რე­ბენ აუკ­რძა­ლონ მძღო­ლებს ზედ­მე­ტი მგზავ­რის აყ­ვა­ნა "მარ­შრუტ­კა­ში". ნინო პოტრჟებსკა­ი­ას თქმით, თუ ისი­ნი მგზავ­რებს ფეხ­ზე დგო­მას აუკ­რძა­ლა­ვენ, ეს მათ დიდ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

რა გა­მო­დის? მძღო­ლე­ბი და მგზავ­რე­ბი ყო­ფი­ლან "დამ­ნა­შა­ვე­ნი" იმა­ში, რომ "ყვი­თელ მარ­შრუტ­კებ­შიც" კი მუდ­მი­ვად "სა­ცო­ბია".

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ჭყლეტა "ყვითელ მარშრუტკებში" - ვინ არის დამნაშავე: მძღოლები თუ მგზავრები?

ჭყლეტა "ყვითელ მარშრუტკებში" - ვინ არის დამნაშავე: მძღოლები თუ მგზავრები?

ალბათ, თითოეულ თქვენგანს ერთხელ მაინც უმგზავრია სამარშრუტო ტაქსით, რომელშიც არათუ დასაჯდომი, დასადგომი ადგილიც კი აღარაა. თუმცა, როცა გეჩქარებათ, მომდევნო ტრანსპორტის მოსვლამდე ლოდინს ისევ ჭყლეტაში ყოფნას ამჯობინებთ...

იმ მგზავრებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად გადატვირთული სამარშრუტო ტაქსებით უწევთ მგზავრობა, "თბილისის მიკროავტობუსს" ერთი "ოქროს რჩევა" აქვს: მათ ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ და დარღვევის შესახებ შეატყობინონ ოპერატორს. ამასთან, განმარტავენ, რომ მონიტორინგის სამსახური მუდმივად ამოწმებს პროცესს და "სადაც დასამატებელია, იმ ხაზზე ამატებენ მიკროავტობუსებს".

"ხაზებზე მიკროავტობუსების რაოდენობა მონიტორინგის სამსახურის მიერ არის დადგენილი. ეს არის ყოველთვის მუშა პროცესი, როდესაც მონიტორინგი გვიჩვენებს, რომ ხაზებზე დასამატებელია მიკროავტობუსი, ჩვენ ვუმატებთ, ვინაიდან მიკროავტობუსები საცობის გამო აცილებულები არიან გრაფიკს, ამიტომ დაგვიანებით მოდიან, ამის გამო მგზავრებს უწევთ ლოდინი ქუჩაში და შემდეგ უკვე მთავარია, რომ ტრანსპორტში მოხვდნენ. მგვზავრებს გვინდა მოვუწოდოთ, რომ არ ავიდნენ გადატვირთულ მიკროავტობუსებში. თუ დისკომფორტი შეექმნებათ, კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკონ და შეგვატყობინონ, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება" , - აცხადებს "თბილისის მიკროავტობუსის" პრესსამსახურის წარმომადგენელი ნინო პოტრჟებსკაია.

კიდევ ერთი უცნაურობა, "თბილისის მიკროავტობუსის" განმარტებით, არ აპირებენ აუკრძალონ მძღოლებს ზედმეტი მგზავრის აყვანა "მარშრუტკაში". ნინო პოტრჟებსკაიას თქმით, თუ ისინი მგზავრებს ფეხზე დგომას აუკრძალავენ, ეს მათ დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს.

რა გამოდის? მძღოლები და მგზავრები ყოფილან "დამნაშავენი" იმაში, რომ "ყვითელ მარშრუტკებშიც" კი მუდმივად "საცობია".

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია