მომღერალი დები ხარაგაულიდან, რომლებიც საკუთარ თავს სიმღერით ეხმარებიან

მომღერალი დები ხარაგაულიდან, რომლებიც საკუთარ თავს სიმღერით ეხმარებიან

ქუთაისში, ე.წ. მწვანე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამვლელების ყურადღებას მომღერალი გოგონები იქცევენ. მომღერალი დები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხიდან არიან. ისინი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგის სპეციალობას ეუფლებიან. ერთი და უფასოზე სწავლობს, ხოლო მეორეს თანხის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს.

"აქ სიმღერით ჩვენს თავს ვეხმარებით. მხოლოდ მაშინ გამოვდივართ, როცა გვჭირდება. გარდა ამისა, თუ უნივერსიტეტში საქველმოქმედო კონცერტები იმართება და მეგობრები გვთხოვენ, იქაც ვიღებთ მონაწილეობას. ვთვლით, რომ ადამიანებს ჩვენი სიმღერა მოსწონთ" , - ამბობს ერთ-ერთი და ელზა გამრეკელაშვილი.

თიკო ძოძუაშვილი

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა