მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფიროსმანი წინანდალში
ფიროსმანი წინანდალში

"თით­ქოს წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი იყო დამ­სგავ­სე­ბო­და მის წი­ნა­პარ, ჩვენ­თვის გა­მო­უც­ნობ, უსა­ხე­ლო ოს­ტა­ტებს და მათ­სა­ვით ფან­ტას­ტი­კუ­რად და­შო­რე­ბო­და ჩვენს თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას. ჭეშ­მა­რი­ტად ის იყო ნამ­დვი­ლი სა­ხალ­ხო მხატ­ვა­რი და ამი­ტო­მაც ისე გად­ნა ხალ­ხში, რომ ჩვენს თა­ო­ბას ვერც კი მო­უ­ხერ­ხე­ბია აღად­გი­ნოს მისი ცხოვ­რე­ბის კვა­ლი", - წერ­და 1926 წელს ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე ფი­როს­მან­ზე. ნიკო ფი­როს­მა­ნის სა­ხე­ლი და დი­დე­ბა სულ უფრო იზ­რდე­ბა და დღეს ის ეროვ­ნუ­ლი სა­გან­ძუ­რის ნა­წი­ლია, ხოლო მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი მსოფ­ლი­ოს აღაფრ­თო­ვა­ნებს.

ნიკო ფი­როს­მა­ნის ნა­ხა­ტე­ბი აღ­დგე­ნი­ლი და რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლი სო­ფელ მირ­ზა­ან­ში მისი სა­ხე­ლო­ბის მუ­ზე­უმ­შია თავ­მოყ­რი­ლი. ამი­ტომ არის სა­ინ­ტე­რე­სო ამ ნა­მუ­შევ­რე­ბის მოგ­ზა­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, რო­მე­ლიც პროგ­რა­მა "მუ­ზე­უ­მე­ბის კო­ლექ­ცი­ი­დან" ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ფი­როს­მა­ნის ექ­სპო­ზი­ცია ჯერ თბი­ლის­ში, შემ­დეგ ქუ­თა­ის­ში და 4 მა­ი­სი­დან უკვე წი­ნან­დალ­ში გა­მო­ი­ფი­ნა. "მუ­ზე­უ­მე­ბის კო­ლექ­ცია- ფი­როს­მა­ნი" ივ­ნის­ში ბა­თუმს ეწ­ვე­ვა. ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის სახლ-მუ­ზე­უმ­ში ფი­როს­მა­ნის ნა­მუ­შევ­რებ­თან ერ­თად, მხატ­ვრის პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნე­ბის აფი­შე­ბი­სა და პოს­ტე­რე­ბის არ­ქი­ვია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. თა­ვის დრო­ზე ფი­როს­მა­ნის პო­პუ­ლა­რო­ბის ინი­ცი­რე­ბა ცნო­ბილ­მა მე­ცე­ნა­ტებ­მა კი­რილ და ილია ზდა­ნე­ვი­ჩებ­მა ითა­ვეს.

პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნაც მათ ატე­ლი­ე­ში შედ­გა. ეს იყო ფი­როს­მა­ნის ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პი, რო­დე­საც 1912 წელს თბი­ლის­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩა­მო­ვი­და სამი მოს­კო­ვე­ლი ახალ­გაზ­რდა ავნგარ­დის­ტი: პო­ე­ტი ილია ზდა­ნე­ვი­ჩი, მისი ძმა მხატ­ვა­რი კი­რილ ზდა­ნე­ვი­ჩი და მათი მე­გო­ბა­რი, მხატ­ვა­რი მი­ხა­ილ ლე დან­ტიუ. ისი­ნი ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის -ნე­ოპ­რი­მი­ტი­ვიზ­მის ადეპ­ტე­ბი იყ­ვნენ და თბი­ლის­ში მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუ­შევ­რებს ეძებ­დნენ. ახალ­გაზ­რდე­ბი მა­ლე­ვე გა­და­ა­წყდნენ ნიკო ფი­როს­მა­ნის ნა­ხა­ტებს და აღ­ტა­ცე­ბა­ში მო­ვიდ­ნენ. და­წე­რეს და გა­მო­აქ­ვეყ­ნეს აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი წე­რი­ლი ნიკო ფი­როს­მან­ზე, რო­გორც დიდ მხატ­ვარ­ზე, რამ­დე­ნი­მე ნა­მუ­შე­ვა­რი შე­ი­ძი­ნეს, მათ­გან რამ­დე­ნი­მე თან წა­ი­ღეს მოს­კოვ­ში, სა­დაც ლე-დან­ტი­უმ ხე­ლოვ­ნე­ბის მოყ­ვა­რულთ მოხ­სე­ნე­ბა წა­უ­კი­თხა ნიკო ფი­როს­მან­ზე, წა­რუდ­გი­ნა მათ მისი ორი ნა­ხა­ტი.

ფი­როს­მა­ნის ნა­მუ­შევ­რებ­მა სენ­სა­ცია მო­ახ­დი­ნა. 1913 წელს მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ გა­მო­ფე­ნა­ზე პრო­ფე­სი­ო­ნალ და თვით­ნას­წავლ მხატ­ვრებ­თან ერ­თად ნიკო ფი­როს­მა­ნის ნა­ხა­ტე­ბი მრა­ვალ­მა დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელ­მა იხი­ლა. სწო­რედ, ილია ზდა­ნე­ვი­ჩის დამ­სა­ხუ­რე­ბით გა­ეც­ნო ცნო­ბი­ლი ეს­პა­ნე­ლი მხატ­ვა­რი პაბ­ლო პი­კა­სო ფი­როს­მა­ნის ნა­მუ­შევ­რებს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გრა­ფი­კუ­ლი პორ­ტრე­ტი მი­უ­ძღვნა ქარ­თველ მხატ­ვარს. ეს ნა­ხა­ტიც დღეს წი­ნან­დალ­შია. ალ.ჭავ­ჭა­ვა­ძის სახლ-მუ­ზე­უმს არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­უ­მარ­თავს წი­ნან­დალ­ში. მათ შო­რის იყო სალ­ვა­დორ და­ლის, პიტ მონ­დრი­ა­ნის, ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნის, სერ­გო ქო­ბუ­ლა­ძის, შურა ბან­ძე­ლა­ძის, და­ვით კა­კა­ბა­ძის ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნე­ბი. გა­მო­ფე­ნა კომ­პა­ნია "სილ­ქნე­ტი­სა" და სილქ როუდ ჯგუ­ფის პატ­რო­ნა­ტით იმარ­თე­ბა და 31 მა­ი­სის ჩათ­ვლით დარ­ჩე­ბა წი­ნან­დალ

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ფიროსმანი წინანდალში

ფიროსმანი წინანდალში

"თითქოს წინასწარ მომზადებული იყო დამსგავსებოდა მის წინაპარ, ჩვენთვის გამოუცნობ, უსახელო ოსტატებს და მათსავით ფანტასტიკურად დაშორებოდა ჩვენს თანამედროვეობას. ჭეშმარიტად ის იყო ნამდვილი სახალხო მხატვარი და ამიტომაც ისე გადნა ხალხში, რომ ჩვენს თაობას ვერც კი მოუხერხებია აღადგინოს მისი ცხოვრების კვალი", - წერდა 1926 წელს ტიციან ტაბიძე ფიროსმანზე. ნიკო ფიროსმანის სახელი და დიდება სულ უფრო იზრდება და დღეს ის ეროვნული საგანძურის ნაწილია, ხოლო მისი ნამუშევრები მსოფლიოს აღაფრთოვანებს.

ნიკო ფიროსმანის ნახატები აღდგენილი და რესტავრირებული სოფელ მირზაანში მისი სახელობის მუზეუმშია თავმოყრილი. ამიტომ არის საინტერესო ამ ნამუშევრების მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, რომელიც პროგრამა "მუზეუმების კოლექციიდან" ხორციელდება. ფიროსმანის ექსპოზიცია ჯერ თბილისში, შემდეგ ქუთაისში და 4 მაისიდან უკვე წინანდალში გამოიფინა. "მუზეუმების კოლექცია- ფიროსმანი" ივნისში ბათუმს ეწვევა. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ფიროსმანის ნამუშევრებთან ერთად, მხატვრის პერსონალური გამოფენების აფიშებისა და პოსტერების არქივია წარმოდგენილი. თავის დროზე ფიროსმანის პოპულარობის ინიცირება ცნობილმა მეცენატებმა კირილ და ილია ზდანევიჩებმა ითავეს.

პირველი პერსონალური გამოფენაც მათ ატელიეში შედგა. ეს იყო ფიროსმანის ცხოვრების ახალი ეტაპი, როდესაც 1912 წელს თბილისში მოულოდნელად ჩამოვიდა სამი მოსკოველი ახალგაზრდა ავნგარდისტი: პოეტი ილია ზდანევიჩი, მისი ძმა მხატვარი კირილ ზდანევიჩი და მათი მეგობარი, მხატვარი მიხაილ ლე დანტიუ. ისინი ხელოვნებაში ახალი მიმართულების -ნეოპრიმიტივიზმის ადეპტები იყვნენ და თბილისში მათთვის საინტერესო ნამუშევრებს ეძებდნენ. ახალგაზრდები მალევე გადააწყდნენ ნიკო ფიროსმანის ნახატებს და აღტაცებაში მოვიდნენ. დაწერეს და გამოაქვეყნეს აღფრთოვანებული წერილი ნიკო ფიროსმანზე, როგორც დიდ მხატვარზე, რამდენიმე ნამუშევარი შეიძინეს, მათგან რამდენიმე თან წაიღეს მოსკოვში, სადაც ლე-დანტიუმ ხელოვნების მოყვარულთ მოხსენება წაუკითხა ნიკო ფიროსმანზე, წარუდგინა მათ მისი ორი ნახატი.

ფიროსმანის ნამუშევრებმა სენსაცია მოახდინა. 1913 წელს მოსკოვში გამართულ გამოფენაზე პროფესიონალ და თვითნასწავლ მხატვრებთან ერთად ნიკო ფიროსმანის ნახატები მრავალმა დამთვალიერებელმა იხილა. სწორედ, ილია ზდანევიჩის დამსახურებით გაეცნო ცნობილი ესპანელი მხატვარი პაბლო პიკასო ფიროსმანის ნამუშევრებს. მოგვიანებით გრაფიკული პორტრეტი მიუძღვნა ქართველ მხატვარს. ეს ნახატიც დღეს წინანდალშია. ალ.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო კულტურული ღონისძიება გაუმართავს წინანდალში. მათ შორის იყო სალვადორ დალის, პიტ მონდრიანის, ელენე ახვლედიანის, სერგო ქობულაძის, შურა ბანძელაძის, დავით კაკაბაძის ნამუშევრების გამოფენები. გამოფენა კომპანია "სილქნეტისა" და სილქ როუდ ჯგუფის პატრონატით იმართება და 31 მაისის ჩათვლით დარჩება წინანდალ

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი