საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პაციენტი დაიღუპა ექიმების მოლოდინში" - ჯემალ ფუტკარაძე ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს
"პაციენტი დაიღუპა ექიმების მოლოდინში" - ჯემალ ფუტკარაძე ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს

აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ჯე­მალ ფუტ­კა­რა­ძე 4 მა­ისს შუ­ა­ხევ­ში მომ­ხდარ ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვას ეხ­მა­უ­რე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს და­ვით სერ­გე­ენ­კოს მი­მარ­თავს. ამის შე­სა­ხებ დე­პუ­ტატ­მა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში 4 მა­ისს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

"გუ­შინ მი­ვი­ღე ჯერ სა­ტე­ლე­ფო­ნო შე­ტყო­ბი­ნე­ბა, ხოლო შემ­დეგ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ გავ­რცელ­და ცნო­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ჩემს მშობ­ლი­ურ რა­ი­ონ­ში და­ი­ღუ­პა ახალ­გაზ­რდა, ჯან-ღო­ნით სავ­სე ვაჟ­კა­ცი. რა თქმა უნდა, გული დამ­წყდა და და­ვი­წყე ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა და რაც მო­ვის­მი­ნე, არ ჯდე­ბა არა­ვი­თარ ლო­გი­კის ჩარ­ჩო­ში. დაჭ­რი­ლი პა­ცი­ენ­ტი და­ი­ღუ­პა არა გზა­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის დროს, არა სა­ო­პე­რა­ციო მა­გი­და­ზე - ექი­მე­ბის მზრუნ­ვე­ლო­ბის ქვეშ, არა­მედ... ექი­მე­ბის მო­ლო­დინ­ში!!!

21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქვე­ყა­ნა­ში სა­დაც ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის სა­კი­თხი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას N1 პრი­ო­რი­ტე­ტად აქვს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. ჩვენს კუ­თხე­ში, მა­ღალმთი­ან აჭა­რა­ში ხუ­ლოს, შუ­ა­ხე­ვის და ქე­დის მო­სახ­ლე­ო­ბა უკვე გან­წი­რუ­ლია - 2015 წლის 25 აპ­რი­ლი­დან სა­მე­დი­ცი­ნო კორ­პო­რა­ცია " ევექსმა" შე­წყვი­ტა ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ რა­ი­ო­ნებ­ში გა­და­უ­დე­ბე­ლი სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი და გეგ­მი­უ­რი ქი­რურ­გი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა, მშო­ბი­ა­რო­ბა და სა­კე­ის­რო კვე­თა. დღეს, შპს "უნი­მედ-აჭა­რის" შუ­ა­ხე­ვის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში მიყ­ვა­ნილ დაჭ­რილ ახალ­გაზ­რდას ექი­მის (ქი­რურ­გის) არარ­სე­ბო­ბის გამო სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნეს.

ახ­ლოს ვიც­ნობ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს, პირ­ველ რიგ­ში, ვუ­სამ­ძიმ­რებ და თა­ნა­ვუგ­რძნობ, მაგ­რამ რა უნდა ვუ­თხრა ახ­ლობ­ლებს, რო­დე­საც მი­ვალ ოჯახ­ში სამ­ძიმ­რის სათ­ქმე­ლად? ის, რომ შუ­ა­ხევ­ში სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა მომ­გე­ბი­ა­ნი არ არის და ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით ექი­მის შე­ნახ­ვა წამ­გე­ბი­ა­ნია-მეთ­ქი? ის, რომ აქ დატ­ვირ­თვა (ავად­მყო­ფე­ბის სიმ­ცი­რის გამო) და­ბა­ლია და ექიმს ვერ "შე­ვი­ნა­ხავთ-მეთ­ქი"? რა ხდე­ბა ხალ­ხო? რა დაგ­ვე­მარ­თა? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი ფუ­ლად ერ­თე­უ­ლებ­ში იზო­მე­ბო­დეს! - აცხა­დებს ჯე­მალ ფუტ­კა­რა­ძე.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"პაციენტი დაიღუპა ექიმების მოლოდინში" - ჯემალ ფუტკარაძე ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს

"პაციენტი დაიღუპა ექიმების მოლოდინში" - ჯემალ ფუტკარაძე ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე 4 მაისს შუახევში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ეხმაურება და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს მიმართავს. ამის შესახებ დეპუტატმა საკანონმდებლო ორგანოში 4 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"გუშინ მივიღე ჯერ სატელეფონო შეტყობინება, ხოლო შემდეგ საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ჩემს მშობლიურ რაიონში დაიღუპა ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე ვაჟკაცი. რა თქმა უნდა, გული დამწყდა და დავიწყე ინფორმაციის გადამოწმება და რაც მოვისმინე, არ ჯდება არავითარ ლოგიკის ჩარჩოში. დაჭრილი პაციენტი დაიღუპა არა გზაში საავადმყოფოში გადაყვანის დროს, არა საოპერაციო მაგიდაზე - ექიმების მზრუნველობის ქვეშ, არამედ... ექიმების მოლოდინში!!!

21-ე საუკუნეში, საქართველოში, ქვეყანაში სადაც ჯანმრთელობის დაცვის საკითხი ხელისუფლებას N1 პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული. ჩვენს კუთხეში, მაღალმთიან აჭარაში ხულოს, შუახევის და ქედის მოსახლეობა უკვე განწირულია - 2015 წლის 25 აპრილიდან სამედიცინო კორპორაცია " ევექსმა" შეწყვიტა ზემოთ აღნიშნულ რაიონებში გადაუდებელი სტაციონარული და გეგმიური ქირურგიული მომსახურება, მშობიარობა და საკეისრო კვეთა. დღეს, შპს "უნიმედ-აჭარის" შუახევის სამედიცინო ცენტრში მიყვანილ დაჭრილ ახალგაზრდას ექიმის (ქირურგის) არარსებობის გამო სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

ახლოს ვიცნობ გარდაცვლილის ოჯახს, პირველ რიგში, ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ, მაგრამ რა უნდა ვუთხრა ახლობლებს, როდესაც მივალ ოჯახში სამძიმრის სათქმელად? ის, რომ შუახევში სამედიცინო დაწესებულება მომგებიანი არ არის და ეკონომიკური თვალსაზრისით ექიმის შენახვა წამგებიანია-მეთქი? ის, რომ აქ დატვირთვა (ავადმყოფების სიმცირის გამო) დაბალია და ექიმს ვერ "შევინახავთ-მეთქი"? რა ხდება ხალხო? რა დაგვემართა? როგორ შეიძლება ყველაფერი ფულად ერთეულებში იზომებოდეს! - აცხადებს ჯემალ ფუტკარაძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია