მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნეპალში ნანგრევებში მოყოლილი 101 წლის მოხუცი გადაარჩინეს
ნეპალში ნანგრევებში მოყოლილი 101 წლის მოხუცი გადაარჩინეს

ნე­პალ­ში 25 აპ­რილს მომ­ხდა­რი მი­წისძვრის შე­დე­გად ნან­გრე­ვებ­ში მო­ყო­ლი­ლი 101 წლის მო­ხუ­ცი მა­მა­კა­ცი გა­და­არ­ჩი­ნეს. "სი­ე­ნე­ნის" ცნო­ბით, მა­მა­კა­ცი დე­და­ქა­ლაქ კატ­მან­დუ­დან ჩრდი­ლო­ე­თით, ნუ­ვა­კო­ტის რა­ი­ონ­ში სა­კუ­თა­რი სახ­ლის ნან­გრე­ვებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო მო­ყო­ლი­ლი.

ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ხუ­ცის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის წინ მომ­ხდა­რი მი­წისძვრის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვმა 8 000-ს მი­აღ­წია. და­შავ­და 14 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი.

მი­წისძვრის სიმ­ძლავ­რემ 7.9 მაგ­ნი­ტუ­და შე­ად­გი­ნა. სტი­ქი­ას სე­რი­ო­ზუ­ლი ნგრე­ვა მოჰ­ყვა. გა­ნად­გურ­და ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი და სხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი უსახ­ლკა­რო­დაა დარ­ჩე­ნი­ლი. მათი დიდი ნა­წი­ლი კი საკ­ვე­ბის, წყლი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის დე­ფი­ციტს გა­ნიც­დის. ნე­პალ­ში სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თი ყო­ველ­დღე ჩა­დის.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ნეპალში ნანგრევებში მოყოლილი 101 წლის მოხუცი გადაარჩინეს

ნეპალში ნანგრევებში მოყოლილი 101 წლის მოხუცი გადაარჩინეს

ნეპალში 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 101 წლის მოხუცი მამაკაცი გადაარჩინეს. "სიენენის" ცნობით, მამაკაცი დედაქალაქ კატმანდუდან ჩრდილოეთით, ნუვაკოტის რაიონში საკუთარი სახლის ნანგრევებში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში იყო მოყოლილი.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მოხუცის მდგომარეობა სტაბილურია. დაახლოებით ერთი კვირის წინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 8 000-ს მიაღწია. დაშავდა 14 000-ზე მეტი ადამიანი.

მიწისძვრის სიმძლავრემ 7.9 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიას სერიოზული ნგრევა მოჰყვა. განადგურდა ისტორიული ძეგლები, საცხოვრებელი სახლები და სხვა ინფრასტრუქტურა. ათასობით ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი. მათი დიდი ნაწილი კი საკვების, წყლისა და მედიკამენტების დეფიციტს განიცდის. ნეპალში სხვადასხვა ქვეყნიდან და საერთაშორისო ორგანიზაციიდან ჰუმანიტარული ტვირთი ყოველდღე ჩადის.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა