Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ქართული ოჯახები საბჭოთა კავშირში
ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ქართული ოჯახები საბჭოთა კავშირში

Ambebi.ge იმ ქარ­თუ­ლი ოჯა­ხე­ბის შე­სა­ხებ გი­ამ­ბობთ, რომ­ლე­ბიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­ში დიდი ქო­ნე­ბით და გავ­ლე­ნით სარ­გებ­ლობ­დნენ.

ძმე­ბი ლა­ზიშ­ვი­ლე­ბი

ძმე­ბი ლა­ზიშ­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ ახალ­მა თა­ო­ბამ თით­ქმის არა­ფე­რი იცის. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში მათ გა­ბე­დეს და კერ­ძო სა­წარ­მო­ე­ბი შექ­მნეს, რაც მა­შინ აკ­რძა­ლუ­ლი იყო. ისი­ნი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს და­ზი­ა­ნე­ბულ სა­ჰა­ე­რო ბუშ­ტებს იძენ­დნენ, რომ­ლე­ბიც აბ­რე­შუ­მის­გან იყო შექ­მნი­ლი და სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბე­ბის გამო, ძა­ლი­ან ია­ფად იყი­დე­ბო­და. მი­წის­ქვე­შა სა­წარ­მო­ებ­ში ძმებს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ჰყავ­დათ და­საქ­მე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც აბ­რე­შუ­მის­გან სა­მოსს, ფარ­დებს და სხვა­დას­ხვა ნივ­თებს ქმნიდ­ნენ და ჰყიდ­ნენ. ვი­ნა­ი­დან საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს კერ­ძო საქ­მი­ა­ნო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ძმებს დიდი სურ­თუ­ლე­ე­ბი შე­ექ­მნათ და მათი სა­წარ­მო­ე­ბი და­ი­ხუ­რა.

ზუ­რაბ წე­რე­თე­ლი

ზუ­რაბ წე­რე­თელს მთე­ლი მსოფ­ლიო იც­ნობს, ქარ­თვე­ლი მო­ქან­და­კე რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს და დღემ­დე გავ­ლე­ნი­ან პერ­სო­ნად ცნო­ბენ. ლა­ზიშ­ვი­ლე­ბის შემ­დეგ სწო­რედ ზუ­რაბ წე­რე­თე­ლი იყო პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მი­ლი­ო­ნე­რი საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში. გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, საქ­მი­ა­ნო­ბა ბიჭ­ვინ­თის ხე­ლოვ­ნე­ბის სახ­ლე­ბის, სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბის მო­ზა­ი­კით მო­პირ­კე­თე­ბით და­ი­წყო. შემ­დეგ ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­ჩე­რე­ბა და პროფ­კავ­ში­რე­ბის სა­სახ­ლე­ე­ბი გა­ა­ფორ­მა. ამის შემ­დეგ მი­ლი­ო­ნე­რი გახ­და. რად­გან ფული ჰქონ­და, შეკ­ვე­თე­ბის­თვის სა­ჭი­რო მა­სა­ლას იძენ­და და შემ­დეგ ძვი­რად ჰყიდ­და. 70-80-იანი წლე­ბის თბი­ლი­სის აივ­ნე­ბის რეს­ტავ­რა­ცი­აც ზუ­რაბ წე­რე­თელ­მა გა­ა­კე­თა და მას­ვე და­ე­ვა­ლა ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში ლამ­პი­ო­ნე­ბის გა­კე­თე­ბაც. 1989 წელს სა­ცხოვ­რებ­ლად რუ­სეთ­ში გა­და­ვი­და და 2 წლის შემ­დეგ სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო. 1997 წლი­დან წე­რე­თე­ლი რუ­სე­თის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

მე­დი­კო მეზვრიშ­ვი­ლი

მე­დი­კო მეზვრიშ­ვი­ლის ოჯა­ხი მა­შინ საკ­მა­ოდ დიდი გავ­ლე­ნით სარ­გებ­ლობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. მას ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ქალს ეძახ­ნენ. მისი კა­რი­ე­რა კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ით და სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტის, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ოჯახ­თან ახ­ლობ­ლო­ბით და­ი­წყო. იგი თა­ვის დრო­ზე სა­გა­რე­ჯოს და თე­ლა­ვის რა­ი­კო­მის მდი­ვა­ნი, შემ­დეგ გამ­გე­ბე­ლი და კა­ხეთ­ში პრე­ზი­დენ­ტის რწმუ­ნე­ბუ­ლის მრჩე­ვე­ლი იყო. მე­დი­კო მეზვრიშ­ვი­ლი 2009 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

ნინა ჟვა­ნია

ნინა ჟვა­ნი­ას შე­სა­ხებ თბი­ლის­ში ლე­გენ­დე­ბი დღემ­დე და­დის, მისი გა­რეგ­ნო­ბა და ხა­სი­ა­თი წა­რუშ­ლელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბად დარ­ჩა ყვე­ლას­თვის, ვი­საც პი­რა­დად იც­ნობ­და. ის ე.წ. "კა­ლი­ნი­ნის რა­ი­კო­მის" მდი­ვა­ნი გახ­ლდათ. რო­გორც მისი თა­ო­ბის თბი­ლი­სე­ლე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, ნინა ჟვა­ნია საქ­მის გამ­კე­თე­ბე­ლი ქალი იყო, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი ქა­ლა­ქი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. ჟვა­ნი­ას შეძ­ლე­ბუ­ლი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ოჯა­ხი ჰყავ­და. ყვე­ლა ძველ პარ­ტმუ­შაკს კარ­გად ახ­სოვს ნინა ჟვა­ნია - ვანო ზო­დე­ლა­ვას დედა, რო­მე­ლიც ცე­კას ნო­მენკლა­ტუ­რა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ობ­და. ეს იყო ქალი, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა ჩი­ნოვ­ნი­კებს ლა­მის გაღ­მერ­თე­ბუ­ლი ჰყავ­დათ. ჯერ საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში, შემ­დეგ რუ­სეთ­ში ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის წინსვლას სწო­რედ ვანო ზო­დე­ლა­ვას დე­დას უკავ­ში­რებ­დნენ. ძვე­ლი კო­მუ­ნის­ტე­ბის თქმით, ნინა ჟვა­ნი­ამ ჯერ კი­დევ კომ­კავ­ში­რე­ლი ედუ­არ­დი პარ­ტი­უ­ლად გა­ზარ­და და ოლიმ­პის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა გა­უ­კა­ფა. სწო­რედ ამი­ტომ ამ­ბობ­დნენ, რომ შე­ვარ­დნა­ძეს თბი­ლი­სის ყო­ფილ მერ­თან ვანო ზო­დე­ლა­ვას­თან თა­ვი­სი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და. ამი­ტო­მაც იყო ის შე­ვარ­დნა­ძის რჩე­ულ­თა სი­ა­ში, ვი­საც ექს-პრე­ზი­დენ­ტი არას­დროს გა­წი­რავ­და.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ქართული ოჯახები საბჭოთა კავშირში

ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ქართული ოჯახები საბჭოთა კავშირში

Ambebi.ge იმ ქართული ოჯახების შესახებ გიამბობთ, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდში დიდი ქონებით და გავლენით სარგებლობდნენ.

ძმები ლაზიშვილები

ძმები ლაზიშვილების შესახებ ახალმა თაობამ თითქმის არაფერი იცის. საბჭოთა პერიოდში მათ გაბედეს და კერძო საწარმოები შექმნეს, რაც მაშინ აკრძალული იყო. ისინი მეორე მსოფლიო ომის დროს დაზიანებულ საჰაერო ბუშტებს იძენდნენ, რომლებიც აბრეშუმისგან იყო შექმნილი და სხვადასხვა დაზიანებების გამო, ძალიან იაფად იყიდებოდა. მიწისქვეშა საწარმოებში ძმებს უამრავი ადამიანი ჰყავდათ დასაქმებული, რომლებიც აბრეშუმისგან სამოსს, ფარდებს და სხვადასხვა ნივთებს ქმნიდნენ და ჰყიდნენ. ვინაიდან საბჭოთა კავშირის დროს კერძო საქმიანობა შეუძლებელი იყო, ძმებს დიდი სურთულეები შეექმნათ და მათი საწარმოები დაიხურა.

ზურაბ წერეთელი

ზურაბ წერეთელს მთელი მსოფლიო იცნობს, ქართველი მოქანდაკე რუსეთში ცხოვრობს და დღემდე გავლენიან პერსონად ცნობენ. ლაზიშვილების შემდეგ სწორედ ზურაბ წერეთელი იყო პირველი ქართველი მილიონერი საბჭოთა კავშირში. გადმოცემის მიხედვით, საქმიანობა ბიჭვინთის ხელოვნების სახლების, საცურაო აუზების მოზაიკით მოპირკეთებით დაიწყო. შემდეგ ავტობუსების გაჩერება და პროფკავშირების სასახლეები გააფორმა. ამის შემდეგ მილიონერი გახდა. რადგან ფული ჰქონდა, შეკვეთებისთვის საჭირო მასალას იძენდა და შემდეგ ძვირად ჰყიდდა. 70-80-იანი წლების თბილისის აივნების რესტავრაციაც ზურაბ წერეთელმა გააკეთა და მასვე დაევალა  ქალაქის ცენტრალურ უბნებში ლამპიონების გაკეთებაც. 1989 წელს საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა და 2 წლის შემდეგ სრულუფლებიანი ელჩის სტატუსი მიიღო. 1997 წლიდან წერეთელი რუსეთის სამხატვრო აკადემიას ხელმძღვანელობს.

მედიკო მეზვრიშვილი

მედიკო მეზვრიშვილის ოჯახი მაშინ საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობდა საქართველოში. მას ედუარდ შევარდნაძის ქალს ეძახნენ. მისი კარიერა კომუნისტური პარტიით და საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ოჯახთან ახლობლობით დაიწყო. იგი თავის დროზე საგარეჯოს და თელავის რაიკომის მდივანი, შემდეგ გამგებელი და კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მრჩეველი იყო. მედიკო მეზვრიშვილი 2009 წელს გარდაიცვალა.

ნინა ჟვანია

ნინა ჟვანიას შესახებ თბილისში ლეგენდები დღემდე დადის, მისი გარეგნობა და ხასიათი წარუშლელ შთაბეჭდილებად დარჩა ყველასთვის, ვისაც პირადად იცნობდა. ის ე.წ. "კალინინის რაიკომის" მდივანი გახლდათ. როგორც მისი თაობის თბილისელები იხსენებენ, ნინა ჟვანია საქმის გამკეთებელი ქალი იყო, რომელსაც საკუთარი ქალაქი ძალიან უყვარდა. ჟვანიას შეძლებული და გავლენიანი ოჯახი ჰყავდა. ყველა ძველ პარტმუშაკს კარგად ახსოვს ნინა ჟვანია - ვანო ზოდელავას დედა, რომელიც ცეკას ნომენკლატურაში მნიშვნელოვან თანამდებობებზე მუშაობდა. ეს იყო ქალი, რომელიც საბჭოთა ჩინოვნიკებს ლამის გაღმერთებული ჰყავდათ. ჯერ საბჭოთა საქართველოში, შემდეგ რუსეთში ედუარდ შევარდნაძის წინსვლას სწორედ ვანო ზოდელავას დედას უკავშირებდნენ. ძველი კომუნისტების თქმით, ნინა ჟვანიამ ჯერ კიდევ კომკავშირელი ედუარდი პარტიულად გაზარდა და ოლიმპისკენ მიმავალი გზა გაუკაფა. სწორედ ამიტომ ამბობდნენ, რომ შევარდნაძეს თბილისის ყოფილ მერთან ვანო ზოდელავასთან თავისი, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. ამიტომაც იყო ის შევარდნაძის რჩეულთა სიაში, ვისაც ექს-პრეზიდენტი არასდროს გაწირავდა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სიახლე!

თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი.