მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სარეკლამო კამპანია პოლონეთში
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სარეკლამო კამპანია პოლონეთში

აჭა­რა­ში პო­ლო­ნე­ლი ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა. 2015 წელს პო­ლო­ნე­თი კვლავ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­მიზ­ნე ტუ­რის­ტულ ბაზ­რად რჩე­ბა რე­გი­ო­ნი­სათ­ვის. აპ­რი­ლის თვი­დან სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში აჭა­რა-ბა­თუ­მის პო­პო­უ­ლა­რი­ზა­ცია ერ­თდრო­უ­ლად პო­ლო­ნე­თის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს : ვარ­შა­ვა, კა­ტო­ვი­ცე, პოზ­ნა­ნი, ჩეს­ტო­ხო­ვა, გლი­ვი­ცე. რეკ­ლა­მე­ბის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი არე­ა­ლი მო­ი­ცავს ასე­ვე სი­ლე­ზი­ის რე­გი­ო­ნის ქა­ლა­ქებს : ზაბ­ჟე, ტიხი, ჩე­ლადზ, მის­ლო­ვი­ცე და სხვა.

გარ­და გარე რეკ­ლა­მე­ბი­სა, აღ­ნიშ­ნულ ქა­ლა­ქებ­ში მოხ­და ავ­ტო­ბუ­სე­ბის ბრენ­დი­რე­ბა ბა­თუ­მის ფო­ტო­ე­ბით (60 ავ­ტო­ბუ­სი), გან­თავ­სდა სა­რეკ­ლა­მო რგო­ლე­ბი ქა­ლა­ქე­ბის ფიტ­ნეს ცენ­ტრებ­ში (61 ფიტ­ნეს ცენ­ტრი, 152 ეკ­რა­ნი). 10 მარ­ტი­დან 18 აგ­ვის­ტომ­დე კი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ინ­ტერ­ნეტ რეკ­ლა­მა პო­პუ­ლა­რულ პო­ლო­ნურ სა­იტ­ზე interia.pl-ზე.

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტმა პო­ლო­ნეთ­ში სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი აწარ­მოა ერთ-ერთ უმ­სხვი­ლეს პო­ლო­ნურ ტუ­რო­პე­რა­ტორ­თან "Rainbow Tours"-თან, რომ­ლის შე­დე­გა­დაც 2015 წლის სე­ზო­ნი­სათ­ვის კომ­პა­ნია პო­ლო­ნე­თის სამი ქა­ლა­ქი­დან ჩარ­ტე­რულ ფრე­ნებს კვლავ გა­ნა­ახ­ლებს.

"Rainbow Tours"-ის ორ­გა­ნი­ზე­ბით ბა­თუმ­ში ჩარ­ტე­რუ­ლი ფრე­ნე­ბი ვარ­შა­ვი­დან, კა­ტო­ვი­ცე­დან და პოზ­ნა­ნი­დან გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ფრე­ნე­ბი ივ­ნი­სი­დან ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყი­სამ­დე კვი­რა­ში ორ­ჯე­რაა და­გეგ­მი­ლი.

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტმა აპ­რი­ლის თვე­ში ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­წია ასე­ვე მე­დია ტურს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც აჭა­რის ტუ­რის­ტულ პო­ტენ­ცი­ალს გა­ეცნ­ნენ პო­ლო­ნე­თის წამ­ყვა­ნი რა­დი­ო­ე­ბის (Polskie Radio, Radio Czwórka), სა­მოგ­ზა­უ­რო ონ­ლა­ინ პორ­ტა­ლე­ბის (podroze.wp.pl, podroze.onet.pl, Fly4Free.pl) პო­პუ­ლა­რუ­ლი ჟურ­ნა­ლე­ბის (Gala,Voyage) წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მე­დია ტუ­რის ფარ­გლებ­ში მოწ­ვე­უ­ლი იყო ასე­ვე პო­ლო­ნე­თის ცენ­ტრა­ლუ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ის TVP- ს გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი. ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნამ­დე აღ­ნიშ­ნულ მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში აჭა­რა-ბა­თუ­მის შე­სა­ხებ სა­რეკ­ლა­მო ხა­სი­ა­თის სტა­ტი­ე­ბი და სი­უ­ჟე­ტე­ბი მომ­ზად­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2014 წელს 2013 წელ­თან შე­და­რე­ბით რე­გი­ო­ნის სას­ტუმ­რო­ებ­ში 29,1%-ით მეტი პო­ლო­ნე­ლი ტუ­რის­ტი იმ­ყო­ფე­ბო­და. 2015 წლის სე­ზონ­ზე "Rainbow Tours" ავი­აფ­რე­ნე­ბის ფარ­გლებ­ში მგზავ­რთა რა­ო­დე­ნო­ბის 30%-ით გაზ­რდას ვა­რა­უ­დობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სარეკლამო კამპანია პოლონეთში

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სარეკლამო კამპანია პოლონეთში

აჭარაში პოლონელი ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2015 წელს პოლონეთი კვლავ მნიშვნელოვან სამიზნე ტურისტულ ბაზრად რჩება რეგიონისათვის. აპრილის თვიდან სარეკლამო კამპანიის ფარგლებში აჭარა-ბათუმის პოპოულარიზაცია ერთდროულად პოლონეთის რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს : ვარშავა, კატოვიცე, პოზნანი, ჩესტოხოვა, გლივიცე. რეკლამების გეოგრაფიული არეალი მოიცავს ასევე სილეზიის რეგიონის ქალაქებს : ზაბჟე, ტიხი, ჩელადზ, მისლოვიცე და სხვა.

გარდა გარე რეკლამებისა, აღნიშნულ ქალაქებში მოხდა ავტობუსების ბრენდირება ბათუმის ფოტოებით (60 ავტობუსი), განთავსდა სარეკლამო რგოლები ქალაქების ფიტნეს ცენტრებში (61 ფიტნეს ცენტრი, 152 ეკრანი). 10 მარტიდან 18 აგვისტომდე კი ხორციელდება ინტერნეტ რეკლამა პოპულარულ პოლონურ საიტზე interia.pl-ზე.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პოლონეთში სარეკლამო კამპანიის ფარგლებში მოლაპარაკებები აწარმოა ერთ-ერთ უმსხვილეს პოლონურ ტუროპერატორთან "Rainbow Tours"-თან, რომლის შედეგადაც 2015 წლის სეზონისათვის კომპანია პოლონეთის სამი ქალაქიდან ჩარტერულ ფრენებს კვლავ განაახლებს.

"Rainbow Tours"-ის ორგანიზებით ბათუმში ჩარტერული ფრენები ვარშავიდან, კატოვიცედან და პოზნანიდან განხორციელდება. ფრენები ივნისიდან ოქტომბრის დასაწყისამდე კვირაში ორჯერაა დაგეგმილი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა აპრილის თვეში ორგანიზება გაუწია ასევე მედია ტურს, რომლის ფარგლებშიც აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნნენ პოლონეთის წამყვანი რადიოების (Polskie Radio, Radio Czwórka), სამოგზაურო ონლაინ პორტალების (podroze.wp.pl, podroze.onet.pl, Fly4Free.pl) პოპულარული ჟურნალების (Gala,Voyage) წარმომადგენლები. მედია ტურის ფარგლებში მოწვეული იყო ასევე პოლონეთის ცენტრალური ტელევიზიის TVP- ს გადამღები ჯგუფი. ზაფხულის სეზონამდე აღნიშნულ მედია საშუალებებში აჭარა-ბათუმის შესახებ სარეკლამო ხასიათის სტატიები და სიუჟეტები მომზადდება.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს 2013 წელთან შედარებით რეგიონის სასტუმროებში 29,1%-ით მეტი პოლონელი ტურისტი იმყოფებოდა. 2015 წლის სეზონზე "Rainbow Tours" ავიაფრენების ფარგლებში მგზავრთა რაოდენობის 30%-ით გაზრდას ვარაუდობს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია