პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ დაიჯერებთ, რომ ლოპოტაში მძინარენი დაგვხოცეს" - სპეცოპერაციას გადარჩენილი ჩეჩენის ვიდეოჩვენება
"ნუ დაიჯერებთ, რომ ლოპოტაში მძინარენი დაგვხოცეს" - სპეცოპერაციას გადარჩენილი ჩეჩენის ვიდეოჩვენება

"კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­იტ­ზე უკვე გა­მოქ­ვეყ­ნდა ჩე­ჩე­ნი მებ­რძო­ლის "მან­სუ­რის" ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის ერთი ნა­წი­ლის თარ­გმა­ნი. რო­გორც ამ ვი­დე­ოჩ­ვე­ნე­ბი­დან ირ­კვე­ვა "მან­სუ­რი" ლო­პო­ტას ხე­ო­ბა­ში 2012 წლის აგ­ვის­ტო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ერთ ერთი გა­დარ­ჩე­ნი­ლი მოწ­მეა. და­პი­რე­ბი­სა­მებრ, გთა­ვა­ზობთ მან­სურ შა­დუ­ნო­ვის მო­ნა­ყო­ლის მე­ო­რე ნა­წილს:

მან­სურ შუ­დი­ნო­ვი:

- იმ დღეს ბრძო­ლა რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნახ­ლდა, ზუ­ბი­ე­რის სიკ­ვდილ­მა იმ­ხე­ლა ძალა მოგ­ვცა, გა­დავ­წყვი­ტეთ, სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თამ­დე გვე­ბძო­ლა ამ­ხე­ლა რეკ­ლა­მა გა­კე­თე­ბუ­ლი ჯა­რის წი­ნა­აღ­მდეგ. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სრო­ლა არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა. ცუდი ის იყო, რომ ტყვია - წა­მა­ლი გვიმ­თავ­რდე­ბო­და. მე­ო­რე დღეს სრო­ლა მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­წყდა, ჩვენ ეტყო­ბა ალაჰ­მა გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა, იმის­თვის რომ მერე ხალ­ხის­თვის სი­მარ­თლე მოგ­ვე­ყო­ლა. სამ­მა ვი­ხე­ტი­ა­ლეთ ტყე­ებ­ში და მერე სო­ფელ­ში გა­მო­ვე­დით, ერთი ოჯა­ხის სხვენ­ში ვი­მა­ლე­ბო­დით, ამ ოჯახს რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ას­თან, ამი­ტომ პან­კის­ში ას­ვლა­ში დაგ­ვეხ­მა­რა. პან­კის­ში რომ ავე­დით,მა­შინ გა­ვი­გეთ, რომ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს 7 ადა­მი­ა­ნი და­ღუ­პუ­ლა. მე­ო­რე თუ მე­სა­მე დღეს მო­ვი­და კაცი ჩვენ­თან - "ზო­ნამ"( რუს­ლან პა­პას­კი­რი, ამ­ჟა­მად სას­ჯელს იხ­დის თურ­ქე­თის ცი­ხე­ში- ავტ) გა­მო­მაგ­ზავ­ნაო, სა­დაც გინ­დათ იქ გა­და­გიყ­ვანთ, თუ გინ­დათ თურ­ქეთ­ში თუ გინ­დათ დუ­ბა­ი­შიო. ჩვენ არ­სად წას­ვლას არ ვფიქ­რო­დით, ისე­თი გამ­წა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით- ვუ­თხა­რით, რომ ღა­ლა­ტის­თვის დუ­ი­სის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას და­ვე­ცე­მო­დით ან სუ­ლაც შს- სა­მი­ნის­ტროს შუ­შებს ჩა­მო­ვუ­ღებ­დით. "ზო­ნას" კაცი წა­ვი­და და ორი დღის შემ­დეგ ისევ გა­მოჩ­ნდა. მე ფეხ­ში ვი­ყა­ვი დაჭ­რი­ლი, მარ­თა­ლია მსუ­ბუ­ქად მაგ­რამ ძა­ლი­ან მა­წუ­ხებ­და, მი­თხრა, - აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დაწ­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, თო­რემ ფე­ხის გა­გირ­თულ­დე­ბაო, - დავ­თან­ხმდი. პან­კი­სი­დან გა­მიყ­ვა­ნა და და ახ­მე­ტა­ში ერთ სახ­ლში მი­მიყ­ვა­ნა, იქ ერთი კაცი დამ­ხვდა( მერე ის თურ­ქეთ­ში ბევ­ჯერ ვნა­ხე) მი­თხრა, - სა­ბა­ჟოს­თან ყვე­ლა­ფე­რი გარ­კვე­უ­ლია, ყვე­ლა გა­დარ­ჩე­ნილს ერ­თად გა­და­გიყ­ვანთ თურ­ქეთ­შიო, მერე მო­ვი­და ყა­ბარ­დო­ე­ლი აბ­დულ- ნა­ზი­მი, მან მაჩ­ვე­ნა ვი­დეო, რო­მე­ლიც ახ­მად ჩა­ტა­ევს თა­ვად ჰქონ­და გა­და­ღე­ბუ­ლი. ჩა­ტა­ე­ვი ვი­დე­ო­ში ამ­ბობ­და, - მე ვარ ახ­მად ჩა­ტა­ე­ვი, ეხლა ვწე­ვარ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და ამ ვი­დე­ოს მომ­ტა­ნი რა­საც გე­ტყვით, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თე­თო. რად­გან ასე­თი თხოვ­ნა იყო ჩა­ტა­ე­ვის­გან დავ­თან­ხმდი გა­დას­ვლა­ზე. ოღონდ ჩემი პი­რო­ბა და­ვა­ყე­ნე, ყვე­ლა გა­დარ­ჩე­ნილს, პი­რა­დად უნდა შევ­ხვედ­რო­დი, ეს შეხ­ვედ­რა მარ­თლაც შედ­გა თბი­ლის­ში ერთ სა­ერ­თო ბი­ნა­ზე, ჩვენ მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ და გა­დას­ვლა გა­დავ­წტყვი­ტეთ. თურ­ქეთ­ში ჩვე­ნი გა­დას­ვლა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო სა­ზღვარ­ზე, ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გვა­ცი­ლებ­დნენ...

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

"ნუ დაიჯერებთ, რომ ლოპოტაში მძინარენი დაგვხოცეს" - სპეცოპერაციას გადარჩენილი ჩეჩენის ვიდეოჩვენება

"ნუ დაიჯერებთ, რომ ლოპოტაში მძინარენი დაგვხოცეს" - სპეცოპერაციას გადარჩენილი ჩეჩენის ვიდეოჩვენება

"კვირის პალიტრის" საიტზე უკვე გამოქვეყნდა ჩეჩენი მებრძოლის "მანსურის" ვიდეოჩანაწერის ერთი ნაწილის თარგმანი. როგორც ამ ვიდეოჩვენებიდან ირკვევა "მანსური" ლოპოტას ხეობაში 2012 წლის აგვისტოში ჩატარებული სპეცოპერაციის ერთ ერთი გადარჩენილი მოწმეა. დაპირებისამებრ, გთავაზობთ მანსურ შადუნოვის მონაყოლის მეორე ნაწილს:

მანსურ შუდინოვი:

- იმ დღეს ბრძოლა რამდენჯერმე განახლდა, ზუბიერის სიკვდილმა იმხელა ძალა მოგვცა, გადავწყვიტეთ, სიცოცხლის ბოლო წუთამდე გვებძოლა ამხელა რეკლამა გაკეთებული ჯარის წინააღმდეგ. მთელი ღამის განმავლობაში სროლა არ გაჩერებულა. ცუდი ის იყო, რომ ტყვია - წამალი გვიმთავრდებოდა. მეორე დღეს სროლა მოულოდნელად შეწყდა, ჩვენ ეტყობა ალაჰმა გადაგვარჩინა, იმისთვის რომ მერე ხალხისთვის სიმართლე მოგვეყოლა. სამმა ვიხეტიალეთ ტყეებში და მერე სოფელში გამოვედით, ერთი ოჯახის სხვენში ვიმალებოდით, ამ ოჯახს რაღაც პრობლემები ჰქონდა ხელისუფლეასთან, ამიტომ პანკისში ასვლაში დაგვეხმარა. პანკისში რომ ავედით,მაშინ გავიგეთ, რომ სპეცოპერაციის დროს 7 ადამიანი დაღუპულა. მეორე თუ მესამე დღეს მოვიდა კაცი ჩვენთან - "ზონამ"( რუსლან პაპასკირი, ამჟამად სასჯელს იხდის თურქეთის ციხეში- ავტ) გამომაგზავნაო, სადაც გინდათ იქ გადაგიყვანთ, თუ გინდათ თურქეთში თუ გინდათ დუბაიშიო. ჩვენ არსად წასვლას არ ვფიქროდით, ისეთი გამწარებულები ვიყავით- ვუთხარით, რომ ღალატისთვის დუისის პოლიციის განყოფილებას დავეცემოდით ან სულაც შს- სამინისტროს შუშებს ჩამოვუღებდით. "ზონას" კაცი წავიდა და ორი დღის შემდეგ ისევ გამოჩნდა. მე ფეხში ვიყავი დაჭრილი, მართალია მსუბუქად მაგრამ ძალიან მაწუხებდა, მითხრა, - აუცილებლად უნდა დაწვე საავადმყოფოში, თორემ ფეხის გაგირთულდებაო, - დავთანხმდი. პანკისიდან გამიყვანა და და ახმეტაში ერთ სახლში მიმიყვანა, იქ ერთი კაცი დამხვდა( მერე ის თურქეთში ბევჯერ ვნახე) მითხრა, - საბაჟოსთან ყველაფერი გარკვეულია, ყველა გადარჩენილს ერთად გადაგიყვანთ თურქეთშიო, მერე მოვიდა ყაბარდოელი აბდულ- ნაზიმი, მან მაჩვენა ვიდეო, რომელიც ახმად ჩატაევს თავად ჰქონდა გადაღებული. ჩატაევი ვიდეოში ამბობდა, - მე ვარ ახმად ჩატაევი, ეხლა ვწევარ საავადმყოფოში და ამ ვიდეოს მომტანი რასაც გეტყვით, ყველაფერი გააკეთეთო. რადგან ასეთი თხოვნა იყო ჩატაევისგან დავთანხმდი გადასვლაზე. ოღონდ ჩემი პირობა დავაყენე, ყველა გადარჩენილს, პირადად უნდა შევხვედროდი, ეს შეხვედრა მართლაც შედგა თბილისში ერთ საერთო ბინაზე, ჩვენ მოვილაპარაკეთ და გადასვლა გადავწტყვიტეთ. თურქეთში ჩვენი გადასვლა ორგანიზებული იყო საზღვარზე, ანტიტერორისტული ცენტრის წარმომადგენლები გვაცილებდნენ...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია