ბიძინა ივანიშვილი - საყდრისის თემა "ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდისტული მანქანის შედევრია

ბიძინა ივანიშვილი - საყდრისის თემა "ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდისტული მანქანის შედევრია

საყდრისის თემა "ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდისტული მანქანის შედევრია, - ამის შესახებ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა "GDS" -ის გადაცემა "2030"-ში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, საყდრისი და "პანორამა თბილისის პროექტი" ერთი და იგივე იდეოლოგიის მსხვერლია.

"საყდრისის თემა "ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდისტული მაქანის შედევრია, ასე დავარქმევდი მე. რამეთუ მათ მოახერხეს ძალიან ბევრი ობიექტური ადამიანის დაბნევაც. იგივე რობიკო სტურუამ გააკეთა განცხადება და კიდევ სხვა ჩვენი საზოგადოების ღირსეულმა წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადებები. მათი დაბნევაც კი მოახერხეს, იმ დონეზე აწიეს ეს თემა. იქაც ყველა გაერკვა, იქაც აბსურდის თეატრთან გვაქვს საქმე. საყდრისი და პანორამა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ერთი და იგივე იდეოლოგიის მსხვერპლია ორივე. ეს არ უნდა აშენდეს და ის აშენებული როგორმე უნდა გაჩერდეს, რამეთუ "ნაციონალური მოძრაობა" არალეგალურად ცდილობს დაანგრიოს ქვეყანა, გაჩერდეს ეკონომიკა და ამ ფონზე მათ თავი გადაირჩინონ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, საყდრისის თემაზე გადაღებულია ფილმი, რომელშიც ამ თემასთან დაკავშირებით სიმართლეა ნათქვამი. "მიტინგები პანორამაზე და საყდრისზე "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებულია. ასეთი მაღაროები მე ბევრი მახსოვს სვანეთში. საყდრისის ასაკზე, რომელზეც საუბრობენ, ჩემი აზრით ბევრს აჭარბებენ. ჩვენ არ გვჭირდება არავითარი ცრუ კულტურა, ჩვენ გვაქვს ისეთი კულტურის ძეგლები, ისეთი ისტორია გაგვაჩნია უძველესი, რომ არაფერი გადაჭარბებული არ გვჭიდება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია