საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პანორამა თბილისის" პროექტი უნიკალურია და ის აუცილებლად უნდა განხორციელდეს - ივანიშვილი ელისაშვილს პასუხობს
"პანორამა თბილისის" პროექტი უნიკალურია და ის აუცილებლად უნდა განხორციელდეს - ივანიშვილი ელისაშვილს პასუხობს

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ "პა­ნო­რა­მა თბი­ლი­სის" პრო­ექ­ტი უნი­კა­ლუ­რია და ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

რო­გორც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა "GDS" -ის გა­და­ცე­მა "2030"-ში სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ის პრო­პა­გან­და, რო­მე­ლიც "პა­ნო­რა­მა თბი­ლი­სის პრო­ექტთან" და­კავ­ში­რე­ბით არის და­წყე­ბუ­ლი, მი­უ­ღე­ბე­ლია. მისი თქმით, საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი ამ პრო­ექ­ტის გარ­შე­მო სხვა­დას­ხვა შე­ფა­სე­ბებს აკე­თებ­და, მათ შო­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს კა­ნო­ნის დაც­ვას და პრო­ექ­ტის შე­ჩე­რე­ბას ურ­ჩევ­და.

"ელი­საშ­ვი­ლი სა­უბ­რობ­და იმა­ზე, რომ რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზონა ირ­ღვე­ვა და ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლი ინ­გრე­ვა. სა­დაც ზო­ნას მი­ა­ნიშ­ნებ­და, ეს არის ად­გი­ლი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სი­დან არ ჩანს, უკა­ნა ზო­ლია, რო­მე­ლიც ხევ­ში გა­და­დის. ეს შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ვერ­ტმფე­რე­ნი­დან ნახო. "პა­ნო­რა­მა თბი­ლის­თან" და­კა­ვიშ­რე­ბით გა­და­ღე­ბუ­ლია ფილ­მი და ყვე­ლა ნა­ხავს, რომ იქ მოხ­და 900 კვად­რა­ტუ­ლის ზო­ნის შეც­ვლა. მარ­თლაც ჰქონ­და იმ ად­გილს მნიშ­ვნე­ლო­ბა. იქ იყო სა­ნაგ­ვე, იმ სა­ნაგ­ვეს მი­ა­ნიშ­ნებს ელი­საშ­ვი­ლი. ძველ თბი­ლისს სა­ერ­თოდ არ აზი­ა­ნებს. არა­ფე­რი არ იჩე­ხე­ბა თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­ში გაყ­ვით­ლდა ბევ­რი ხე და ბევ­რმა ამორ­ტი­ზა­ცია გა­ნი­ცა­და და სამი თვეა იქ ვა­წარ­მო­ებთ გა­მორგვას და ხე­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბას და ვა­ნაც­ვლებთ სხვა ხე­ე­ბით პრო­ექ­ტის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, პირვლი­ვე გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც გა­ის­მა ამ პრო­ექ­ტის ირ­გვლივ, იყო დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბა. "ივა­ნიშ­ვილს რო­დე­საც მი­ა­ნიშ­ნებ კა­ნო­ნის დაც­ვა­ზე, ერთხელ მა­ინც უნდა გყავ­დეს შემ­ჩნე­უ­ლი კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა­ში. ეს იყო დის­კრე­დი­ტა­ცი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბა, რომ აი, ისიც კა­ნონს და­ე­მორ­ჩი­ლოს. "პა­ნო­რა­მა თბი­ლის­თან" და­კავ­ში­რე­ბით იყო ბევ­რი შეხ­ვედ­რა, პირ­ვე­ლად ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნეს. ბევ­რი შეხ­ვე­და მოხ­და, ყვე­ლა კი­თხვას პა­სუ­ხი გას­ცეს. დღეს არა­ვის არა­ფე­რი აქვს სათ­ქმე­ლი და მხო­ლოდ იმას იძა­ხი­ან, რომ პრო­ექ­ტი მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე გა­კეთ­დეს", - აღ­ნიშ­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, "პა­ნო­რა­მა თბი­ლი­სი" არის გათ­ვლი­ლი ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და არა ინ­ვე­ტო­რის ინ­ტე­რე­სებ­ზე. "მომ­გე­ბი­ა­ნო­ბის მხრივ "პა­ნო­რა­მა თბი­ლი­სი" ეს დატ­ვირ­თვა ჩემს სა­კუ­თარ თავ­ზე მო­ვირ­გე. პირ­ველ რიგ­ში იმ ად­გი­ლი­დან ბევ­რი გა­ვა­სახ­ლეთ, ბა­რა­კე­ბი იყო, 2-3-4 სარ­თუ­ლი­ა­ნი ბა­რა­კე­ბი იმ ად­გილ­ზე, სა­დაც ეს ბა­ღე­ბი შენ­დე­ბა. ქა­ლა­ქის ფასი და უფრო ძვი­რი გა­და­ვი­ხა­დეთ კვად­რა­ტულ მეტრში. ის, რაც კეთ­დე­ბა, ერთი და ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლე­ბი შენ­დე­ბა, რამ­დე­ნი ხე ირ­გვე­ბა, ეს ექ­სკლუ­ზი­უ­რად ჩა­ით­ვლე­ბა. მე თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად ჩემ თავ­ზე ვღე­ბუ­ლობ, ეს ექ­სკლუ­ზი­ვი პი­რად ხარ­ჯებ­ზე გა­და­მაქვს. რად­გან ყვე­ლა ეს ექ­სკლუ­ზი­ვი ლიფ­ტე­ბი, სა­ბა­გი­რო, ძა­ლი­ან რთუ­ლია რენ­ტა­ბე­ლო­ბა­ზე იყოს სა­უ­ბა­რი. პრო­ექ­ტმა გა­ას­წო­რა ქედი. ძა­ლი­ან ვცდი­ლობთ, რომ თბი­ლი­სის­თვის, ტუ­რიზ­მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იყოს და არა ვი­ღა­ცის ახი­რე­ბა­ზე. ეს პრო­ექ­ტი არის უნი­კა­ლუ­რი, ამ­დე­ნი ხე ირ­გვე­ბა, ბევ­რმა უცხო­ელ­მა არ­ქი­ტექ­ტორ­მა შე­ა­ფა­სა", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ქა­ლა­ქის ყვე­ლა მცხოვ­რებს შე­ეძ­ლე­ბა ისარ­გებ­ლოს სა­ბა­გი­რო­თო და ტრან­სპორ­ტის გა­რე­შე შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვდეს ცენ­ტრში, სა­დაც არის ქა­ლა­ქის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ბევ­რი აუზი და პი­რო­ბე­ბი, რომ ვი­ქენ­დი გა­ა­ტა­რონ. "ქა­ლა­ქი­დან გა­დი­ხარ ტრან­სპორ­ტის გა­რე­შე და ხვდე­ბი უნი­კა­ლურ ბუ­ნე­ბა­ში. 3 წუთ­ში უნი­კა­ლურ ვე­ლურ ბუ­ნე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვდე. ძველ თბი­ლისს ეს არ აზი­ა­ნებს და ამ­დიდ­რებს. ეს იქ­ნე­ბა ერთ-ერთი სა­ვი­ზი­ტი ბა­რა­თი ტუ­რის­ტე­ბის­თვის. მე მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა და მინ­და ჩემს ქა­ლაქს და­ვეხ­მა­რო, ღმერ­თმა და­მი­ფა­როს, რომ სას­ტუმ­რო­თი გამ­დიდ­რე­ბას ვა­პი­რებ­დე. იქ­ნე­ბა 25 მეტ­რი­ა­ნი აკ­ვა­რი­უ­მი, იქვე შენ­დე­ბა პლა­ნე­ტა­რი­უ­მი, ირ­გვლივ იქ­ნე­ბა სა­ექ­სკურ­სიო ტე­რი­ტო­რია, სა­ინ­ტე­რე­სი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ბავ­შვე­ბის­თვის და ტუ­რის­ტე­ბის­თვის, ეს პრო­ექ­ტი არა­ფერს არ აფუ­ჭებს", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

"პანორამა თბილისის" პროექტი უნიკალურია და ის აუცილებლად უნდა განხორციელდეს - ივანიშვილი ელისაშვილს პასუხობს

"პანორამა თბილისის" პროექტი უნიკალურია და ის აუცილებლად უნდა განხორციელდეს - ივანიშვილი ელისაშვილს პასუხობს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ "პანორამა თბილისის" პროექტი უნიკალურია და ის აუცილებლად უნდა განხორციელდეს.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა "GDS" -ის გადაცემა "2030"-ში საუბრისას განაცხადა, ის პროპაგანდა, რომელიც "პანორამა თბილისის პროექტთან" დაკავშირებით არის დაწყებული, მიუღებელია. მისი თქმით, საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ამ პროექტის გარშემო სხვადასხვა შეფასებებს აკეთებდა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს კანონის დაცვას და პროექტის შეჩერებას ურჩევდა.

"ელისაშვილი საუბრობდა იმაზე, რომ რეკრეაციული ზონა ირღვევა და ქალაქის ისტორიული ადგილი ინგრევა. სადაც ზონას მიანიშნებდა, ეს არის ადგილი, რომელიც თბილისიდან არ ჩანს, უკანა ზოლია, რომელიც ხევში გადადის. ეს შეიძლება მხოლოდ ვერტმფერენიდან ნახო. "პანორამა თბილისთან" დაკავიშრებით გადაღებულია ფილმი და ყველა ნახავს, რომ იქ მოხდა 900 კვადრატულის ზონის შეცვლა. მართლაც ჰქონდა იმ ადგილს მნიშვნელობა. იქ იყო სანაგვე, იმ სანაგვეს მიანიშნებს ელისაშვილი. ძველ თბილისს საერთოდ არ აზიანებს. არაფერი არ იჩეხება თბილისის შემოგარენში გაყვითლდა ბევრი ხე და ბევრმა ამორტიზაცია განიცადა და სამი თვეა იქ ვაწარმოებთ გამორგვას და ხეების განახლებას და ვანაცვლებთ სხვა ხეებით პროექტისგან დამოუკიდებლად", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, პირვლივე განცხადება, რომელიც გაისმა ამ პროექტის ირგვლივ, იყო დისკრედიტაციის მცდელობა. "ივანიშვილს როდესაც მიანიშნებ კანონის დაცვაზე, ერთხელ მაინც უნდა გყავდეს შემჩნეული კანონის დარღვევაში. ეს იყო დისკრედიტაციული განცხადება, რომ აი, ისიც კანონს დაემორჩილოს. "პანორამა თბილისთან" დაკავშირებით იყო ბევრი შეხვედრა, პირველად ის საზოგადოებას გააცნეს. ბევრი შეხვედა მოხდა, ყველა კითხვას პასუხი გასცეს. დღეს არავის არაფერი აქვს სათქმელი და მხოლოდ იმას იძახიან, რომ პროექტი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გაკეთდეს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, "პანორამა თბილისი" არის გათვლილი ქალაქის განვითარებაზე და არა ინვეტორის ინტერესებზე. "მომგებიანობის მხრივ "პანორამა თბილისი" ეს დატვირთვა ჩემს საკუთარ თავზე მოვირგე. პირველ რიგში იმ ადგილიდან ბევრი გავასახლეთ, ბარაკები იყო, 2-3-4 სართულიანი ბარაკები იმ ადგილზე, სადაც ეს ბაღები შენდება. ქალაქის ფასი და უფრო ძვირი გადავიხადეთ კვადრატულ მეტრში. ის, რაც კეთდება, ერთი და ორსართულიანი სახლები შენდება, რამდენი ხე ირგვება, ეს ექსკლუზიურად ჩაითვლება. მე თანაინვესტირების ფონდის სხვა წევრებთან ერთად ჩემ თავზე ვღებულობ, ეს ექსკლუზივი პირად ხარჯებზე გადამაქვს. რადგან ყველა ეს ექსკლუზივი ლიფტები, საბაგირო, ძალიან რთულია რენტაბელობაზე იყოს საუბარი. პროექტმა გაასწორა ქედი. ძალიან ვცდილობთ, რომ თბილისისთვის, ტურიზმისთვის საინტერესო იყოს და არა ვიღაცის ახირებაზე. ეს პროექტი არის უნიკალური, ამდენი ხე ირგვება, ბევრმა უცხოელმა არქიტექტორმა შეაფასა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ქალაქის ყველა მცხოვრებს შეეძლება ისარგებლოს საბაგიროთო და ტრანსპორტის გარეშე შეიძლება მოხვდეს ცენტრში, სადაც არის ქალაქისთვის საინტერესო ბევრი აუზი და პირობები, რომ ვიქენდი გაატარონ. "ქალაქიდან გადიხარ ტრანსპორტის გარეშე და ხვდები უნიკალურ ბუნებაში. 3 წუთში უნიკალურ ველურ ბუნებაში შეიძლება მოხვდე. ძველ თბილისს ეს არ აზიანებს და ამდიდრებს. ეს იქნება ერთ-ერთი სავიზიტი ბარათი ტურისტებისთვის. მე მაქვს საშუალება და მინდა ჩემს ქალაქს დავეხმარო, ღმერთმა დამიფაროს, რომ სასტუმროთი გამდიდრებას ვაპირებდე. იქნება 25 მეტრიანი აკვარიუმი, იქვე შენდება პლანეტარიუმი, ირგვლივ იქნება საექსკურსიო ტერიტორია, საინტერესი იქნება ჩვენი ბავშვებისთვის და ტურისტებისთვის, ეს პროექტი არაფერს არ აფუჭებს", - განაცხადა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."