პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კიდევ ორი მამაკაცია დაჭრილი" - შუახევში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
"კიდევ ორი მამაკაცია დაჭრილი" - შუახევში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

შუ­ა­ხევ­ში ერთი მა­მა­კა­ცი მოკ­ლეს, ხოლო ორი დაჭ­რეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ, სოს­ლან ზო­ი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, თბი­ლი­სი­დან შუ­ა­ხევ­ში სტუმ­რად მყოფ­მა ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა სამი ადა­მი­ა­ნი დაჭ­რა, რო­მელ­თა­გან ერთი გარ­და­იც­ვა­ლა. ზო­ი­ძის თქმით, დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში თა­ვი­სი ფე­ხით შე­ვი­და, თუმ­ცა, ექი­მის არ არ­სე­ბო­ბის გამო დახ­მა­რე­ბა დრო­უ­ლად ვერ მო­ხერ­ხდა და სის­ხლის­გან და­ი­ცა­ლა.

"თბი­ლი­სი­დან სტუმ­რად იყო ჩა­მო­სუ­ლი ბიჭი. მოხ­და შე­კა­მა­თე­ბა და სტუ­მარ­მა დაჭ­რა სამი ახალ­გაზ­რდა. ერთი მუ­ცელ­ში იყო დაჭ­რი­ლი, სა­კუ­თა­რი ფე­ხით შე­ვი­და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, თუმ­ცა, ექი­მე­ბი არ იყ­ვნენ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ვერ აღ­მო­უ­ჩი­ნეს მკურ­ნა­ლო­ბა და გარ­და­იც­ვა­ლა ახალ­გაზ­რდა ბიჭი", - აღ­ნიშ­ნა სოს­ლან ზო­ი­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, შუ­ა­ხე­ვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­სულ კვი­რას სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა გა­უქ­მდა. სოს­ლან ზო­ი­ძის თქმით, ამ წუ­თებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვებს ცენ­ტრა­ლუ­რი მა­გის­ტრა­ლის შუ­ა­ხე­ვი-ბა­თუ­მის მო­ნაკ­ვე­თი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად გა­და­კე­ტი­ლი აქვთ. "მო­სახ­ლე­ო­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის გა­უქ­მე­ბის გამო ახალ­გაზ­რდის გარ­დაც­ვა­ლე­ბას აპ­რო­ტეს­ტებს", - აღ­ნიშ­ნა სოს­ლან ზო­ი­ძემ.

შუ­ა­ხევ­ში დაჭ­რი­ლი ორი მა­მა­კა­ცი ბა­თუ­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს 108-ე მუხ­ლით, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"კიდევ ორი მამაკაცია დაჭრილი" - შუახევში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

"კიდევ ორი მამაკაცია დაჭრილი" - შუახევში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

შუახევში ერთი მამაკაცი მოკლეს, ხოლო ორი დაჭრეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, სოსლან ზოიძემ განუცხადა, თბილისიდან შუახევში სტუმრად მყოფმა ახალგაზრდა მამაკაცმა სამი ადამიანი დაჭრა, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა. ზოიძის თქმით, დაჭრილი ახალგაზრდა მეგობრების დახმარებით საავადმყოფოში თავისი ფეხით შევიდა, თუმცა, ექიმის არ არსებობის გამო დახმარება დროულად ვერ მოხერხდა და სისხლისგან დაიცალა.

"თბილისიდან სტუმრად იყო ჩამოსული ბიჭი. მოხდა შეკამათება და სტუმარმა დაჭრა სამი ახალგაზრდა. ერთი მუცელში იყო დაჭრილი, საკუთარი ფეხით შევიდა საავადმყოფოში, თუმცა, ექიმები არ იყვნენ საავადმყოფოში. ვერ აღმოუჩინეს მკურნალობა და გარდაიცვალა ახალგაზრდა ბიჭი", - აღნიშნა სოსლან ზოიძემ.

მისივე განმარტებით, შუახევის საავადმყოფოში გასულ კვირას სტაციონარული მკურნალობა გაუქმდა. სოსლან ზოიძის თქმით, ამ წუთებში ადგილობრივებს ცენტრალური მაგისტრალის შუახევი-ბათუმის მონაკვეთი პროტესტის ნიშნად გადაკეტილი აქვთ. "მოსახლეობა საავადმყოფოში სტაციონარული მკურნალობის გაუქმების გამო ახალგაზრდის გარდაცვალებას აპროტესტებს", - აღნიშნა სოსლან ზოიძემ.

შუახევში დაჭრილი ორი მამაკაცი ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ