პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა
რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი კი­ნო­რე­ჟო­სო­რი რეზო ჩხე­ი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ბოლო პე­რი­ოდ­ში რეზო ჩხე­ი­ძე მძი­მედ იყო ავად და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აპა­რატ­ზე იყო მი­ერ­თე­ბუ­ლი.

რეზო ჩხე­ი­ძე და­ი­ბა­და საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის მიერ 1937 წელს დახ­ვრე­ტი­ლი ცნო­ბი­ლი მწერ­ლის და­ვით ჩხე­ი­ძის ოჯახ­ში. 1943-1946 წლებ­ში სწავ­ლობ­და რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში, 1953 წელს და­ამ­თავ­რა სა­კავ­ში­რო კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტის სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტე­ტი (ს. იუტ­კე­ვი­ჩი­სა და მ. რო­მის სა­ხე­ლოს­ნო). რე­ჟი­სორ თენ­გიზ აბუ­ლა­ძეს­თან ერ­თად გა­და­ი­ღო კი­ნო­ნარ­კვე­ვე­ბი: "ჩვე­ნი სა­სახ­ლე" (1953), "ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლი" (1954) და მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი "მაგ­და­ნას ლურ­ჯა" (1955; კა­ნის IX სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი პრი­ზი - "ოქ­როს რტო" და I პრე­მია ედინ­ბურ­გის X სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­დეს­ტი­ვალ­ზე, ორი­ვე 1956).

გა­და­ი­ღო მხატ­ვრუ­ლი ფილ­მე­ბი: "ჩვე­ნი ეზო" (1956, ოქ­როს მე­და­ლი, I პრე­მია და დიპ­ლო­მი მოს­კო­ვის ახალ­გაზ­რდო­ბი­სა და სტუ­დენ­ტთა VI მსოფ­ლიო ფეს­ტი­ვალ­ზე 1957), "მაია წყნე­თე­ლი" (1959), "გან­ძი" (1961; დიდი პრი­ზი დე­ლის II სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე, 1961), "ზღვის ბი­ლი­კი" (1962),"ჯა­რის­კა­ცის მამა" (1964, პრე­მია კორკში (ირ­ლან­დია) X სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე, დიპ­ლო­მი სან-ფრან­ცის­კო­სა და სა­ლო­ნი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე, პრი­ზი რო­მის II სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე, ოთხი­ვე 1965), "ღი­მი­ლის ბი­ჭე­ბი" (1969 სა­ქარ­თვე­ლოს კომ­კავ­ში­რის პრე­მია "ჯა­რის­კა­ცის მა­მას­თან" ერ­თად, 1970), "ნერ­გე­ბი" (1972; დიპ­ლო­მი მოს­კო­ვი­სა და ტაშ­კენ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ნო­ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე, ორი­ვე 1973), "მშობ­ლი­უ­რო ჩემო მი­წავ!" (1980; მთა­ვა­რი პრი­ზი და დიპ­ლო­მი ვილ­ნი­უ­სის XIV სა­კავ­ში­რო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე, 1981; ლე­ნი­ნუ­რი პრე­მია, 1986; 1991 - უარი გა­ნა­ცხა­და) და სხვა.

რეზო ჩხე­ი­ძე იყო ყო­ფი­ლი სსრკ უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს IX-XI მოწ­ვე­ვე­ბის დე­პუ­ტა­ტი. და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ლე­ნი­ნის ორ­დე­ნით, ორი სხვა ორ­დე­ნი­თა და მედ­ლე­ბით. 1963-1981 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტთა კავ­ში­რის მდი­ვა­ნი. 1974 წლი­დან რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის პე­და­გო­გი. იყო კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თუ­ლი ფილ­მის" დი­რექ­ტო­რი.

რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა

რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი კინორეჟოსორი რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროში განუცხადეს, ბოლო პერიოდში რეზო ჩხეიძე მძიმედ იყო ავად და საავადმყოფოში აპარატზე იყო მიერთებული.

რეზო ჩხეიძე დაიბადა საბჭოთა რეჟიმის მიერ 1937 წელს დახვრეტილი ცნობილი მწერლის დავით ჩხეიძის ოჯახში. 1943-1946 წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, 1953 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს. იუტკევიჩისა და მ. რომის სახელოსნო). რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან ერთად გადაიღო კინონარკვევები: "ჩვენი სასახლე" (1953), "ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი" (1954) და მხატვრული ფილმი "მაგდანას ლურჯა" (1955; კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი - "ოქროს რტო" და I პრემია ედინბურგის X საერთაშორისო კინოდესტივალზე, ორივე 1956).

გადაიღო მხატვრული ფილმები: "ჩვენი ეზო" (1956, ოქროს მედალი, I პრემია და დიპლომი მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალზე 1957), "მაია წყნეთელი" (1959), "განძი" (1961; დიდი პრიზი დელის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1961), "ზღვის ბილიკი" (1962),"ჯარისკაცის მამა" (1964, პრემია კორკში (ირლანდია) X საერთაშორისო კინოფესტივალზე, დიპლომი სან-ფრანცისკოსა და სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე, პრიზი რომის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, ოთხივე 1965), "ღიმილის ბიჭები" (1969 საქართველოს კომკავშირის პრემია "ჯარისკაცის მამასთან" ერთად, 1970), "ნერგები" (1972; დიპლომი მოსკოვისა და ტაშკენტის საერთაშორისო კონოფესტივალებზე, ორივე 1973), "მშობლიურო ჩემო მიწავ!" (1980; მთავარი პრიზი და დიპლომი ვილნიუსის XIV საკავშირო კინოფესტივალზე, 1981; ლენინური პრემია, 1986; 1991 - უარი განაცხადა) და სხვა.

რეზო ჩხეიძე იყო ყოფილი სსრკ უმაღლესი საბჭოს IX-XI მოწვევების დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, ორი სხვა ორდენითა და მედლებით. 1963-1981 წლებში საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი. 1974 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია