მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვებრძოლოთ ჩრჩილს ხალხური საშუალებებით
როგორ ვებრძოლოთ ჩრჩილს ხალხური საშუალებებით

ჩრჩილ­თან საბ­რძოლ­ვე­ლი უამ­რა­ვი თა­ნა­მედ­რო­ვე ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობს, თუმ­ცა ყვე­ლა ეფექ­ტუ­რი რო­დია, ხოლო ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი საკ­მა­ოდ ტოქ­სი­უ­რი­ცაა. გარ­და ამი­სა, ზოგი სა­ში­შია ალერ­გი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. ამ შემ­თხვე­ვა­ში გვი­წევს მივ­მარ­თოთ ხალ­ხურ სა­შუ­ა­ლე­ბებს.

ჩრჩი­ლი აზი­ა­ნებს შა­ლის ნივ­თებს, ბეწვს, ტყავს, ხა­ლი­ჩებს, ქსო­ვი­ლებს, ბურ­ღუ­ლე­ულს, ფქვილს და ა.შ. ჩრჩი­ლის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ მა­შინ ვი­გებთ, რო­დე­საც სახ­ლში მფრი­ნა­ვი პეპ­ლე­ბი ჩნდე­ბა ან კა­რა­და­ში ჩრჩი­ლის­გან და­ზი­ა­ნე­ბულ ნივ­თებ­სა და საკ­ვებს აღ­მო­ვა­ჩენთ. პეპ­ლე­ბი ნივ­თებს არ აფუ­ჭე­ბენ, ისი­ნი დე­ბენ კვერ­ცხებს, რომ­ლი­და­ნაც იჩე­კე­ბი­ან ღორ­მუ­ცე­ლა მუხ­ლუ­ხე­ბი. სახ­ლში მფრი­ნა­ვი ჩრჩი­ლის არ­სე­ბო­ბა იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ სა­დღაც ბუ­დეა, სა­დაც მა­ძღა­რი მუხ­ლუ­ხე­ბი ას­რუ­ლე­ბენ გან­ვი­თა­რე­ბის ციკლს.

ჩრჩი­ლი­სა­გან და­სა­ცა­ვი მრა­ვა­ლი ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა ანად­გუ­რებს მფრი­ნავ პეპ­ლებს და არა მუხ­ლუ­ხებს, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ისი­ნი კა­რა­და­ში ღრმად არი­ან გან­თავ­სე­ბუ­ლე­ბი. ძლი­ერ­მოქ­მე­დი, რთუ­ლი ქი­მი­უ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი ხში­რად ადა­მი­ა­ნის­თვის არა ნაკ­ლებ სა­ში­შია, ხოლო მათი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­მო­ყე­ნე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რძა­ლუ­ლია.

გახ­სოვ­დეთ!

ზამ­თრის ტან­საც­მე­ლი არა­სო­დეს შე­ი­ნა­ხოთ გა­უ­რე­ცხა­ვი, რად­გა­ნაც ჩრჩი­ლი ძი­რი­თა­დად აზი­ა­ნებს იმ ად­გი­ლებს, რომ­ლე­ბიც ოფ­ლი­თა და ცხი­მით არის დას­ვრი­ლი. კა­რა­დე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად ხში­რად უნდა გა­ნი­ავ­დეს, ხოლო გა­ზა­ფხულ­ზე უნდა გამ­ზე­ურ­დეს ზამ­თრის ტან­საც­მე­ლი, ქურ­ქე­ბი და ხა­ლი­ჩე­ბი.

რო­გორ ვებ­რძო­ლოთ:

კა­რა­და­ში, სა­დაც ინა­ხე­ბა შა­ლის პლე­დე­ბი, თბი­ლი სვი­ტე­რე­ბი, ქურ­ქე­ბი და ქუ­დე­ბი მო­ა­თავ­სეთ ლი­მო­ნის ან ფორ­თოხ­ლის გამ­ხმა­რი კანი, მარ­ლის პა­ტა­რა ტომ­სი­კე­ბი ლა­ვან­დის თეს­ლით, აბ­ზინ­დას, ნემ­სიწ­ვე­რას, იე­ლის ტო­ტე­ბი, კრა­ზა­ნას ყვა­ვი­ლე­ბი და ფოთ­ლე­ბი, ევ­კა­ლიპ­ტის ფოთ­ლე­ბი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პე­რი­ო­დუ­ლად დაც­ვის მცე­ნა­რე­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­ნახ­ლე­ბა. სა­სარ­გებ­ლოა მათი ქურ­თუ­კე­ბის, პალ­ტო­ე­ბის ჯი­ბე­ებ­ში მო­თავ­სე­ბა.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

როგორ ვებრძოლოთ ჩრჩილს ხალხური საშუალებებით

როგორ ვებრძოლოთ ჩრჩილს ხალხური საშუალებებით

ჩრჩილთან საბრძოლველი უამრავი თანამედროვე ქიმიური საშუალება არსებობს, თუმცა ყველა ეფექტური როდია, ხოლო ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ტოქსიურიცაა. გარდა ამისა, ზოგი საშიშია ალერგიული ადამიანებისთვის. ამ შემთხვევაში გვიწევს მივმართოთ ხალხურ საშუალებებს.

ჩრჩილი აზიანებს შალის ნივთებს, ბეწვს, ტყავს, ხალიჩებს, ქსოვილებს, ბურღულეულს, ფქვილს და ა.შ. ჩრჩილის არსებობის შესახებ მაშინ ვიგებთ, როდესაც სახლში მფრინავი პეპლები ჩნდება ან კარადაში ჩრჩილისგან დაზიანებულ ნივთებსა და საკვებს აღმოვაჩენთ. პეპლები ნივთებს არ აფუჭებენ, ისინი დებენ კვერცხებს, რომლიდანაც იჩეკებიან ღორმუცელა მუხლუხები. სახლში მფრინავი ჩრჩილის არსებობა იმაზე მეტყველებს, რომ სადღაც ბუდეა, სადაც მაძღარი მუხლუხები ასრულებენ განვითარების ციკლს.

ჩრჩილისაგან დასაცავი მრავალი ქიმიური საშუალება ანადგურებს მფრინავ პეპლებს და არა მუხლუხებს, განსაკუთრებით თუ ისინი კარადაში ღრმად არიან განთავსებულები. ძლიერმოქმედი, რთული ქიმიური პრეპარატები ხშირად ადამიანისთვის არა ნაკლებ საშიშია, ხოლო მათი სამზარეულოში გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია.

გახსოვდეთ!

ზამთრის ტანსაცმელი არასოდეს შეინახოთ გაურეცხავი, რადგანაც ჩრჩილი ძირითადად აზიანებს იმ ადგილებს, რომლებიც ოფლითა და ცხიმით არის დასვრილი. კარადები აუცილებლად ხშირად უნდა განიავდეს, ხოლო გაზაფხულზე უნდა გამზეურდეს ზამთრის ტანსაცმელი, ქურქები და ხალიჩები.

როგორ ვებრძოლოთ:

კარადაში, სადაც ინახება შალის პლედები, თბილი სვიტერები, ქურქები და ქუდები მოათავსეთ ლიმონის ან ფორთოხლის გამხმარი კანი, მარლის პატარა ტომსიკები ლავანდის თესლით, აბზინდას, ნემსიწვერას, იელის ტოტები, კრაზანას ყვავილები და ფოთლები, ევკალიპტის ფოთლები. მნიშვნელოვანია პერიოდულად დაცვის მცენარეული საშუალებების განახლება. სასარგებლოა მათი ქურთუკების, პალტოების ჯიბეებში მოთავსება.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს