მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოფშორული ზონები - სამოთხე "რუხი კაპიტალისთვის"
ოფშორული ზონები - სამოთხე "რუხი კაპიტალისთვის"

"ოფ­შო­რი" ინ­გლი­სუ­რი სი­ტყვაა და "სა­ნა­პი­რო­დან და­შო­რე­ბულს", "იზო­ლი­რე­ბულს" ნიშ­ნავს. ჩვენს სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, ეს სი­ტყვა ერ­თგვა­რი იდუ­მა­ლე­ბით არის მო­ცუ­ლი. ეს შე­ხე­დუ­ლე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რად­გან არა­ერ­თი ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნია მხო­ლოდ ქა­ღალ­დზე არ­სე­ბობ­და და მათ უკან ქარ­თვე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, ან მათი ახ­ლობ­ლე­ბი იდ­გნენ. ასეთ ფაქ­ტებს ად­გი­ლი ახ­ლაც აქვს, ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ოფ­შო­რულ კომ­პა­ნი­ებს დღემ­დე ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რე­ბენ, მათ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა კი პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბი ამ მო­ნა­ცე­მებს არ ახ­მა­უ­რე­ბენ. ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან კა­პი­ტა­ლის გას­ვლა­სა და შე­მოს­ვლას ად­გი­ლი ჰქონ­და კვიპ­როს­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ლიხ­ტენშტა­ინ­ში, ასე­ვე - პა­ნა­მა­სა და ჩე­ხეთ­ში.

თა­ვის დრო­ზე ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლებს შო­რის აღ­მოჩ­ნდნენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტი ილ­ჰამ ალი­ე­ვი, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და ბევ­რი ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, გან­სა­კუთ­რე­ბით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" - მათ შო­რის, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი და გია უდე­სი­ა­ნი. ექ­სპერტთა აზ­რით, დღეს­დღე­ო­ბით "თე­ლა­სიც" ოფ­შო­რულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს, "სო­კა­რიც" და სხვა ენერ­გე­ტი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბიც. უფრო ხში­რად კი, ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის მე­პატ­რო­ნის დად­გე­ნა ვერ ხერ­ხდე­ბა, რად­გან ოფ­შო­რუ­ლი ზონა ბო­ლომ­დე უზ­რუნ­ველ­ყოფს ფირ­მის მფლო­ბელ­თა სრულ ანო­ნი­მუ­რო­ბას. სწო­რედ ეს იზი­დავს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში მოქ­მედ კომ­პა­ნი­ებს, თუმ­ცა უკვე მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში ზრუ­ნა­ვენ, რომ ოფ­შორ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა უფრო გამჭვირ­ვა­ლე გახ­დეს: მა­გა­ლი­თად, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დე­ოფ­შო­რი­ზა­ცი­ის პო­ლი­ტი­კა აირ­ჩია და და­ი­წყო ზრუნ­ვა, რომ ოფ­შო­რუ­ლი კა­პი­ტა­ლი ქვე­ყა­ნა­ში და­აგ­რო­ვოს. ხოლო კა­ი­მა­ნის კუნ­ძუ­ლებ­ზე მოღ­ვა­წე კომ­პა­ნი­ებს ევა­ლე­ბათ, მათი დი­რექ­ტო­რე­ბი­სა და ერთი აქ­ცი­ო­ნე­რის ვი­ნა­ო­ბა მა­ინც გა­ამ­ხი­ლონ. ამ გზით ევ­რო­პა ცდი­ლობს იმ ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის ძებ­ნა გა­ი­ად­ვი­ლოს, რომ­ლე­ბიც გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­დას თავს არი­დე­ბენ. რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ამ მხრივ სა­ქარ­თვე­ლო­ში?

ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ოფ­შო­რულ ზო­ნებ­ში ხში­რად მარ­თლაც სა­ეჭ­ვო წარ­მო­შო­ბის ფული მი­ე­დი­ნე­ბა. მან bpn.ge-სთან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა:

- ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ერთი ნა­წი­ლის მი­ზა­ნია სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბი მი­ი­ღონ - ეს არის ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბა, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ისე­თი კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლებ­საც უნ­დათ ფა­რუ­ლად ფუ­ლის ინ­ვეს­ტი­რე­ბა, ან რე­ინ­ვეს­ტი­რე­ბა. ეს არის ფაქ­ტობ­რი­ვად ქარ­თუ­ლი კა­პი­ტა­ლი, რო­მე­ლიც ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის კა­პი­ტა­ლია, რომ­ლებ­საც ამ ფუ­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბის და­დას­ტუ­რე­ბა არ შე­უძ­ლი­ათ. რბი­ლად რომ ვთქვათ, ეს არის "რუხი კა­პი­ტა­ლი". თუ ერთ შემ­თხვე­ვა­ში ეს პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს, მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში, ამ ყვე­ლაფ­რის უკან ან წარ­სულ­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი დევს, ან - აწ­მყო­სა და მო­მა­ვალ­ში და­გეგ­მი­ლი. ამი­ტომ, ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში დე­ოფ­შო­რი­ზა­ცი­ა­ზე ზრუნ­ვა უკვე და­ი­წყეს. რო­გორც წესი, თა­ვი­სი შე­მო­სავ­ლის და­დას­ტუ­რე­ბა არ შე­უძ­ლია იმას, ვი­საც ეს შე­მო­სა­ვა­ლი არა შრო­მით, არა­მედ სხვა გზე­ბით აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი, ასე­თე­ბი კი ძი­რი­თა­დად ყო­ფი­ლი, ან მოქ­მე­დი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი არი­ან, ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­ლე­გა­ლურ ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ოდ­ნენ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კა­პი­ტა­ლი, რო­მე­ლიც ოფ­შო­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მოძ­რა­ობს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ უნდა იყოს. არ მინ­და კონ­კრე­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა, მაგ­რამ ხში­რად ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ზი­დენ­ტად რე­გის­ტრი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­საც აქ არა­ნა­ი­რი ქო­ნე­ბა არა აქვს, ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნის გა­და­სა­ხა­დი და­უ­მა­ლავს და ისე გამ­ქრა­ლა, რომ მისი კვა­ლიც ვერ უპო­ვი­ათ. მათ წარ­მო­მად­გენ­ლებს პრე­ტენ­ზი­ა­საც ვერ წა­ვუ­ყე­ნებთ იმი­ტომ, რომ მათი ამ კომ­პა­ნი­ას­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის დამ­ტკი­ცე­ბა იუ­რი­დი­უ­ლად საკ­მა­ოდ რთუ­ლია. მე არ ვამ­ბობ, რომ ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ეკო­ნო­მი­კას უნდა ჩა­მო­ვა­შო­როთ, მაგ­რამ ისი­ნი ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შეს­წავ­ლის სა­განს უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს. ალ­ბათ მათ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უფრო მეტი გამჭვირ­ვა­ლო­ბაა სა­ჭი­რო. თქვენ ალ­ბათ გახ­სოვთ, მე­დი­ა­დამ­ფუძ­ნებ­ლებს მოს­თხო­ვეს, მათი საქ­მი­ა­ნო­ბა ბო­ლომ­დე გამჭვირ­ვა­ლე იყოს იმი­ტომ, რომ სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კის უკან შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ბნე­ლი ძა­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. თუ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში ასე­თი გა­უმჭვირ­ვა­ლე სუ­ბი­ექ­ტე­ბი მოხ­ვდე­ბა, ეს ცუდ შე­დე­გამ­დე მიგ­ვიყ­ვანს. ამი­ტო­მაც მი­ი­ღეს კა­ნო­ნი, რომ ოფ­შო­რებ­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებს არა აქვთ უფ­ლე­ბა გახ­დნენ ტე­ლე­მე­დი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი. ეს ძა­ლი­ან ფა­ქი­ზი სა­კი­თხე­ბია, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მსოფ­ლი­ო­ში კა­პი­ტა­ლი ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მოძ­რა­ობს, ამი­ტომ ჯერ უნდა დავ­რწმუნ­დეთ, რომ ოფ­შო­რი­დან ფუ­ლის შე­მოს­ვლა, ან გა­დი­ნე­ბა არ შე­ი­ცავს პო­ლი­ტი­კურ, ან კრი­მი­ნა­ლურ რის­კებს. ნორ­მა­ლურ კა­პი­ტალს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მივ­ცეთ ოპე­რი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­ეჭ­ვოს კი შე­სა­ბა­მი­სად მო­ვექ­ცეთ.

რამ­დე­ნად სა­რის­კოა სა­ქარ­თვე­ლო­ში ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის არ­სე­ბო­ბა? - ამ შე­კი­თხვით ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის ექ­სპერტთა ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელს - რა­მაზ გერ­ლი­ანს მივ­მარ­თეთ:

- გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ოფ­შო­რუ­ლი ზონა მსოფ­ლი­ო­ში ბევ­რია, მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­აც არ არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი. არა­ვინ იცის რამ­დე­ნი კომ­პა­ნი­აა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ამ ოფ­შო­რულ ზო­ნებ­ში, რო­მელ­თა ჩა­მოთ­ვლაც შორს წაგ­ვიყ­ვანს: სე­ი­შე­ლი­სა და ვირ­ჯი­ნი­ი­ის კუნ­ძუ­ლე­ბი, პა­ნა­მა, კა­ი­მა­ნის კუნ­ძუ­ლე­ბი, სინ­გა­პუ­რი, ბერ­მუ­დის კუნ­ძუ­ლე­ბი, თუ სხვა... მოკ­ლედ ასე­თი ოფ­შო­რუ­ლი ნავ­სა­ყუ­დე­ლი ბევრ ქვე­ყა­ნა­შია, სა­ით­კე­ნაც შე­უ­წყვეტ­ლივ მი­ე­დი­ნე­ბა ფი­ნან­სე­ბი. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ოლი­გარ­ქე­ბი და ბიზ­სნეს­მე­ნე­ბი და­მა­ლულ ფულს ინა­ხა­ვენ ასეთ ად­გი­ლებ­ში. ხში­რად იქ ისე­თი კომ­პა­ნი­ე­ბი მოქ­მე­დე­ბენ, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც ინ­ფორ­მა­ცია არ არ­სე­ბობს, რად­გან ოფ­შო­რებ­ში მოქ­მე­დებს კა­ნო­ნი სა­ბან­კო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც კლი­ენ­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ბო­ლომ­დე იცავს და არ ამ­ხელს.

გაგ­რძე­ლე­ბა

ოფშორული ზონები - სამოთხე "რუხი კაპიტალისთვის"

ოფშორული ზონები - სამოთხე "რუხი კაპიტალისთვის"

"ოფშორი" ინგლისური სიტყვაა და "სანაპიროდან დაშორებულს", "იზოლირებულს" ნიშნავს. ჩვენს სინამდვილეში კი, ეს სიტყვა ერთგვარი იდუმალებით არის მოცული. ეს შეხედულება წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, რადგან არაერთი ოფშორული კომპანია მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა და მათ უკან ქართველი მაღალჩინოსნები, ან მათი ახლობლები იდგნენ. ასეთ ფაქტებს ადგილი ახლაც აქვს, ამიტომ საქართველოში ოფშორულ კომპანიებს დღემდე ეჭვის თვალით უყურებენ, მათზე ინფორმაციის მოპოვება კი პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ოფიციალური სტრუქტურები ამ მონაცემებს არ ახმაურებენ. ბოლო წლებში საქართველოდან კაპიტალის გასვლასა და შემოსვლას ადგილი ჰქონდა კვიპროსში, შვეიცარიაში, ლიხტენშტაინში, ასევე - პანამასა და ჩეხეთში.

თავის დროზე ოფშორული კომპანიის მფლობელებს შორის აღმოჩნდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და ბევრი ყოფილი მაღალჩინოსანი, განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობიდან" - მათ შორის, დავით კეზერაშვილი და გია უდესიანი. ექსპერტთა აზრით, დღესდღეობით "თელასიც" ოფშორულ რეჟიმში მუშაობს, "სოკარიც" და სხვა ენერგეტიკული კომპანიებიც. უფრო ხშირად კი, ოფშორული კომპანიის მეპატრონის დადგენა ვერ ხერხდება, რადგან ოფშორული ზონა ბოლომდე უზრუნველყოფს ფირმის მფლობელთა სრულ ანონიმურობას. სწორედ ეს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოქმედ კომპანიებს, თუმცა უკვე მრავალ ქვეყანაში ზრუნავენ, რომ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების საქმიანობა უფრო გამჭვირვალე გახდეს: მაგალითად, რუსეთის ხელისუფლებამ დეოფშორიზაციის პოლიტიკა აირჩია და დაიწყო ზრუნვა, რომ ოფშორული კაპიტალი ქვეყანაში დააგროვოს. ხოლო კაიმანის კუნძულებზე მოღვაწე კომპანიებს ევალებათ, მათი დირექტორებისა და ერთი აქციონერის ვინაობა მაინც გაამხილონ. ამ გზით ევროპა ცდილობს იმ ბიზნესმენების ძებნა გაიადვილოს, რომლებიც გადასახადების გადახდას თავს არიდებენ. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?

ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ოფშორულ ზონებში ხშირად მართლაც საეჭვო წარმოშობის ფული მიედინება. მან bpn.ge-სთან საუბრისას აღნიშნა:

- ოფშორული კომპანიების ერთი ნაწილის მიზანია საგადასახადო შეღავათები მიიღონ - ეს არის ერთი მიმართულება, მაგრამ არანაკლებ გავრცელებულია ისეთი კომპანიები, რომლებსაც უნდათ ფარულად ფულის ინვესტირება, ან რეინვესტირება. ეს არის ფაქტობრივად ქართული კაპიტალი, რომელიც ისეთი ადამიანების კაპიტალია, რომლებსაც ამ ფულის წარმომავლობის დადასტურება არ შეუძლიათ. რბილად რომ ვთქვათ, ეს არის "რუხი კაპიტალი". თუ ერთ შემთხვევაში ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მეორე შემთხვევაში, ამ ყველაფრის უკან ან წარსულში ჩადენილი დანაშაული დევს, ან - აწმყოსა და მომავალში დაგეგმილი. ამიტომ, ზოგიერთ ქვეყანაში დეოფშორიზაციაზე ზრუნვა უკვე დაიწყეს. როგორც წესი, თავისი შემოსავლის დადასტურება არ შეუძლია იმას, ვისაც ეს შემოსავალი არა შრომით, არამედ სხვა გზებით აქვს მოპოვებული, ასეთები კი ძირითადად ყოფილი, ან მოქმედი ჩინოვნიკები არიან, ან ის ადამიანები, რომლებიც არალეგალურ ბიზნესსაქმიანობას ეწეოდნენ, აქედან გამომდინარე, კაპიტალი, რომელიც ოფშორების მეშვეობით მოძრაობს, განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს. არ მინდა კონკრეტული კომპანიების დასახელება, მაგრამ ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც საქართველოში რეზიდენტად რეგისტრირებულ კომპანიას, რომელსაც აქ არანაირი ქონება არა აქვს, ასეულობით მილიონის გადასახადი დაუმალავს და ისე გამქრალა, რომ მისი კვალიც ვერ უპოვიათ. მათ წარმომადგენლებს პრეტენზიასაც ვერ წავუყენებთ იმიტომ, რომ მათი ამ კომპანიასთან დამოკიდებულების დამტკიცება იურიდიულად საკმაოდ რთულია. მე არ ვამბობ, რომ ოფშორული კომპანიები ეკონომიკას უნდა ჩამოვაშოროთ, მაგრამ ისინი ყოველთვის განსაკუთრებული შესწავლის საგანს უნდა წარმოადგენდეს. ალბათ მათ საქმიანობაში უფრო მეტი გამჭვირვალობაა საჭირო. თქვენ ალბათ გახსოვთ, მედიადამფუძნებლებს მოსთხოვეს, მათი საქმიანობა ბოლომდე გამჭვირვალე იყოს იმიტომ, რომ საინფორმაციო პოლიტიკის უკან შეიძლება ძალიან ბნელი ძალები აღმოჩნდნენ. თუ მედიასაშუალებებში ასეთი გაუმჭვირვალე სუბიექტები მოხვდება, ეს ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს. ამიტომაც მიიღეს კანონი, რომ ოფშორებში რეგისტრირებულ კომპანიებს არა აქვთ უფლება გახდნენ ტელემედიის დამფუძნებლები. ეს ძალიან ფაქიზი საკითხებია, ხშირ შემთხვევაში მსოფლიოში კაპიტალი ოფშორული კომპანიების საშუალებით მოძრაობს, ამიტომ ჯერ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ოფშორიდან ფულის შემოსვლა, ან გადინება არ შეიცავს პოლიტიკურ, ან კრიმინალურ რისკებს. ნორმალურ კაპიტალს აუცილებლად უნდა მივცეთ ოპერირების საშუალება, საეჭვოს კი შესაბამისად მოვექცეთ.

რამდენად სარისკოა საქართველოში ოფშორული კომპანიების არსებობა? - ამ შეკითხვით ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ხელმძღვანელს - რამაზ გერლიანს მივმართეთ:

- გამომდინარე იქიდან, რომ ოფშორული ზონა მსოფლიოში ბევრია, მათ შესახებ ინფორმაციაც არ არის ხელმისაწვდომი. არავინ იცის რამდენი კომპანიაა რეგისტრირებული ამ ოფშორულ ზონებში, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს: სეიშელისა და ვირჯინიიის კუნძულები, პანამა, კაიმანის კუნძულები, სინგაპური, ბერმუდის კუნძულები, თუ სხვა... მოკლედ ასეთი ოფშორული ნავსაყუდელი ბევრ ქვეყანაშია, საითკენაც შეუწყვეტლივ მიედინება ფინანსები. ხშირ შემთხვევაში ოლიგარქები და ბიზსნესმენები დამალულ ფულს ინახავენ ასეთ ადგილებში. ხშირად იქ ისეთი კომპანიები მოქმედებენ, რომელთა შესახებაც ინფორმაცია არ არსებობს, რადგან ოფშორებში მოქმედებს კანონი საბანკო საიდუმლოების შესახებ, რომელიც კლიენტების საიდუმლოს ბოლომდე იცავს და არ ამხელს.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."