''X ფაქტორის'' ჟიურის წევრი თამთა გოდუაძე ქართულ პოპულარობას ვერ შეეჩვია

''X ფაქტორის'' ჟიურის წევრი თამთა გოდუაძე ქართულ პოპულარობას ვერ შეეჩვია

"X ფაქტორის'' ჟიურის უცვლელი წევრი აგერ უკვე მეორე სეზონია, საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძეა. მან პოპულარობის გემოუცხო ქვეყანაში გაიგო, საქართველოში კი სულ მცირე ხნის წინ ფართო საზოგადოებამ მუსიკალური პროექტ `X ფაქტორის'' საშუალებით გაიცნო.

თამთა საბერძნეთში ძალიან პოპულარულია, იქ ცხოვრობს და კარიერის მწვერვალებიც იქ დაიპყრო, თუმცა საქართველოშიც შეიყვარა მაყურებელმა, ამიტომ დავინტერესდით, ხომ არ აპირებს კონცერტის გამართვას. ამ და სხვა თემებზე მასთან ექსკლუზიურად გასაუბრების საშუალება პროექტის კულისებში მოგვეცა.

- თამთა, როგორ განწყობაზე ხარ, ჩაწერების შემდეგ, სანამ ლაივები დაიწყებოდეს?

- საერთო ჯამში, თავად პროექტის დაწყება, როგორც შარშან მიხაროდა, იმაზე ნაკლებად კი არა, უფრო მეტადაც მიხარია. რაც შეეხება მონაწილეებს, ახლა მოვრჩით ერთ-ერთი კატეგორიის ჩაწერას და იმხელა ენერგია დამეხარჯა, ემოციური თვალსაზრისით, რომ ძალიან რთული გამოდგა. შარშან არ მახსოვს, რომ ასე გამჭირვებოდა ოთხი კონკურსანტის არჩევა, მიუხედავად იმისა, რომ შარშანაც ძალიან კარგი მონაწილეები იყვნენ, წელს ძალიან კარგი ნაკადი გვყავს. ემოციურად `სკამების ეტაპი'' ყველაზე დამთრგუნველი გამოდგა.

- ჟიურის ცვლილებაზე რას გვეტყვი? ძალიან ხალისობთ ერთად.

- საერთოდ, მიყვარს ცვლილებები. სტეფანე პროექტში არ გამიცნია, წლებია, ჩემი მეგობარია. სოფო ტოროშელიძე კი `X ფაქტორში'' გავიცანი და ძალიან შემიყვარდა. ჟიურის შეცვლა პროდიუსერების გადაწყვეტილებაა, ჩემთვის - ახალი მეგობრების შეძენა.

- ყველას უნდა, მისმა კონკურსანტმა გაიმარჯვოს.

- რა თქმა უნდა, თუმცა მთლიანობაში არაეგოისტურად თუ შევხედავთ, პროექტი რომ შედგეს, მას უნდა ჰყავდეს ძლიერი გამარჯვებული და მნიშვნელობა არ აქვს, ვისი კონკურსანტი იქნება. მაგრამ, ბუნებრივია, ყველა ჩვენგანი იბრძოლებს, რომ ეს გამარჯვებული მისი გუნდიდან იყოს.

- სტრატეგია თუ გქონდა წინა ჯერზე და ახლა თუ გაქვს?

- რაღაც სტრატეგიას თავიდანვე აყალიბებ, მაგრამ ლაივებზე ბევრი რამ იცვლება, ასე რომ, ზუსტი და ჩამოყალიბებული ვერ იქნები. ბევრი რამ დამოკიდებულია კონკურსანტზე, რას დადებს ის სცენაზე. პირადად ჩემთვის ხალხის აზრს, რეაქციასა და სიყვარულს დიდი მნიშვნელობა აქვს. ვნახოთ, გადავუხვევ თუ არა ჩემს სტრატეგიას (იღიმის).

- ხალხის აზრს როგორ იგებ? სოციალურ ქსელში კითხულობ?

- სოციალური ქსელებისმანიაკი არ ვარ, იმას ვგულისხმობ, რომ არ ვუკვირდები ყველა სიტყვას. შეიძლება, ზოგადად გადავხედო და დავიჭირო დადებითი და უარყოფითი მოსაზრებები. ნეგატიური აზრის მოსმენაც საჭიროა. მცირე დოზით მაინც თუ შეიცავს ლოგიკას, დაგაფიქრებს, შესაძლოა, მანამდე ამაზე არც გიფიქრია. არასდროს მთრგუნავს უარყოფითი აზრი, ხანდახან გასათვალისწინებელიც კია. თუკი პირადად ჩემზე მეკითხები, უმადური უნდა ვიყო, რამე რომ ვთქვა, იმდენად დადებითი ემოცია მოდის ჩემდამი. მცირეოდენი უარყოფითი დამოკიდებულება თუ არსებობს და ალბათ, იარსებებს, ვერ გადაწონის ამ კარგ ემოციებს. გუშინ მინდოდა პოსტის დაწერა ამ თემაზე. ვიფიქრე, ვინმეს არ ეგონოს, რომ გამიზნულად ვწერ-მეთქი. გულწრფელად და გულით მინდოდა ხალხისთვის მადლობის გადახდა. შენი ხალხის სიყვარულს სხვანაირი სიტკბო აქვს. ძალიან მადლობელი ვარ ამისთვის.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება