პოლიტიკა
სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წითური გენერალი" მოკლეს?
"წითური გენერალი" მოკლეს?

ერა­ყულ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს სა­ვე­ლე მე­თა­უ­რი, თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ის­ლა­მის­ტებ­ში ომარ ალ ში­შა­ნის ფსევ­დო­ნი­მი­თაა ცნო­ბი­ლი, მოკ­ლუ­ლია. სა­ა­გენ­ტო ალ­ფო­რა­ტი სა­კუ­თარ წყა­რო­ზე დარყდნო­ბით წერს, რომ ბა­თი­რაშ­ვი­ლი ერა­ყის პრო­ვინ­ცია სა­ლახ–ედ–დინ­ში ერა­ყის არ­მი­ის მიერ ის­ლა­მის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის დროს და­ი­ღუ­პა.

მას­თან ერ­თად, მე­დი­ის ცნო­ბით, კი­დევ ათი მებ­რძო­ლია ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი. ერა­ყის სამ­ხედ­რო მე­თა­უ­რო­ბა ამ სა­კი­თხზე ჯერ­ჯე­რო­ბით ოფი­ცი­ა­ლურ კო­მენ­ტარს არ აკე­თებს.

მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია 2014 წლის ბო­ლო­საც გავ­რცელ­და. იმ­ჟა­მად გა­ზეთ­მა "კვი­რის პა­ლიტ­რამ" მო­ამ­ზა­და სტა­ტია და ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა სცა­და. მო­ძი­ე­ბუ­ლი მა­სა­ლა იძ­ლე­ო­და ვა­რა­უ­დის სა­ფუძ­ველს, რომ თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლი მარ­თლაც გარ­დაც­ვლი­ლი იყო. გთა­ვა­ზობთ ამ სტა­ტი­ას:

"წი­თუ­რი გე­ნე­რა­ლი" მოკ­ლეს?

"დაე, ხალ­ხი ნუ იფიქ­რებს ისე, რო­გორც კა­დი­რო­ვი ფიქ­რობს... შენ კი გე­ტყვი: დი­დე­ბა ალაჰს, რომ შენი სამ­ყო­ფი მო­ჯა­ჰე­დე­ბი კავ­კა­სი­ის ემი­რატს"მან­დვე მო­ე­ძებ­ნე­ბა. როცა აქ (სი­რი­ა­ში. - ავტ.) ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდე­ბა, ჩვენ უფრო ძლი­ე­რე­ბი და მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი ჩა­მო­ვალთ შენ­თან."

აბუ ომარ ალ ში­შა­ნის (ბა­თი­რაშ­ვი­ლის) რამ­ზან კა­დი­რო­ვი­სად­მი

მი­მარ­თვი­დან, სექ­ტემ­ბე­რი, 2014 წ.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ რამ­ზან კა­დი­რო­ვის ინ­სტაგ­რამ­ზე გა­მო­ჩე­ნილ­მა ჩა­ნა­წერ­მა უმალ მი­იქ­ცია მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა: "ის­ლა­მის მტე­რი თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც თავს ომარ ალ ში­შანს უწო­დებ­და, მკვდა­რია. ეს ელო­დე­ბა ყვე­ლას, ვინც რუ­სეთ­სა და ჩე­ჩენ ხალ­ხს და­ე­მუქ­რე­ბა, ვინც მუს­ლი­მა­ნე­ბის სის­ხლს დაღ­ვრის... ალა­ჰი მო­წყა­ლეა" - წერ­და ჩეჩ­ნე­თის ოდი­ო­ზუ­რი ლი­დე­რი.

რა ვი­თა­რე­ბა­ში მოკ­ლეს თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა არ იცის ან არ ამ­ხელს. მის სიკ­ვდილს არ ადას­ტუ­რე­ბენ პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში. სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დია კი ავ­რცე­ლებს ცნო­ბას, თით­ქოს "წი­თუ­რი გე­ნე­რა­ლი" ქა­ლაქ რა­ქა­ში აშშ-ის ბოლო ავი­ა­ი­ე­რი­შის დროს და­ი­ღუ­პა - ამე­რი­კულ­მა თვითმფრი­ნა­ვებ­მა იე­რი­ში სწო­რედ იმ ად­გილ­ზე მი­ი­ტა­ნეს, სა­დაც, და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ლი­დე­რე­ბი თათ­ბი­რობ­დნენ. მე­ო­რე დღეს­ვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, და­ბომბვას ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს "ხა­ლი­ფი", აბუ ბაქრ ალ-ბაღ­და­დი შე­ე­წი­რაო (ომარ ალ ში­შა­ნი არ უხ­სე­ნე­ბი­ათ). ოფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბი დუ­მან, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, ალ-ბაღ­და­დი და­ბომბვის შე­დე­გად და­იჭ­რა მა­ინც, რად­გან მისი მო­ად­გი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "ისი­ნი მე­თა­ურს მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას უსურ­ვე­ბენ".

პან­კი­სე­ლი თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლის, იმა­ვე ომარ ალ ში­შა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ კი ცრუ ინ­ფორ­მა­ცია ად­რეც არა­ერ­თხელ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. 2013 წელს ქურ­თმა მე­ამ­ბო­ხე­ებ­მა მსოფ­ლი­ოს ამ­ცნეს, "წი­თუ­რი შა­ი­თა­ნი" (ქურ­თე­ბი ასე უწო­დე­ბენ) ერთ-ერთ ბრძო­ლა­ში მოკ­ლე­სო, თუმ­ცა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად არა­ფე­რი ჰქონ­დათ. 2014 წლის მა­ის­ში კვლავ ით­ქვა, ომარ ალ ში­შა­ნი და­ი­ღუ­პაო (მა­შინ ავი­ა­ი­ე­რი­შებს ალ-ბაღ­და­დის ჩე­ჩე­ნი სიძე და მისი მცვე­ლე­ბი ემსხვერ­პლნენ), მაგ­რამ ივ­ნის­ში, რო­დე­საც აბუ ბაქრ ალ-ბაღ­და­დიმ ის­ლა­მუ­რი ხა­ლი­ფა­ტის შექ­მნის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლი ახალ­შექ­მნი­ლი სა­ხელ­მწი­ფოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა სი­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და რამ­დე­ნი­მე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბრძო­ლის შემ­დეგ დე­ვი­ზით, "მოვ­კლათ ალა­ჰის სა­ხე­ლით", ჯერ ირანს და შემ­დეგ რუ­სეთს და­ე­მუქ­რა, ხოლო რამ­ზან კა­დი­რო­ვის მო­საკ­ლა­ვად ჯილ­დოდ 5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რიც და­ა­წე­სა. არც კა­დი­რო­ვის პა­სუხ­მა და­აგ­ვი­ა­ნა - ომარ ალ ში­შანს შე­უთ­ვა­ლა, - რა ად­გილ­ზეც ეგ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თე, იქ მოგ­კლა­ვო. კა­დი­როვ-ბა­თი­რაშ­ვი­ლის უთან­ხმო­ე­ბა მხო­ლოდ იდე­ო­ლო­გი­უ­რი ხა­სი­ა­თი­სა არ ყო­ფი­ლა. ჩეჩ­ნე­თის ემიგ­რა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, ასუ დურ­დუ­კა­ე­ვის ქა­ლიშ­ვი­ლი სედა ცო­ლად გაჰ­ყვა სი­რი­ა­ში მებ­რძოლ წარ­მო­შო­ბით ქისტს, ჰამ­ზათ ბორ­ჩაშ­ვილს (ამის შე­სა­ხებ

"კვი­რის პა­ლიტ­რა" წერ­და). კა­დი­როვ­მა მა­მას ურჩი ქა­ლიშ­ვი­ლის შინ დაბ­რუ­ნე­ბა მოს­თხო­ვა. სე­დამ (სი­რი­ა­ში - აიშა) შინ დაბ­რუ­ნე­ბა­ზე უარი თქვა. კა­დი­როვ­მა სი­ძის დე­დას პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ხალ­ხი მი­უგ­ზავ­ნა - თუ შვი­ლის სი­ცო­ცხლე გინ­და, გოგო უნდა და­აბ­რუ­ნოო. გამ­წა­რე­ბულ­მა ქალ­მა სი­რი­ა­ში ჩა­ა­კი­თხა შვილს. რძა­ლი გა­ჯი­უტ­და - ჩემი ად­გი­ლი აქ არის, აქ ვა­პი­რებ ცხოვ­რე­ბა­სო. კა­დი­როვ­მა დურ­დუ­კა­ე­ვი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ა­ყე­ნა, ორი თვის შემ­დეგ სე­დას სი­რი­ა­ში ქმა­რიც მო­უკ­ლეს (ის ბა­თი­რაშ­ვი­ლის თარ­ჯი­მა­ნი იყო). დე­დამ­თილ­მა კვლავ შეს­თა­ვა­ზა რძალს დაბ­რუ­ნე­ბა. უარი მი­ი­ღო. სედა ომარ ალ ში­შა­ნის მიერ აშე­ნე­ბულ თავ­შე­სა­ფარ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც შა­ჰი­დე­ბის"ოჯა­ხე­ბი ცხოვ­რობ­დნენ, სამი თვის შემ­დეგ კი ცო­ლად ომარ ალ ში­შან­მა მო­იყ­ვა­ნა

(წე­სის მი­ხედ­ვით, შა­ჰი­დის ქვრი­ვის ცო­ლად მოყ­ვა­ნა დიდ კე­თილ­შო­ბი­ლე­ბად ით­ვლე­ბა).

2014 წლის 9 სექ­ტემ­ბერს აშშ-ის ავი­ა­ი­ე­რიშს ქა­ლაქ მო­სულ­ზე "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" რამ­დე­ნი­მე ლი­დე­რი შე­ე­წი­რა, მAაშინ არა­ფე­რი თქმუ­ლა ომარ ალ ში­შან­ზე, რო­მე­ლიც იმ დროს მო­სულ­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო. პან­კის­ში ამ­ბობ­დნენ, თარ­ხა­ნი კარ­გად არი­სო. არა­და, "კვი­რის პა­ლიტ­რას" სი­რი­ულ­მა წყა­რომ აც­ნო­ბა, დაჭ­რი­ლი­აო, თუმ­ცა რა ვი­თა­რე­ბა­ში და­იჭ­რა, არ და­უ­ზუს­ტე­ბია.

სან­დო წყა­რომ გაგ­ვიმ­ხი­ლა, რომ ომარ ალ ში­შა­ნი ჯერ კი­დევ სექ­ტემ­ბერ­ში გა­დაჰ­ყვა მძი­მე ჭრი­ლო­ბებს. სედა დურ­დუ­კა­ე­ვამ ნა­თე­სა­ვებს ტი­რი­ლით და­უ­რე­კა, კვლავ შა­ჰი­დის ცოლი გავ­ხდიო. გან­გრძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

"წითური გენერალი" მოკლეს?

"წითური გენერალი" მოკლეს?

ერაყულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისლამური სახელმწიფოს საველე მეთაური, თარხან ბათირაშვილი, რომელიც ისლამისტებში ომარ ალ შიშანის ფსევდონიმითაა ცნობილი, მოკლულია. სააგენტო ალფორატი საკუთარ წყაროზე დარყდნობით წერს, რომ ბათირაშვილი ერაყის პროვინცია სალახ–ედ–დინში ერაყის არმიის მიერ ისლამისტების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის დროს დაიღუპა.

მასთან ერთად, მედიის ცნობით, კიდევ ათი მებრძოლია ლიკვიდირებული. ერაყის სამხედრო მეთაურობა ამ საკითხზე ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.

მსგავსი ინფორმაცია 2014 წლის ბოლოსაც გავრცელდა. იმჟამად გაზეთმა "კვირის პალიტრამ" მოამზადა სტატია და ინფორმაციის გადამოწმება სცადა. მოძიებული მასალა იძლეოდა ვარაუდის საფუძველს, რომ თარხან ბათირაშვილი მართლაც გარდაცვლილი იყო. გთავაზობთ ამ სტატიას:

"წითური გენერალი" მოკლეს?

"დაე, ხალხი ნუ იფიქრებს ისე, როგორც კადიროვი ფიქრობს... შენ კი გეტყვი: დიდება ალაჰს, რომ შენი სამყოფი მოჯაჰედები კავკასიის ემირატს"მანდვე მოეძებნება. როცა აქ (სირიაში. - ავტ.) ყველაფერი დამთავრდება, ჩვენ უფრო ძლიერები და მომზადებულები ჩამოვალთ შენთან."

აბუ ომარ ალ შიშანის (ბათირაშვილის) რამზან კადიროვისადმი

მიმართვიდან, სექტემბერი, 2014 წ.

რამდენიმე დღის წინ რამზან კადიროვის ინსტაგრამზე გამოჩენილმა ჩანაწერმა უმალ მიიქცია მსოფლიო მედიის ყურადღება: "ისლამის მტერი თარხან ბათირაშვილი, რომელიც თავს ომარ ალ შიშანს უწოდებდა, მკვდარია. ეს ელოდება ყველას, ვინც რუსეთსა და ჩეჩენ ხალხს დაემუქრება, ვინც მუსლიმანების სისხლს დაღვრის... ალაჰი მოწყალეა" - წერდა ჩეჩნეთის ოდიოზური ლიდერი.

რა ვითარებაში მოკლეს თარხან ბათირაშვილი, სავარაუდოდ, ჩეჩნეთის ლიდერმა არ იცის ან არ ამხელს. მის სიკვდილს არ ადასტურებენ პანკისის ხეობაში. საერთაშორისო მედია კი ავრცელებს ცნობას, თითქოს "წითური გენერალი" ქალაქ რაქაში აშშ-ის ბოლო ავიაიერიშის დროს დაიღუპა - ამერიკულმა თვითმფრინავებმა იერიში სწორედ იმ ადგილზე მიიტანეს, სადაც, დაუზუსტებელი ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერები თათბირობდნენ. მეორე დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, დაბომბვას ისლამური სახელმწიფოს "ხალიფი", აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი შეეწირაო (ომარ ალ შიშანი არ უხსენებიათ). ოფიციალური წყაროები დუმან, მაგრამ როგორც ჩანს, ალ-ბაღდადი დაბომბვის შედეგად დაიჭრა მაინც, რადგან მისი მოადგილის განცხადებით, "ისინი მეთაურს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ".

პანკისელი თარხან ბათირაშვილის, იმავე ომარ ალ შიშანის გარდაცვალების შესახებ კი ცრუ ინფორმაცია ადრეც არაერთხელ გავრცელებულა. 2013 წელს ქურთმა მეამბოხეებმა მსოფლიოს ამცნეს, "წითური შაითანი" (ქურთები ასე უწოდებენ) ერთ-ერთ ბრძოლაში მოკლესო, თუმცა მტკიცებულებად არაფერი ჰქონდათ. 2014 წლის მაისში კვლავ ითქვა, ომარ ალ შიშანი დაიღუპაო (მაშინ ავიაიერიშებს ალ-ბაღდადის ჩეჩენი სიძე და მისი მცველები ემსხვერპლნენ), მაგრამ ივნისში, როდესაც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ ისლამური ხალიფატის შექმნის თაობაზე განცხადება გააკეთა, თარხან ბათირაშვილი ახალშექმნილი სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა სირიის ტერიტორიაზე და რამდენიმე წარმატებული ბრძოლის შემდეგ დევიზით, "მოვკლათ ალაჰის სახელით", ჯერ ირანს და შემდეგ რუსეთს დაემუქრა, ხოლო რამზან კადიროვის მოსაკლავად ჯილდოდ 5 მილიონი დოლარიც დააწესა. არც კადიროვის პასუხმა დააგვიანა - ომარ ალ შიშანს შეუთვალა, - რა ადგილზეც ეგ განცხადება გააკეთე, იქ მოგკლავო. კადიროვ-ბათირაშვილის უთანხმოება მხოლოდ იდეოლოგიური ხასიათისა არ ყოფილა. ჩეჩნეთის ემიგრაციის სამსახურის უფროსის, ასუ დურდუკაევის ქალიშვილი სედა ცოლად გაჰყვა სირიაში მებრძოლ წარმოშობით ქისტს, ჰამზათ ბორჩაშვილს (ამის შესახებ

"კვირის პალიტრა" წერდა). კადიროვმა მამას ურჩი ქალიშვილის შინ დაბრუნება მოსთხოვა. სედამ (სირიაში - აიშა) შინ დაბრუნებაზე უარი თქვა. კადიროვმა სიძის დედას პანკისის ხეობაში ხალხი მიუგზავნა - თუ შვილის სიცოცხლე გინდა, გოგო უნდა დააბრუნოო. გამწარებულმა ქალმა სირიაში ჩააკითხა შვილს. რძალი გაჯიუტდა - ჩემი ადგილი აქ არის, აქ ვაპირებ ცხოვრებასო. კადიროვმა დურდუკაევი თანამდებობიდან გადააყენა, ორი თვის შემდეგ სედას სირიაში ქმარიც მოუკლეს (ის ბათირაშვილის თარჯიმანი იყო). დედამთილმა კვლავ შესთავაზა რძალს დაბრუნება. უარი მიიღო. სედა ომარ ალ შიშანის მიერ აშენებულ თავშესაფარში გადავიდა, სადაც შაჰიდების"ოჯახები ცხოვრობდნენ, სამი თვის შემდეგ კი ცოლად ომარ ალ შიშანმა მოიყვანა

(წესის მიხედვით, შაჰიდის ქვრივის ცოლად მოყვანა დიდ კეთილშობილებად ითვლება).

2014 წლის 9 სექტემბერს აშშ-ის ავიაიერიშს ქალაქ მოსულზე "ისლამური სახელმწიფოს" რამდენიმე ლიდერი შეეწირა, მAაშინ არაფერი თქმულა ომარ ალ შიშანზე, რომელიც იმ დროს მოსულში უნდა ყოფილიყო. პანკისში ამბობდნენ, თარხანი კარგად არისო. არადა, "კვირის პალიტრას" სირიულმა წყარომ აცნობა, დაჭრილიაო, თუმცა რა ვითარებაში დაიჭრა, არ დაუზუსტებია.

სანდო წყარომ გაგვიმხილა, რომ ომარ ალ შიშანი ჯერ კიდევ სექტემბერში გადაჰყვა მძიმე ჭრილობებს. სედა დურდუკაევამ ნათესავებს ტირილით დაურეკა, კვლავ შაჰიდის ცოლი გავხდიო.  განგრძეთ კითხვა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა