პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მზად არ ვარ ბებიაჩემის, რუსუდან სუხაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას ტაშით შევხვდე" - ლევან სუთიძე
"მზად არ ვარ ბებიაჩემის, რუსუდან სუხაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას ტაშით შევხვდე" - ლევან სუთიძე

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ლე­ვან სუ­თი­ძე თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტზე თინა ხი­და­შე­ლის კან­დი­და­ტუ­რის წარ­დგე­ნას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წი­ლის ემო­ცი­ებს პა­სუ­ხობს, რომ­ლებ­საც ხი­და­შე­ლის წარ­დგე­ნა მისი სქე­სის გამო გა­უ­ხარ­დათ.

"ღრმად მწამს და ეს სა­მეც­ნი­ე­რო ფაქ­ტია, რომ ქა­ლებ­სა და კა­ცებს ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის თა­ნას­წო­რი უნა­რე­ბი გა­აჩ­ნი­ათ და სქე­სი არ გა­ნა­პი­რო­ბებს მმარ­თვე­ლო­ბის ხა­რისხს. ისიც ცხა­დია, რომ არ­სე­ბო­ბენ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სექ­სის­ტუ­რი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის გამო გარ­კვე­ულ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ვერ აღ­მოჩ­ნდნენ და ეს და­საგ­მო­ბია.

მაგ­რამ მი­მაჩ­ნია უკი­დუ­რე­სად სა­სა­ცი­ლოდ, როცა კონ­კრე­ტუ­ლი ინ­დი­ვი­დის რო­მე­ლი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის პერ­სპექ­ტი­ვა ან და­ნიშ­ვნის ფაქ­ტი, სა­სი­ხა­რუ­ლო ხდე­ბა მისი სქე­სის გამო, ხოლო კვა­ლი­ფი­კა­ცია მე­ო­რე­უ­ლად ან სა­ერ­თოდ უინ­ტე­რე­სოდ წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა.

ამ­გვა­რი ბე­ჩა­ვი აღტყი­ნე­ბა, მე­ტყვე­ლებს არა მხო­ლოდ იმა­ზე, რომ წარ­მო­უდ­გენ­ლად ვერ ვერ­კვე­ვით იმ პრობ­ლე­მა­ტი­კა­შიც კი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც შე­საძ­ლოა დღე­ში რამ­დე­ნი­მე პოსტს და ზოგ­ჯერ რე­პორ­ტებს ვწერთ, არა­მედ ცხად­ყოფს, რომ წარ­მო­უდ­გენ­ლად ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გა­უ­მარ­თა­ვად მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლო შე­დე­გებს. ეს შე­საძ­ლოა კი­დევ იმა­ზე მე­ტყვე­ლებ­დეს, რომ სქე­სი და­იყ­ვა­ნე­ბა სიმ­ბო­ლი­კამ­დე, რო­მე­ლიც ჩვენ­სა­ვე პრი­მი­ტი­ულ რწმე­ნა-წარ­მოდ­გე­ნებ­ში უში­ნა­არ­სო, მაგ­რამ საკ­რა­ლურ აღმნიშ­ვნე­ლად გვევ­ლი­ნე­ბა.

მი­ვე­სალ­მე­ბი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ქა­ლე­ბის მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და­ნიშ­ვნას, მაგ­რამ მზად არ ვარ ბე­ბი­ა­ჩე­მის, რუ­სუ­დან სუ­ხაშ­ვი­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნას ტა­შით შევ­ხვდე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­საძ­ლოა მა­ვანს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით ამ სფე­რო­ში არც ჩა­მორ­ჩე­ბო­დეს", - წერს ლე­ვან სუ­თი­ძე.

"მზად არ ვარ ბებიაჩემის, რუსუდან სუხაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას ტაშით შევხვდე" - ლევან სუთიძე

"მზად არ ვარ ბებიაჩემის, რუსუდან სუხაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას ტაშით შევხვდე" - ლევან სუთიძე

ტელეწამყვანი ლევან სუთიძე თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელის კანდიდატურის წარდგენას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება. ტელეწამყვანი საზოგადოების იმ ნაწილის ემოციებს პასუხობს, რომლებსაც ხიდაშელის წარდგენა მისი სქესის გამო გაუხარდათ.

"ღრმად მწამს და ეს სამეცნიერო ფაქტია, რომ ქალებსა და კაცებს ძალაუფლებაში ყოფნის თანასწორი უნარები გააჩნიათ და სქესი არ განაპირობებს მმართველობის ხარისხს. ისიც ცხადია, რომ არსებობენ კვალიფიციური ქალები, რომლებიც სექსისტური სტერეოტიპების გამო გარკვეულ თანამდებობებზე ვერ აღმოჩნდნენ და ეს დასაგმობია.

მაგრამ მიმაჩნია უკიდურესად სასაცილოდ, როცა კონკრეტული ინდივიდის რომელიმე თანამდებობაზე დანიშვნის პერსპექტივა ან დანიშვნის ფაქტი, სასიხარულო ხდება მისი სქესის გამო, ხოლო კვალიფიკაცია მეორეულად ან საერთოდ უინტერესოდ წარმოგვიდგება.

ამგვარი ბეჩავი აღტყინება, მეტყველებს არა მხოლოდ იმაზე, რომ წარმოუდგენლად ვერ ვერკვევით იმ პრობლემატიკაშიც კი, რომლის შესახებაც შესაძლოა დღეში რამდენიმე პოსტს და ზოგჯერ რეპორტებს ვწერთ, არამედ ცხადყოფს, რომ წარმოუდგენლად ვერ ვაცნობიერებთ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების გაუმართავად მუშაობის შესაძლო შედეგებს. ეს შესაძლოა კიდევ იმაზე მეტყველებდეს, რომ სქესი დაიყვანება სიმბოლიკამდე, რომელიც ჩვენსავე პრიმიტიულ რწმენა-წარმოდგენებში უშინაარსო, მაგრამ საკრალურ აღმნიშვნელად გვევლინება.

მივესალმები კვალიფიციური ქალების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნას, მაგრამ მზად არ ვარ ბებიაჩემის, რუსუდან სუხაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას ტაშით შევხვდე. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მავანს კვალიფიკაციით ამ სფეროში არც ჩამორჩებოდეს", - წერს ლევან სუთიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს