საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობის ადმინისტრაცია სინანულს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტმა მათი თხოვნა არ გაითვალისწინა - სპეციალური განცხადება
მთავრობის ადმინისტრაცია სინანულს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტმა მათი თხოვნა არ გაითვალისწინა - სპეციალური განცხადება

ბოლო გა­ნახ­ლე­ბა| ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა თავ­დაც­ვის, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრე­ბის და­ნიშ­ვნის ბრძა­ნე­ბა გა­მოს­ცა

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია სი­ნა­ნულს გა­მოთ­ქვამს, რომ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის­თვის ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის პრო­ცე­დუ­რის დაჩ­ქა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე მათი თხოვ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.

ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც გან­მარ­ტავს, რომ მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბის პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნის ერთი კვი­რით გა­და­ვა­დე­ბა "ჩვენს და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გარ­კვე­ულ უხერ­ხუ­ლო­ბას" ქმნის.

Ambebi.ge მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"დღეს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გვინ­და მო­გა­წო­დოთ შემ­დე­გი ინ­ფორ­მა­ცია: მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­ნის­ტრე­ბის და­ნიშ­ვნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბაა, ახა­ლი კან­დი­და­ტე­ბის წარ­დგე­ნამ­დე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­ი­ა­რა კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა" და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებ­თან. ბუ­ნებ­რი­ვია, პრე­ზი­დენ­ტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბაა, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა პარ­ლა­მენტს ერთი კვი­რის ვა­და­ში წა­რუდ­გი­ნოს.

მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის| პრე­ზი­დენ­ტის უარი პრე­მი­ერს: მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტში მთავ­რო­ბის წარ­დგე­ნა ერთი კვი­რით გა­და­დო

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას, თუმ­ცა რად­გან პარ­ლა­მენ­ტმა მთავ­რო­ბის გა­ნახ­ლე­ბულ შე­მად­გენ­ლო­ბას ხე­ლა­ხა­ლი ნდო­ბა ჯერ ვერ გა­მო­უ­ცხა­და, ეს ქმნის გარ­კვე­ულ უხერ­ხუ­ლო­ბას ჩვენს და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ახლა, რო­დე­საც სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში 13 მა­ისს, მთავ­რო­ბამ თბი­ლის­ში EBRD-ის ყო­ველ­წლი­ურ შეხ­ვედ­რას უნდა უმას­პინ­ძლოს. 21-22 მა­ისს ტარ­დე­ბა რი­გის აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის სა­მი­ტი, რისი მო­სა­ზა­დე­ბე­ლი ვი­ზი­ტე­ბი სწო­რედ მო­მა­ვალ კვი­რას არის და­გეგ­მი­ლი: ვიცე-პრე­მი­ე­რი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი ბრი­უ­სელ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა; ვიცე-პრე­მი­ე­რი კახა კა­ლა­ძე - გერ­მა­ნი­ა­ში; იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი - საფ­რან­გეთ­ში, ბელ­გი­ა­სა და ეს­ტო­ნეთ­ში; დევ­ნილ­თა და გან­სახ­ლე­ბის მი­ნის­ტრი სო­ზარ სუ­ბა­რი - თურ­ქეთ­ში; სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი თა­მარ ბე­რუ­ჩაშ­ვი­ლი - გერ­მა­ნი­ა­ში, ბელ­გი­ა­ში, თურ­ქეთ­სა და სლო­ვა­კეთ­ში; ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ნო­დარ ხა­დუ­რი - აზერ­ბა­ი­ჯან­ში; ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი - გერ­მა­ნი­ა­ში; სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში, და­ვით ბაქ­რა­ძე - ეს­პა­ნეთ­სა და და­ნი­ა­ში;

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან და­გეგ­მი­ლი აქვს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი შეხ­ვედ­რე­ბი, აშშ-ის სე­ნა­ტის დე­ლე­გა­ცი­ას­თან, ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტთან, EBRD-ის პრე­ზი­დენ­ტთან, გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ტა­გის წევ­რებ­თან, ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს დე­ლე­გა­ცი­ას­თან, ასე­ვე პრე­მი­ე­რი გახ­სნის EBRD-ის ყო­ველ­წლი­ურ შეხ­ვედ­რას, რო­მელ­საც 60-ზე მეტი მა­ღა­ლი რან­გის სტუ­მა­რი და 2 ათას­ზე მეტი ბიზ­ნეს­მე­ნი და­ეს­წრე­ბა.

ჩვე­ნი ქვეყ­ნის პრეს­ტი­ჟის საქ­მეა თბი­ლის­მა ღირ­სე­უ­ლად უმას­პინ­ძლოს ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბას, რო­გო­რიც არის EBRD-ის ყო­ველ­წლი­უ­რი შეხ­ვედ­რა, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბი უნდა მო­უ­ტა­ნოს. მთავ­რო­ბა ასე­ვე ემ­ზა­დე­ბა რი­გის აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის სა­მი­ტის­თვის და სწო­რედ ამ ობი­ექ­ტუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობ­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მი­მარ­თვა, ნდო­ბის ხე­ლახ­ლა გა­მო­ცხა­დე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბის დაჩ­ქა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ჯერ კი­დევ 29 აპ­რილს ისა­უბ­რა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს და პარ­ლა­მენტს, მთავ­რო­ბის­თვის ნდო­ბის ხე­ლახ­ლა გა­მო­ცხა­დე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბის დაჩ­ქა­რე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა.

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი მი­სა­ღე­ბი იყო სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის, უმ­ცი­რე­სო­ბის - ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და ფრაქ­ცია "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის და, წი­ნას­წა­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად, ისი­ნი მზად იყ­ვნენ, მთავ­რო­ბის­თვის ნდო­ბის ხე­ლახ­ლა გა­მო­ცხა­დე­ბა შა­ბათს, 2 მა­ისს და­გეგ­მილ რიგ­გა­რე­შე სე­სი­ა­ზე მომ­ხდა­რი­ყო.

ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წი­ნას­წა­რი კო­მუ­ნი­კა­ცია იყო მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­სა და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას შო­რის. კო­მუ­ნი­კა­ცია შედ­გა პრე­მი­ერ­სა და პრე­ზი­დენტს შო­რი­საც. და­სა­ნა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ჩა­მოთ­ვლი­ლი ობი­ექ­ტუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რი­თაც პრო­ცე­სი ტექ­ნი­კუ­რად შე­ფერ­ხდა და ნდო­ბის ხე­ლახ­ლა გა­მო­ცხა­დე­ბის პრო­ცე­დუ­რა ერთი კვი­რით გა­და­ი­დო.

კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პო­ზი­ცია, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის ახალ შე­მად­გენ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სრუ­ლი­ად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია და მთავ­რო­ბა მზად არის, ნდო­ბის ხე­ლახ­ლა გა­მო­ცხა­დე­ბის პრო­ცე­დუ­რა მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე ვა­დებ­ში დას­რულ­დეს", - ნათ­ქვა­მია მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

მთავრობის ადმინისტრაცია სინანულს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტმა მათი თხოვნა არ გაითვალისწინა - სპეციალური განცხადება

მთავრობის ადმინისტრაცია სინანულს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტმა მათი თხოვნა არ გაითვალისწინა - სპეციალური განცხადება

ბოლო განახლება| ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის, გარემოს დაცვისა და სპორტის მინისტრების დანიშვნის ბრძანება გამოსცა

მთავრობის ადმინისტრაცია სინანულს გამოთქვამს, რომ მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის დაჩქარების თაობაზე მათი თხოვნა პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა.

ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ მთავრობის შემადგენლობის პარლამენტში წარდგენის ერთი კვირით გადავადება "ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში გარკვეულ უხერხულობას" ქმნის.

Ambebi.ge მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გვინდა მოგაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია: მიუხედავად იმისა, რომ მინისტრების დანიშვნა პრემიერ-მინისტრის ექსკლუზიური უფლებაა, ახალი კანდიდატების წარდგენამდე ირაკლი ღარიბაშვილმა კონსულტაციები გაიარა კოალიცია "ქართულ ოცნებასა" და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან. ბუნებრივია, პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა, მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს ერთი კვირის ვადაში წარუდგინოს.

მეტი ინფორმაციისთვის| პრეზიდენტის უარი პრემიერს: მარგველაშვილმა პარლამენტში მთავრობის წარდგენა ერთი კვირით გადადო

საქართველოს მთავრობა ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, თუმცა რადგან პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ხელახალი ნდობა ჯერ ვერ გამოუცხადა, ეს ქმნის გარკვეულ უხერხულობას ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც სულ რამდენიმე დღეში 13 მაისს, მთავრობამ თბილისში EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრას უნდა უმასპინძლოს. 21-22 მაისს ტარდება რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რისი მოსაზადებელი ვიზიტები სწორედ მომავალ კვირას არის დაგეგმილი: ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში მიემგზავრება; ვიცე-პრემიერი კახა კალაძე - გერმანიაში; იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი - საფრანგეთში, ბელგიასა და ესტონეთში; დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი - თურქეთში; საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი - გერმანიაში, ბელგიაში, თურქეთსა და სლოვაკეთში; ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური - აზერბაიჯანში; შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური - გერმანიაში; სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძე - ესპანეთსა და დანიაში;

საქართველოს პრემიერ-მინისტრს მომავალი კვირიდან დაგეგმილი აქვს უმნიშვნელოვანესი შეხვედრები, აშშ-ის სენატის დელეგაციასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, EBRD-ის პრეზიდენტთან, გერმანიის ბუნდესტაგის წევრებთან, ატლანტიკური საბჭოს დელეგაციასთან, ასევე პრემიერი გახსნის EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრას, რომელსაც 60-ზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი და 2 ათასზე მეტი ბიზნესმენი დაესწრება.

ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის საქმეა თბილისმა ღირსეულად უმასპინძლოს ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, როგორიც არის EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა, რომელმაც საქართველოს კონკრეტული შედეგები უნდა მოუტანოს. მთავრობა ასევე ემზადება რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის და სწორედ ამ ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობდა პრემიერ-მინისტრის მიმართვა, ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურების დაჩქარებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გარემოებების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ 29 აპრილს ისაუბრა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს, მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურების დაჩქარების თხოვნით მიმართა.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული გარემოებები მისაღები იყო საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის - ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" და ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებისთვის და, წინასწარი კონსულტაციების შედეგად, ისინი მზად იყვნენ, მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება შაბათს, 2 მაისს დაგეგმილ რიგგარეშე სესიაზე მომხდარიყო.

ასევე აღსანიშნავია, რომ წინასწარი კომუნიკაცია იყო მთავრობის ადმინისტრაციასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის. კომუნიკაცია შედგა პრემიერსა და პრეზიდენტს შორისაც. დასანანია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა ჩამოთვლილი ობიექტური გარემოებები, რითაც პროცესი ტექნიკურად შეფერხდა და ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურა ერთი კვირით გადაიდო.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიცია, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით, სრულიად ჩამოყალიბებულია და მთავრობა მზად არის, ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურა მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდეს", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."