პოლიტიკა
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"27 წლის ასაკში მილიონერობა მსურდა, მაგრამ გეგმებს გავუსწარი..." - ლევან ჯიბღაშვილის საარქივო ინტერვიუ, სადაც ყვება, როგორ იშოვა მილიონი
"27 წლის ასაკში მილიონერობა მსურდა, მაგრამ გეგმებს გავუსწარი..." - ლევან ჯიბღაშვილის საარქივო ინტერვიუ, სადაც ყვება, როგორ იშოვა მილიონი

30 წლის მსა­ხი­ო­ბი და ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი სკან­და­ლუ­რი იმი­ჯით ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და, თუმ­ცა მის ირ­გვლივ ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. ის რამ­დე­ნი­მე დღის წინ ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­ა­კა­ვეს, მე­სა­მე დღეს კი 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

გთა­ვა­ზობთ სა­არ­ქი­ვო ინ­ტერ­ვი­უს, რო­მე­ლიც ჟურ­ნალ­მა "რე­ი­ტინ­გმა" მსა­ხი­ობ­თან 2015 წელს ჩა­წე­რა. ინ­ტერ­ვი­უ­ში ჯი­ბღაშ­ვი­ლი ყვე­ბა, რო­გორ იშო­ვა პირ­ვე­ლი მი­ლი­ო­ნი:

ჩემი ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე

9-10 სა­ა­თის­თვის ვდგე­ბი, დიდ­ხანს ძილი ცუ­დად მოქ­მე­დებს ჩემ­ზე, ამი­ტომ არას­დროს ვჩერ­დე­ბი ლო­გინ­ში შუ­ა­დღის 3 სა­ა­თამ­დე. ჩემი გან­წყო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია მზე­ზე, თუ ამინ­დი ხელს მი­წყობს, დი­ლი­დან­ვე პო­ზი­ტი­უ­რად ვარ გან­წყო­ბი­ლი. ვრთავ მუ­სი­კას, უმე­ტეს­წი­ლად უცხო­ურ რა­დი­ოს, რად­გან ჩემი გე­მოვ­ნე­ბის შე­სა­ფე­რის სიმ­ღე­რებს აჟ­ღე­რე­ბენ, ხელ­ში ვი­ღებ აი­პადს, შევ­დი­ვარ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ვეც­ნო­ბი გა­სუ­ლი დღის ინ­ფორ­მა­ცი­ას და სი­ახ­ლე­ებს. ამის შემ­დეგ ვარ­ჩევ სა­მოსს და ვბა­ნა­ობ.

აბა­ზა­ნი­დან გა­მო­სუ­ლი ვიც­ვამ, აუ­ცი­ლებ­ლად ვი­კე­თებ ჩემს გა­ნუ­ყო­ფელ აქ­სე­სუ­ა­რებს, სა­ათ­სა და სათ­ვა­ლეს, და სამ­ზა­რე­უ­ლოს­კენ მი­ვიჩ­ქა­რი, რომ სა­უზ­მო­ბა მო­ვას­წრო. ყვე­ლა­ფერს ჩე­მით ვიმ­ზა­დებ, მე­ნი­უ­ში შე­დის ჰერ­კუ­ლე­სის ფაფა ან წი­წი­ბუ­რა, ასე­ვე მიყ­ვარს კა­რა­ქი­ა­ნი პური და თაფ­ლი. ჩემს გე­მოვ­ნე­ბა­ში არ ჯდე­ბა ყავა, კო­ფე­ინს მწვა­ნე ჩაის ვამ­ჯო­ბი­ნებ. ბო­ლოს აუ­ცი­ლებ­ლად მივ­დი­ვარ ხა­ტებ­თან, ვლო­ცუ­ლობ და ვტო­ვებ სახ­ლს.

უჩ­ვე­უ­ლო კომ­ბი­ნა­ცია - სა­მუ­შაო და ვის­კი

ჩემი სა­მუ­შაო გან­რი­გი გან­სა­ზღვრუ­ლი არ არის. თუ ვი­ღაც ექვს ან რვა სა­ათ­ზე ამ­თავ­რებს სამ­სა­ხურს, მე ეს ფუ­ფუ­ნე­ბა არ მაქვს. მა­გა­ლი­თად, გუ­შინ 2-ის ნა­ხე­ვარ­ზე და­ვემ­შვი­დო­ბე ბოლო პარტნი­ორს. ყვე­ლა შეხ­ვედ­რას ვგეგ­მავ არა­სამ­სა­ხუ­რებ­რივ გა­რე­მო­ში: ვის­კი­ზე, ფინ­ჯან ყა­ვა­ზე, დე­სერ­ტზე ან სი­გა­რა­ზე.

თარ­სი დღე... ვი­ღა­ცამ სა­ბუ­რა­ვი შეგ­ნე­ბუ­ლად და­ა­ზი­ა­ნა?!

სა­ცო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შეხ­ვედ­რებ­ზე სულ მეჩ­ქა­რე­ბა, გუ­ში­ნაც მაგ­ვი­ან­დე­ბო­და. რო­გორც იქნა, და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად-გი­ლამ­დე მი­ვაღ­წიე. საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რი­დან რომ დავ­ბრუნ­დი, უსი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზი დამ­ხვდა, სა­ბუ­რა­ვი ბო­ლომ­დე დაშ­ვე­ბუ­ლი იყო. ან რა­ღა­ცას გა­და­ვუ­ა­რე, ან შეგ­ნე­ბუ­ლად გაჭ­რეს. სა­ბუ­რა­ვის გა­მოც­ვლამ დიდი დრო წა­ი­ღო, ამი­ტომ კვლავ ვერ გა­მო­ვი­ჩი­ნე პუნ­ქტუ­ა­ლუ­რო­ბა. Mმან­ქა­ნა სის­წრა­ფე­ში უყუ­რა­დღე­ბოდ და­ვა­ყე­ნე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით უკუს­ვლი­სას ე.წ. "ში­ტო­კი" ბორ­დი­ურს გავ­კა­რი და ჩა­მო­ვაგ­დე. დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში სარ­კეც გავ­ტე­ხე. სა­ში­ნელ ხა­სი­ათ­ზე დავ­დე­ქი. აღა­რა­ფე­რი მინ­დო­და!

"მე­ზობ­ლის ქალს ხელს ნუ ახ­ლებ, ისიც ში­ნა­უ­რია!"

კა­რის მე­ზო­ბელ­თან არას­დროს მიფ­ლირ­ტა­ვია, მაგ­რამ სხვა მე­ზო­ბე­ლი გო­გო­ნე­ბის მი­მართ სიმ­პა­თია გა­მო­მივ­ლე­ნია. ჩემ­თვის ფლირ­ტი არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბის გაც­ვლა და ინ­ტე­რე­სის გა­მოვ­ლე­ნაა. ფლირ­ტი შე­იძ­ლე­ბა, იმ დღეს­ვე დამ­თავ­რდეს, ის ქალი კი ვე­რას­დროს ნახო. ძა­ლი­ან აზარ­ტუ­ლი კაცი ვარ, გო­გო­ნას­თან ურ­თო­ერ­თო­ბა­საც აზარ­ტუ­ლად ვუდ­გე­ბი. შე­იძ­ლე­ბა, გვერ­დით მა­გი­და­ზე უც­ნობ ქა­ლიშ­ვილს თვა­ლე­ბით ვეფ­ლირ­ტაო. ჩემი აზარ­ტუ­ლო­ბის გამო ერთხელ მკი­თხეს, ვთა­მა­შობ თუ არა ტო­ტა­ლი­ზა­ტორ­ში, ვუ­პა­სუ­ხე, რომ არას­დროს ვყო­ფილ­ვარ კა­ზი­ნო­ში, თუმ­ცა ერთხელ ვი­შო­ვე ფული და მას მერე ვე­ღარ ვა­ნე­ბებ თავს.

"პიტ­ბუ­ლი", რო­მე­ლიც და­სა­ხულ მი­ზანს მუ­დამ აღ­წევს!

27 წლის ასაკ­ში მი­ლი­ო­ნე­რო­ბა მსურ­და, გეგ­მებს წინ გა­ვუს­წა­რი და 26 წლი­სამ ხელი მო­ვა­წე­რე მი­ლი­ონ­ნა­ხევ­რი­ან კონ­ტრაქტს. ერთი პე­რი­ო­დი სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში მსურ­და სწავ­ლა, მაგ­რამ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, რომ ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგე-ბლო­ბაა. დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან არ მომ­წონს, რო­დე­საც ცხოვ­რე­ბის უდი­დეს ნა­წილს ერის მსა­ხუ­რე­ბა­ში ატა­რე­ბენ, შემ­დეგ კი სა­სუ­ლი­ე­რო სფე­რო­ში გა­და­დი­ან. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი არ იც­ვლე­ბი­ან. იც­ვა­მენ ანა­ფო­რას, მაგ­რამ მათი ხა­სი­ა­თი იგი­ვე რჩე­ბა წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"27 წლის ასაკში მილიონერობა მსურდა, მაგრამ გეგმებს გავუსწარი..." - ლევან ჯიბღაშვილის საარქივო ინტერვიუ, სადაც ყვება, როგორ იშოვა მილიონი

"27 წლის ასაკში მილიონერობა მსურდა, მაგრამ გეგმებს გავუსწარი..." - ლევან ჯიბღაშვილის საარქივო ინტერვიუ, სადაც ყვება, როგორ იშოვა მილიონი

30 წლის მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი სკანდალური იმიჯით ყოველთვის გამოირჩეოდა, თუმცა მის ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ის რამდენიმე დღის წინ ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს, მესამე დღეს კი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

გთავაზობთ საარქივო ინტერვიუს, რომელიც ჟურნალმა "რეიტინგმა" მსახიობთან 2015 წელს ჩაწერა. ინტერვიუში ჯიბღაშვილი ყვება, როგორ იშოვა პირველი მილიონი:

ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე

9-10 საათისთვის ვდგები, დიდხანს ძილი ცუდად მოქმედებს ჩემზე, ამიტომ არასდროს ვჩერდები ლოგინში შუადღის 3 საათამდე. ჩემი განწყობა დამოკიდებულია მზეზე, თუ ამინდი ხელს მიწყობს, დილიდანვე პოზიტიურად ვარ განწყობილი. ვრთავ მუსიკას, უმეტესწილად უცხოურ რადიოს, რადგან ჩემი გემოვნების შესაფერის სიმღერებს აჟღერებენ, ხელში ვიღებ აიპადს, შევდივარ სოციალურ ქსელში, ვეცნობი გასული დღის ინფორმაციას და სიახლეებს. ამის შემდეგ ვარჩევ სამოსს და ვბანაობ.

აბაზანიდან გამოსული ვიცვამ, აუცილებლად ვიკეთებ ჩემს განუყოფელ აქსესუარებს, საათსა და სათვალეს, და სამზარეულოსკენ მივიჩქარი, რომ საუზმობა მოვასწრო. ყველაფერს ჩემით ვიმზადებ, მენიუში შედის ჰერკულესის ფაფა ან წიწიბურა, ასევე მიყვარს კარაქიანი პური და თაფლი. ჩემს გემოვნებაში არ ჯდება ყავა, კოფეინს მწვანე ჩაის ვამჯობინებ. ბოლოს აუცილებლად მივდივარ ხატებთან, ვლოცულობ და ვტოვებ სახლს.

უჩვეულო კომბინაცია - სამუშაო და ვისკი

ჩემი სამუშაო განრიგი განსაზღვრული არ არის. თუ ვიღაც ექვს ან რვა საათზე ამთავრებს სამსახურს, მე ეს ფუფუნება არ მაქვს. მაგალითად, გუშინ 2-ის ნახევარზე დავემშვიდობე ბოლო პარტნიორს. ყველა შეხვედრას ვგეგმავ არასამსახურებრივ გარემოში: ვისკიზე, ფინჯან ყავაზე, დესერტზე ან სიგარაზე.

თარსი დღე... ვიღაცამ საბურავი შეგნებულად დააზიანა?!

საცობებიდან გამომდინარე შეხვედრებზე სულ მეჩქარება, გუშინაც მაგვიანდებოდა. როგორც იქნა, დანიშნულების ად-გილამდე მივაღწიე. საქმიანი შეხვედრიდან რომ დავბრუნდი, უსიამოვნო სიურპრიზი დამხვდა, საბურავი ბოლომდე დაშვებული იყო. ან რაღაცას გადავუარე, ან შეგნებულად გაჭრეს. საბურავის გამოცვლამ დიდი დრო წაიღო, ამიტომ კვლავ ვერ გამოვიჩინე პუნქტუალურობა. Mმანქანა სისწრაფეში უყურადღებოდ დავაყენე. მოგვიანებით უკუსვლისას ე.წ. "შიტოკი" ბორდიურს გავკარი და ჩამოვაგდე. დღის მეორე ნახევარში სარკეც გავტეხე. საშინელ ხასიათზე დავდექი. აღარაფერი მინდოდა!

"მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებ, ისიც შინაურია!"

კარის მეზობელთან არასდროს მიფლირტავია, მაგრამ სხვა მეზობელი გოგონების მიმართ სიმპათია გამომივლენია. ჩემთვის ფლირტი არსებულ სიტუაციაში დადებითი ემოციების გაცვლა და ინტერესის გამოვლენაა. ფლირტი შეიძლება, იმ დღესვე დამთავრდეს, ის ქალი კი ვერასდროს ნახო. ძალიან აზარტული კაცი ვარ, გოგონასთან ურთოერთობასაც აზარტულად ვუდგები. შეიძლება, გვერდით მაგიდაზე უცნობ ქალიშვილს თვალებით ვეფლირტაო. ჩემი აზარტულობის გამო ერთხელ მკითხეს, ვთამაშობ თუ არა ტოტალიზატორში, ვუპასუხე, რომ არასდროს ვყოფილვარ კაზინოში, თუმცა ერთხელ ვიშოვე ფული და მას მერე ვეღარ ვანებებ თავს.

"პიტბული", რომელიც დასახულ მიზანს მუდამ აღწევს!

27 წლის ასაკში მილიონერობა მსურდა, გეგმებს წინ გავუსწარი და 26 წლისამ ხელი მოვაწერე მილიონნახევრიან კონტრაქტს. ერთი პერიოდი სასულიერო სემინარიაში მსურდა სწავლა, მაგრამ გავაანალიზე, რომ ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგე-ბლობაა. დღევანდელი გადმოსახედიდან არ მომწონს, როდესაც ცხოვრების უდიდეს ნაწილს ერის მსახურებაში ატარებენ, შემდეგ კი სასულიერო სფეროში გადადიან. ხშირ შემთხვევაში ადამიანები არ იცვლებიან. იცვამენ ანაფორას, მაგრამ მათი ხასიათი იგივე რჩება წაიკითხეთ ვრცლად

13 ივნისის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა

რაზე შეთანხმდნენ ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე - ვარლამ გოლეთიანის კომენტარი

"ნიუ ჰოსპიტალსის" ეზოში ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა