პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემმა დამ ერთი გოჭი მაჩუქა და სახლში ორი ქათამი მყავს" - რატომ მოუხსნეს სოციალური შემწეობა 72 წლის ქალბატონს?
"ჩემმა დამ ერთი გოჭი მაჩუქა და სახლში ორი ქათამი მყავს" - რატომ მოუხსნეს სოციალური შემწეობა 72 წლის ქალბატონს?

ლან­ჩხუთ­ში, სო­ფელ ნიგვზი­ან­ში მცხოვ­რე­ბი 72 წლის ქალ­ბა­ტო­ნი ლი­ა­ნა გა­ლოგ­რე ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ "გუ­რი­ის მო­ამ­ბეს­თან" სა­უბ­რობს. ხან­დაზ­მუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი პა­ტა­რა, ავა­რი­ულ სახ­ლში წლე­ბია მარ­ტო ცხოვ­რობს და ოჯახ­ში ხმის გამ­ცე­მიც არა­ვინ ყავს. სახ­ლში მძი­მე პი­რო­ბე­ბი აქვს და დამ­ხმა­რე კი არა­ვინ. ამას ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბიც ემა­ტე­ბა, 150 ლა­რი­ა­ნი პენ­სია კი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­სა­ძე­ნა­დაც არ ყოფ­ნის. სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა მას წლე­ბის წინ მო­უხ­სნეს და ქალ­ბა­ტო­ნის თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მან სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს გან­ცხა­დე­ბით არა­ერ­თგზის მი­მარ­თა, დახ­მა­რე­ბის აღ­დგე­ნა მა­ინც ვერ მო­ხერ­ხდა. ქალ­ბა­ტო­ნი შემ­წე­ო­ბის შე­წყვე­ტის მი­ზეზს ვერ ხსნის, რად­გან სახ­ლში ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი გა­აჩ­ნია.

"ჩემ­მა დამ ერთი გოჭი მა­ჩუ­ქა და სახ­ლში ორი ქა­თა­მი მყავს. მეტი მე არა­ფე­რი გა­მაჩ­ნია, მე­ო­რე ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დი ვარ. ხან­და­ხან მე­ზო­ბელს თუ შე­ვე­ცო­დე­ბი, რა­მეს თუ მო­მი­კი­თხავს, ეს არის. შვი­ლე­ბი კი მყავს, მაგ­რამ გა­დახ­ვე­წილ­ნი არი­ან და წლე­ბია არ მი­ნა­ხავს. აქამ­დე კი მო­ვე­დი ჩე­მით, ჩემს თავს ვპატ­რო­ნობ­დი და ახლა დახ­მა­რე­ბა ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბა. ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი, მხო­ლოდ პენ­სი­აა - 150 ლარი. ოს­ტე­ო­ქონ­დრო­ზი და მა­ღა­ლი წნე­ვა მა­წუ­ხებს. წამ­ლე­ბის ყიდ­ვას ვერ ავუ­დი­ვარ. ამას გარ­და, პუ­რის ფუ­ლიც ხომ მინ­და. ხორცს მე ვერ ვყი­დუ­ლობ და ყველს. ეგ ფუ­ფუ­ნე­ბა კაი ხა­ნია აღარ მქო­ნია", - ყვე­ბა თვალ­ცრემ­ლმო­რე­უ­ლი მო­ხუ­ცი.

ლი­ა­ნა გა­ლოგ­რეს სახ­ლში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად, წლე­ბის წინ ოთა­ხე­ბი და­ეწ­ვა და მას შემ­დეგ უსახ­სრო­ბის გამო შე­კე­თე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა. ამის გამო, სახ­ლში სა­ხუ­რა­ვი­დან წყა­ლი ჩა­მო­დის და ოთახ­ში ხში­რად სველ სა­წოლ­ში უწევს და­ძი­ნე­ბა.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რი­ის მო­ამ­ბე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

"ჩემმა დამ ერთი გოჭი მაჩუქა და სახლში ორი ქათამი მყავს" - რატომ მოუხსნეს სოციალური შემწეობა 72 წლის ქალბატონს?

"ჩემმა დამ ერთი გოჭი მაჩუქა და სახლში ორი ქათამი მყავს" - რატომ მოუხსნეს სოციალური შემწეობა 72 წლის ქალბატონს?

ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანში მცხოვრები 72 წლის ქალბატონი ლიანა გალოგრე ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და საკუთარი პრობლემების შესახებ "გურიის მოამბესთან" საუბრობს. ხანდაზმული ქალბატონი პატარა, ავარიულ სახლში წლებია მარტო ცხოვრობს და ოჯახში ხმის გამცემიც არავინ ყავს. სახლში მძიმე პირობები აქვს და დამხმარე კი არავინ. ამას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც ემატება, 150 ლარიანი პენსია კი მედიკამენტების შესაძენადაც არ ყოფნის. სოციალური დახმარება მას  წლების წინ მოუხსნეს და ქალბატონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მან სოციალურ სამსახურს განცხადებით არაერთგზის მიმართა, დახმარების აღდგენა მაინც ვერ მოხერხდა. ქალბატონი შემწეობის შეწყვეტის მიზეზს ვერ ხსნის, რადგან სახლში ძვირადღირებული არაფერი გააჩნია.

"ჩემმა დამ ერთი გოჭი მაჩუქა და სახლში ორი ქათამი მყავს. მეტი მე არაფერი გამაჩნია, მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. ხანდახან მეზობელს თუ შევეცოდები, რამეს თუ მომიკითხავს, ეს არის. შვილები კი მყავს, მაგრამ გადახვეწილნი არიან და წლებია არ მინახავს. აქამდე კი მოვედი ჩემით, ჩემს თავს ვპატრონობდი და ახლა დახმარება ძალიან მჭირდება. ჩემი შემოსავალი, მხოლოდ პენსიაა - 150 ლარი. ოსტეოქონდროზი და მაღალი წნევა მაწუხებს. წამლების ყიდვას ვერ ავუდივარ. ამას გარდა, პურის ფულიც ხომ მინდა. ხორცს მე ვერ ვყიდულობ და ყველს. ეგ ფუფუნება კაი ხანია აღარ მქონია", - ყვება თვალცრემლმორეული მოხუცი.

ლიანა გალოგრეს სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, წლების წინ ოთახები დაეწვა და მას შემდეგ უსახსრობის გამო შეკეთება ვერ მოახერხა. ამის გამო, სახლში სახურავიდან წყალი ჩამოდის და ოთახში ხშირად სველ საწოლში უწევს დაძინება.

იხილეთ ვრცლად

"გურიის მოამბე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა