პაპუა ახალ გვინეაში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

პაპუა ახალ გვინეაში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

პაპუა ახალ გვინეაში 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ გამოცემა "ტელეგრაფი" აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ რაბაულიდან დაახლოებით 130 კილომეტრში დაფიქსირდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

თავდაპირველად წყნარი ოკეანის ცუნამის გაფრთხულების ცენტრმა ცუნამის საფრთხე გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით გააუქმა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა