ყოველთვიურ ჟურნალ "OK"-ის ქართულენოვანი გამოცემა საქართველოს პრეზიდენტის ოჯახს ეწვია, სადაც წყვილი ახალშობილ თემოს ზრდის. როგორც ჟურნალ "OK"-თან ინტერვიუს დროს, მაკა ჩიჩუამ აღნიშნა, ბავშვის აღზრდაში მას მეუღლე ეხმარება, რომელიც პირველი კვირების განმავლობაში ღამეებსაც უთენებდა პატარას. პირველი ლედის თქმით, თემოს აღზრდაში წყვილს ძიძაც ეხმარება, თუმცა, პატარა არც თუ ისე ჭირვეულია.
შეგახსენებთ, რომ პატარა თემური 2 თებერვალს გაჩნდა და ის გიორგი მარგველაშვილისთვის მეორე შვილია, რადგან პირველი ქორწინებიდან მას უკვე ჰყავს ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი. რაც შეეხება მაკას, მას ასევე ჰყავს ქალიშვილი მაშო.
ფოტო| ჟურნალ "OK"-ის ქართულენოვანი გამოცემის ყდა