პრეზიდენტის უარი პრემიერს: მარგველაშვილმა პარლამენტში მთავრობის წარდგენა ერთი კვირით გადადო

პრეზიდენტის უარი პრემიერს: მარგველაშვილმა პარლამენტში მთავრობის წარდგენა ერთი კვირით გადადო

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში მთავრობის წარდგენა ერთი კვირით გადადო, - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მე მერჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ფორსმაჟორის რეჟიმში მუშაობს. მე, როგორც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა მინდა დავსვა შემდეგი კითხვა: რა სიხშირით უნდა ვცვლიდეთ თავდაცვის მინისტრებს. ამ რთული ვითარების ფონზე მე მინდა მივცე საშუალება როგორც პრემიერ-მინისტრს, ისევე პარლამენტს, რომ მშვიდ გარემოში განახორციელონ კონსულტაციები და ჩამოყალიბდნენ მთავრობის შემადგენლობის თაობაზე. ამ შემთხვევაში მე ვიყენებ კონსტიტუციით ჩემთვის მონიჭებულ ერთადერთ უფლებას და ერთი კვირით გადავდებ ხელმოწერას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრი იქნება. კერძოდ, თავდაცვის მინისტრი – თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრი – გიგლა აგულაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ტარიელ ხეჩიკაშვილი.

იხილეთ ვიდეო

ნახეთ დეტალები| ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."